დღეს „რეალი” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მასპინძლობს. ეს გახლავთ „ღამურების” ახალი თავკაცის ვოროს პირველი მატჩი გუნდში ვინ მოთვლის მერამდენე დაბრუნების შემდეგ. ცნობილი გახდა, რომ ვალენსიელთა ერთგულ მხსნელს კლუბმა ამჯერადაც დროებით, სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი. „მარკა” წერს, რომ იანვარი „რეალისთვის” უხეირო თვე გამოდგა: „ვილიარეალთან” წააგო, „რეალ სოსიედადთან” ფრედ ითამაშა და ახლა ჩვეული სიმძლავრის აღდგენა უნდა. „ვალენსია” კრიზისშია....
ჭდე: ვალენსია
ვალენსიას ეტყობა ულხინს
ლა ლიგამ ზამთრის სატრანსფერო ბაზარი 38 ნასყიდობით დაამთავრა. გიორგი მამარდაშვილის კლუბს, „ვალენსიას” ერთი ფეხბურთელიც არ უყიდია. ადგილობრივი პრესა გაღიზიანებული წერს, რომ ასეთია კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის დამოკიდებულება საქმისადმი. კერძოდ, იანვარში ესპანეთის ცამეტი კლუბი გაძლიერდა ახალი ფეხბურთელებით და რაც ვალენსიელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე შემაშფოთებელია, მათი უმრავლესობა ცხრილის ქვედა ნახევარშია ანუ ისინი „ღამურების” კონკურენტები არიან. ვაზუსტებთ:...
მეექვსედ მოსვლა ანუ ვოროს სიცოცხლე!
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” სალვადორ გონსალესი იგივე ვორო დაუბრუნდა. რაც კლუბს „მერიტონი” ფლობს ვოროს გუნდის ტალახიდან ამოსაყვანად უკვე მეექვსედ იწვევენ — საკმარისია მწვრთნელი მოხსნან, რომ მხსნელად მას ეძახიან. ჩვეულებრივ ვორო მუდამ კედელზე დაკიდებული ცეცხლის ჩამქრობის ფუნქციას ჩინებულად ართმევს თავს, თუმცა Superdeporte-ს მიაჩნია, რომ „ღამურების” ყოფილ ფეხბურთელს ახლა ყველაზე რთულ ამოცანასთან მოუწევს შეჭიდება. ამჯერად სპორტული პრობლემების გარდა...
გატუზო სახლში გაუშვეს
როგორც მოსალოდენელი იყო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო თანამდებობიდან გაათავისუფლა – კლუბმა განცხადება საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა. ბოლო 10 მატჩიდან „ვალენსიამ“ მხოლოდ 2 მოიგო, გამოეთიშა ესპანეთის თასის გათამაშებას, ნახევარფინალში დამარცხდა ესპანეთის სუპერთასზე. ესპანური ლა ლიგის გათამაშებაში „ღამურები“ 20 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. ვალენსიელთა...
ლარინმა მამარდას შოუ ჩაშალა
„ვალენსიას” ცოტა დააკლდა და მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველ შეხვედრას დაამთავრებდა გაშვებული გოლის გარეშე — გიორგი მამარდაშვილმა რამდენჯერმე ჩინებულად ითამაშა, მაგრამ კანადელმა თავდამსხმელმა კაილ ლარინმა „ვალიადოლიდის” შემადგენლობაში თავის პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა და მისდა ბედად ეს 90-ე წუთზე შეძლო. ზოგიერთმა წყარომ შეხვედრა ასე დაახასიათა: „ლარინმა ერთი კაცის შოუ ჩაშალა”. რეალურად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რასაკვირველია მამარდაშვილი იყო,...
გატუზო: თუ დაგღალეთ, მითხარით
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ვალიადოლიდს” სტუმრობს. გუნდი ცუდ პერიოდს გადის. ხუთშაბათს, სამეფო თასზე, შინ „ბილბაოსთან” 1:3 დამარცხება გულშემატკივარმა დიდ ფიასკოდ აღიქვა — „ღამურებმა” მიმდინარე სეზონში ჯილდოს მოგების შანსი დაკარგეს. მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, საახალწლოდ, ესპანეთში თამაშები განახლდა, „ვალენსიამ” შვიდიდან მხოლოდ ორი მოიგო. ორივე შეხვედრა სამეფო თასზე იყო, მესამელიგელ „ლა ნუსიასა” (3:0) და...
ვალენსიაში დიდი პროტესტი მზადდება
ავენიდა დე სუეციაზე დოლების ხმა გაისმება. „ვალენსიას” ფანებს მოთმინების ფიალა აევსოთ და კვლავ მობილიზაციას აცხადებენ. მზადდება ქუჩის აქციები პიტერ ლიმისა და „მერიტონ ჰოლდინგის” წინააღმდეგ. წინა სეზონში დემონსტრაციები ათეულობით ათასი ადამიანის მთავარი იარაღი იყო. ქომაგთა დაპირისპირებული ჯგუფები გაერთიანდნენ ასეთი ლოზუნგის გარშემო: „ვალენსიას ღირსებისათვის! ლიმ, წადი სახლში!”. 2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართა მასშტაბური მანიფესტაცია, რომელშიც 17 ათასმა...
გატუზო: უნდა გავიგო რის ეშინოდათ
„ბილბაოსთან” შინ, სამეფო თასის მეოთხედფინალში 1:3 წაგების შემდეგ, „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: რა მოუვიდა გუნდს? ბოდიშს ვუხდი „მესტალიაზე” მოსულ 45 000 გულშემატკივარს. ჩვენ შეშინებულები ვთამაშობდით, ხოლო როდესაც გუნდი შეშინებული თამაშობს, პასუხისმგებლობა მწვრთნელმა უნდა იკისროს. თუ თასის მეოთხედფინალში ასე თამაშობ, პირველი დამნაშავე მწვრთნელია. მთელი 96 წუთის განმავლობაში გუნდი წარმოუდგენლად შეშინებული იყო. ყველაფერს...
საკუთარ საჯარიმოში ბურთის ფლობა სისულელეა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბილბაოსთან” სამეფო თასის მეოთხედფინალში არეული და უთავბოლო იყო. აქედან შედეგიც: 1:3. თან შეხვედრა „მესტალიაზე” ჩატარდა. „მარკამ” მატჩი ერთ აბზაცში აღწერა განსაკუთრებით კარგად: „შავ-თეთრებს უნდოდათ თამაშის ბედი ბურთის ფლობით გადაეწყვიტათ, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებული არ გამოდგა. „ბილბაომ” პრესინგი მოუწყო და პირველივე მანევრების შესაძლებლობა შეუზღუდა, ისინი კი თავიანთი მწვრთნელის იდეებს ერთგულებდნენ — ცენტრალური მცველები...
ბრაზისა და თასის გემო
დღეს „ვალენსია” და „ბილბაო”, ჯენარო გატუზო და ერნესტო ვალვერდე სამეფო თასის ნახევარფინალში გასასვლელად შეებრძოლებიან ერთმანეთს, თუმცა AS წერს, რომ ფსონი უფრო დიდია. ორივე მწვრთნელს აქვს საათნახევარი (პლუს, თუ საჭირო იქნება დამატებითი დრო და პენალტები) თავისი პროექტის სერიოზულობის დასამტკიცებლად — გატუზომ „მესტალიაზე” უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება, ვალვერდემ კი „სან მამესზე”. ესპანური გაზეთი მართალია. ერთი შეხედვით ამ ერთმა...









