ჭდე: ვალენსია

Home ვალენსია
მამარდა — ვალენსიას ყველაზე საიმედო ფეხბურთელი
ჩანაწერი

მამარდა — ვალენსიას ყველაზე საიმედო ფეხბურთელი

AS: „გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” კვლავ საუკეთესო იყო. მან გუნდი ისევ იხსნა დიდი ანგარიშით წაგებისგან. პირველი ტაიმის მიწურულს მას ზედიზედ მოუწია თავისიანების გადარჩენა”. „მარკა”: „დუარტეს (ორჯერ თავურით) და მუნირს შეეძლოთ ანგარიში გაეხსნათ, მაგრამ ამ სამი ეპიზოდიდან ორში მამარდაშვილმა არ მისცა ამის საშუალება. ეჭვგარეშეა, რომ ის „ვალენსიას” ყველაზე საიმედო ფეხბურთელია”. plazadeportiva: „…შემდეგ „ხეტაფემ გამოიღვიძა. გასტონმა ფრთიდან ჩააწოდა,...

კანისარესი კრიტიკულად არის განწყობილი
ჩანაწერი

კანისარესი კრიტიკულად არის განწყობილი

„ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა Cadena COPE-ს გადაცემა „თამაშის დროში” კლუბში ჩატარებულ ცვლილებებზე ილაპარაკა — მოგეხსენებათ, „ღამურებს” ორი დღეა ახალი მწვრთნელი ჰყავთ — კანისარესის ყოფილი თანაგუნდელი რუბენ ბარახა. ბარახამ თანაშემწედ კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი კარლოს მარჩენა აიყვანა. ორიოდ წლის განმავლობაში კანისარესი მარჩენას თანაგუნდელიც იყო. ახლა, ცუდ დღეში ჩავარდნილ გუნდს ბარახა და მარჩენა ურთულესი ამოცანით მოევლინნენ...

ვორო პიპომ შეცვალა — მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს
ჩანაწერი

ვორო პიპომ შეცვალა — მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს

წილი ნაყარია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ახალი მწვრთნელი ჰყავს — 47 წლის რუბენ ბარახა. ის 2000-2010 წლებში „ღამურების” ცენტრალური ნახევარმცველი იყო. საოცარია, რომ ძალიან ცოტა ხნის წინ კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა და პრეზიდენტმა ლაიჰონ ჩანმა ჯენარო გატუზოს გაშვების შემდეგ მხსნელად დიდი ხმაურით მოიყვანეს ვორო, რომელსაც თითქოსდა სეზონის ბოლომდე დაუთმეს ასპარეზი, მაგრამ სინგაპურელებს თვალის დახამხამებაში შეეცვალათ გუნებ-განწყობა...

მამარდა არც ვარსკვლავი იყო და არც დამნაშავე
ჩანაწერი

მამარდა არც ვარსკვლავი იყო და არც დამნაშავე

„ვალენსიამ” ისევ წააგო, ამჯერად შინ, „ბილბაოსთან” — 1:2. ტრიბუნებზე პროტესტის გამო ცოტა ხალხი იჯდა. დღისით ქალაქში სინგაპურელი მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ აქცია მოეწყო, მაგრამ ჩვენი ინტერესის საგანს გიორგი მამარდაშვილის თამაში წარმოადგენს. მამარდაშვილზე ლაპარაკს იმით დავიწყებთ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მისი ბილბაოელი კოლეგა, ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი დაასახელეს. სიმონმა სხვათაგან გამორჩევა დაიმსახურა, მან შვიდი დარტყმა...

ვოროს ტაქტიკურმა ცვლილებებმა ვალენსიაში ვერაფერი გამოასწორა
ჩანაწერი

ვოროს ტაქტიკურმა ცვლილებებმა ვალენსიაში ვერაფერი გამოასწორა

„ვალენსიამ” მწვრთნელი შეცვალა, უკეთესობა კი არ ჩანს. ვორო ტვინს იჭყლეტს, რათა ლაბირინთიდან გამოსასვლელს მიაგნოს. „ვცდილობ გამოსავალი მუხლჩაუხრელ შრომაში ვიპოვო. კლუბი მენდო, მაგრამ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული”, — თქვა მან. ახალი მწვრთნელი მართალია, რადგან „ჟირონასთან” შეხვედრის წინ მას მაქსიმუმ ხუთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგან ოთხი კონკრეტული მატჩისთვის მომზადებას ან მის შემდეგ განტვირთვას ემსახურებოდა. ვოროს ახალ...

