ესპანური „მარკა” იტყობინება, რომ „ვალენსია” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული. ლაპარაკია, „საბურთალოს” ნახევარმცველ გიორგი გოჩოლეიშვილზე. ფეხბურთელმა ქართულ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თქვა: „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „ვალენსიაა” შენით ინტერესდება”.
გოჩოლეიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. ქართული წყაროების თანახმად, მისი ყიდვა „ღამურებს” 600 000 ევრო დაუჯდებათ.
ესპანურ სააგენტო Efe-ს „საბურთალოსთან” დაკავშირებულმა ადამიანმა უთხრა, რომ გოჩოლეიშვილი „მესტალიაზე” შეიძლება წლის ბოლოს გადავიდეს. მისივე ცნობით, „საბურთალოს” ფეხბურთელებს „ვალენსიას” წარმომადგენელი სერხიო ჩულვი აკვირდებოდა.
„ვალენსიას” კარს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/09/2026 | 09:57სანიოლი: 25 – 10 – 23
სიახლეები27/09/2026 | 09:17ტორესმა ააცილა და ააცილა
აქეთურ-იქითური27/09/2026 | 07:15ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
სიახლეები26/09/2026 | 09:45უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
