ესპანეთში არ წყდება ლაპარაკი „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრის 85-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მასპინძელმა ფრანკ კესიემ სტუმარი ფრან პერესი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა ალბეროლა როხასმა კი პენალტი არ დანიშნა. „ღამურების” ბანაკი და გულშემატკივარი განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ ხაიმე ლატრემ, რომელსაც ამ შეხვედრაში VAR ებარა, ეპიზოდი არც კი განიხილა. ვალენსიურ მედია-საშუალებას superdeporte-ს თავად ფრან პერესის კომენტარი მოჰყავს....
ჭდე: ვალენსია
კანისარესი ბარახას წინააღმდეგ
„ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა, რომელიც რადიო COPE-ზე გადაცემა Tiempo de Juego-ს ანალიტიკოსია, „კამპ ნოუზე” 0:1 დამარცხების შემდეგ „ღამურების” თავკაცი, ყოფილი თანაგუნდელი რუბენ ბარახა გააკრიტიკა. „ბარსას” და „ვალენსიას” შეხვედრამ ესპანური პრესისა და ტელევიზიის საყოველთაო ყურადღება იმით მიიქცია, რომ მსაჯმა ბარსელონელი ფრანკ კესიეს მიერ ვალენსიელი ფრან პერესის წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნა და მეტიც, VAR-მა ეპიზოდი...
ხანდახან მამარდაც ცდება
ჯერ კიდევ როდინდელი მეკარეები ამბობდნენ, თუ გამოდიხარ ბურთს უნდა მიწვდე, თუ არა და იდექიო. მამარდა ვერ მიწვდა, რაფინიამ გაუტანა. ბუსკეტსმაც ზუსტად დაასვა რაფინიას თავზე, მაგრამ იმიტომაც არის ბუსკეტსი და იმიტომ ჰქვია იმ გუნდს „ბარსელონა”. მეორე მხრივ, თუკი ამ სეზონში „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილს რამე უნდა უთხრას, მადლობაა. ამ ერთი უზუსტობით ქვეყანა არ დაქცეულა. ისიც აღსანიშნავია, რომ...
ვალენსიას დიდი გამარჯვებები კამპ ნოუზე
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ბარსელონასთან”. ისტორიაში ეს გუნდები „კამპ ნოუზე” 87-ჯერ შეხვედრილან, აქედან 51 თამაში მასპინძლებს მოუგიათ, 23 ფრედ დამთავრებულა, ხოლო 13-ჯერ „ღამურებს” უზეიმიათ გამარჯვება. სხვა სიტყვებით, როდესაც „ვალენსია” ბარსელონაში მიემგზავრება, კარგს არაფერს ელის, მაგრამ ყოფილა ცალკეული ეპიზოდები, რომელთაც „ჩეები” დღემდე ამაყად იხსენებენ. ლაპარაკია იმ შეხვედრებზე, როდესაც საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ „ვალენსიას” „ბარსელონა” ნოკაუტში...
ლიმ, წადი სახლში!
ვალენსიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. „ღამურების” გულშემატკივრებს დიდი ხანია აღარ უნდათ, რომ მათი ქალაქის კლუბი სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის საკუთრება იყოს და დემონსტრაციები გააძლიერეს. მატჩების დღეს „მესტალიასთან” დაახლოებით 12 000 დემონსტრანტი იკრიბება. გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” გულშემატკივართა ნაწილმა პროტესტი მადრიდშიც გადაიტანა და ლა ლიგის ოფისთან გაშალა ბანერი წარწერით: „ლიმ, წადი სახლში!”. ფოტო, რომელზეც მადრიდული აქციაა ასახული...
ბარახა მესტალიას ფაქტორის აღდგენას იწყებს
„ვალენსიასა” და „რეალ სოსიედადის” თამაშის დაწყებამდე „მესტალიაზე” რომ ყოფილიყავით, საკუთარი თვალით ნახავდით რას ნიშნავს როდესაც მწვრთნელი ადგილობრივი ვარსკვლავია. რუბენ ბარახამ ფეხბურთის თამაშს თავი 2010 წლის 16 მაისს დაანება და მას მერე ამ სტადიონზე ფეხი აღარ დაუდგამს, ტრიბუნაზეც არ მჯდარა. 2019 წელს მან ლეგენდების მატჩშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო წამს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ბარახა...
კვირას მამარდა კამპ ნოუზე ჩავა
გიორგი მამარდაშვილის „ვალინსიას” შემდეგი თამაში 5 მარტს „კამპ ნოუზე” „ბარსელონასთან” უწევს. 23 ტურის მერე „ბარსა” 59 ქულით ლიდერობს ლა ლიგის ცხრილს, „ღამურები” კი 23 ქულით მე-18 ადგილზე არიან. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ბლაუგრანას” 7 ქულით ჩამორჩება „რეალი” და ჩავის წინაშე მკაფიო ამოცანაა — ეს სხვაობა უნდა შეინარჩუნოს, „ვალენსიას” კი სურს გასავარდნთა ზონას დააღწიოს...
მამარდას ვალენსიამ მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” როგორც იქნა მოიგო. „ღამურებმა” შინ დაამარცხეს მესამე ადგილზე” მყოფი „რეალ სოსიედადი” – 1:0. სტუმართა ნახევარმცველის იგორ სუბელდიას მიერ საკუთარ კარში შეგდებული გოლის შედეგად „ვალენსია” ბოლოსწინა ადგილიდან მეჩვიდმეტეზე გადავიდა, „რეალს სოსიედადს” კი პოზიცია არ შეუცვლია. „ჩეებმა” უწინდელზე უკეთ ითამაშეს და ეს ქართველი მეკარის დატვირთვაზეც აისახა. გიორგი აღარ იყო ის დაუფასებელი გმირი, რომელიც აქეთ-იქით...
გადარჩება თუ არა მამარდას ვალენსია გავარდნას?
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” დღეს „რეალ სოსიედადს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ახალი მწვრთნელის რუბენ ბარახას პირველი მატჩი „მესტალიაზე”. „ღამურების” მდგომარეობა მძიმეა. ისინი 22 ტურის შემდეგ ბოლოსწინა მე-19 ადგილზე არიან, „რეალ სოსიედადი” კი მესამეზეა. „ვალენსიას” მდგომარეობას ტრავმებიც ამძიმებს. ბასკებთან გუნდს ვერ დაეხმარებიან ხოსე გაია, ედინსონ კავანი, ნიკო და მარკოს ანდრე, მაგრამ სტატისტიკოსები ამბობენ, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი...
მამარდას ხელფასს უხდიან?
ორშაბათს „ხეტაფესთან” დამარცხების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ცხრილში მე-19 ადგილზეა და 1986 წლის შემდეგ პირველად პრიმერა დივიზიონიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას. ცნობილი ამბავია, რომ ამაში გულშემატკივრები კლუბის სინგაპურელ მეპატრონეს, პიტერ ლიმს ადანაშაულებენ. ორი კვირის წინ, „ბილბაოსთან” შეხვედრის პირველი ოცი წუთის განმავლობაში „მესტალიას” ტრიბუნები ფაქტობრივად ცარიელი იყო, რადგან ქომაგებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და სტადიონის გარეთ იდგნენ....