მამარდაშვილი იყიდებაო…
ჩანაწერი

მამარდაშვილი იყიდებაო…

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ვალენსია“ დატოვოს. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა, 22 წლის მეკარის გაყიდვით მინიმუმ 25 მილიონი ევროს მოგებას გეგმავს. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეკარით: „იუვენტუსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“ დაინტერესდნენ. გიორგის მოქმედი კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ღამურების” შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა,...

დაუჯერებელი მოგერიებები მამარდაშვილის ყოველდღიურობად იქცა
ჩანაწერი

დაუჯერებელი მოგერიებები მამარდაშვილის ყოველდღიურობად იქცა

„ვალენსიამ” ისევ წააგო. ამჯერად მას „ჟირონამ” აჯობა – 1:0. ვფიქრობთ, ის, რაც ერთ დროს გამორჩეულ კლუბში ხდება, ერთ აბზაცში ძალიან კარგად აღწერა superdeporte-მ და ჩვენ ამ აბზაცის თარგმანს გთავაზობთ: „ვალენსია” თავჩახრილი განაგრძობს სიარულს. „ჟირონასთან” დამსახურებულმა დამარცხებამ მას ჯოჯოხეთთა შორის უარესში გაუხანგრძლივა თავისუფალი ვარდნა. „ჟირონამ” ვოროს გუნდს ცხრილში გადაასწრო. პიტერ ლიმის გაპარტახებული კლუბი აღარაფერზე არ რეაგირებს....

ის, რაც სისტემაზე მნიშვნელოვანია
ჩანაწერი

ის, რაც სისტემაზე მნიშვნელოვანია

„ჟირონასთან” შეხვედრის წინ „ვალენსიას” ახალმა  მწვრთნელმა ვორომ პრეს-კონფერენციაზე ვრცლად ილაპარაკა მიმდინარე საკითხების შესახებ. გთავაზობთ ზოგიერთ კითხვასა და პასუხს, რომლებიც კონკრეტულად „ჟირონასთან” თამაშს კი არა, ზოგადად გუნდთან მუშაობას ეხება. რანაირად აპირებთ მეორე წრეში გუნდთან მუშაობას? მე ბევრჯერ ვმდგარვარ „ვალენსიას” სათავეში, მაგრამ ეს ყოველთვის ძალიან ცოტა ხნით ხდებოდა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანამდებობას შედარებით დიდხანს შემოვრჩი ჩეზარე პრანდელის...

ნერვები, ბოდიში და ორი თამაში
ჩანაწერი

ნერვები, ბოდიში და ორი თამაში

გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 32 წლის ბრაზილიელმა გაბრიელ პაულისტამ ბოდიში მოიხადა — ხუთშაბათს, „რეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მან თანამემამულის, ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ იუხეშა. „რეალმა” „ვალენსიას” 2:0 მოუგო. ანგარიში უკვე 2:0 იყო, როდესაც ვინისიუსმა მარცხენა ფრთიდან მორიგი გარღვევა წამოიწყო. ამ დღეს მადრიდელთა თავდამსხმელი იშტაზე იყო და „ღამურების” ისედაც პრობლემებით აღსავსე დაცვას ატერორებდა. პაულისტას ნერვებმა უმტყუნა და მოწინააღმდეგეს...

მოედანზე იყვნენ რეალი და მამარდაშვილი
ჩანაწერი

მოედანზე იყვნენ რეალი და მამარდაშვილი

მარკო ასენსიო 27 წლის არის და ბოლო 7 წელიწადია „რეალში” თამაშობს. თუკი ამ შესანიშნავ ფეხბურთელს რაიმე დამახასიათებელი ილეთი, გამორჩეული მოძრაობა აქვს, ეს საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის კარში ბურთის ლამაზი და მეკარისთვის ძნელად მისაწვდომი ტრაექტორიით შებზრიალებაა. და რა გააკეთა „ვალენსიას” დაცვამ „რეალთან” სტუმრად შეხვედრის 52-ე წუთზე? ასენსიო იმდენ ხანს დატოვა უმეთვალყურეოდ, სანამ პარტნიორმა ბურთი არ მიუგორა, მან...