ვაითუ პრობლემა მენტალური არ არის, რინო

Home კატეგორიის გარეშე ვაითუ პრობლემა მენტალური არ არის, რინო
ვაითუ პრობლემა მენტალური არ არის, რინო

Enes Unal of Getafe CF and Giorgi Mamardashvili of Valencia CF during La Liga match between Valencia CF and Getafe CF at Mestalla Stadium on...რინო, ვაითუ ეს მენტალური პრობლემა არ არის. „ვალენსიას” მეორე ტაიმებში ერთი და იგივე მოსდის, ჯენარო გატუზო კი ამას მენტალურ პრობლემად აღიქვამს, ლაპარაკობს საკუთარი თავის რწმენაზე და ერთი-ორჯერ სიტყვა დამოკიდებულებაც კი წამოცდა.

„პირველი სირთულე ის არის, რომ ჩვენ მენტალური ხასიათის პრობლემები გვაქვს. ვფიქრობ, გუნდის ნაკლი ფიზიკური არ არის. ბუნებრივია, როდესაც გეშინია, რომ ვერ მოიგებ ან როდესაც პასებში ბევრი წუნი გაქვს, მეტოქე შენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მარწუხებში აქცევს” — თქვა გატუზომ „მალიორკასთან” წაგების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მე კი მეეჭვება, რომ გუნდი მხოლოდ მენტალური პრობლემის წინაშე იდგეს. ბოლო პერიოდის ცუდი შედეგების მიზეზი ფიზიკურ სისუსტეშიც უნდა ვეძებოთ. „ვალენსიამ” პამპლონაში მოგებული თამაშის ბოლო წუთებზეც კინაღამ ხიფათში ამოყო თავი. მე ამის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ის მარტო მოთამაშეთა თავებში არ უნდა ვეძებოთ.

რასაკვირველია, ფიზიკურ მომზადებას ერთ დღეში ვერ გამოასწორებ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ამ საკითხზე „ვალენსიას” მწვრთნელთა შტაბსა და გასახდელში სერიოზულად ლაპარაკობენ. და თუ ანალიზის შედეგად ასკვნიან, რომ გუნდს მხოლოდ საკუთარი თავის რწმენის პრობლემა აქვს, გამოდის, რომ ძალიან ზედაპირულად მსჯელობენ, რაც „ვალენსიასთვის” ცუდია.

გატუზოს აგრესიული ტაქტიკა გულისხმობს პრესინგს მეტოქის საჯარიმოდან, რათა გუნდმა ბურთი რაც შეიძლება მალე ჩაიგდოს ხელში და შემდეგ მოხერხებულად გაათამაშოს. ასეთი თამაში ქანცის გაწყვეტასთან არის დაკავშირებული, ხოლო როდესაც იღლები და სწრაფად ვეღარ მოქმედებ, მეტოქე დაცვაში „ისვენებს”, ბურთსაც იოლად მოგპარავს და საკუთარ საჯარრიმომდე მთელი მოედნის უკან გარბენასაც გაიძულებს. სწორედ ეს დაემართა „ვალენსიას” რამდენიმე შეხვედრაში. სევილიაშიც კი გუნდი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კარგავდა ბურთს. ამიტომაც უნდა დავასკვნათ, რომ ყველაფერი მენტალობასთან არ არის დაკავშირებული. „ვალენსიამ” ფიზიკური მომზადება უნდა გააუმჯობესოს.

ვინსენტ ფუსტერი, plazadeportiva

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.