გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ვალიადოლიდს” 2:1 მოუგო. ამ შეხვედრის გმირი გახლდათ ყმაწვილი, რომელიც ორ კვირაში 20 წლის გახდება. მას ჰქვია ხავი გერა და ლა ლიგაში სულ 55 წუთი აქვს ნათამაშები. სწორედ გერამ შეაგდო მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ დროში, მე-4 წუთზე ის გოლი, რომელმაც „ღამურებს” სამი ქულა მოუტანა და ვინ იცის სწორედ ამ სამმა ქულამ გადაარჩინოს...
ჭდე: ვალენსია
მამარდას ორი ეპიზოდი და ვალენსიას ერთი ქულა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ახლა 27 ქულა აქვს, იმდენივე, რამდენიც ბოლოსწინა „ალმერიას” და მეთვრამეტე ადგილზე მყოფ „ესპანიოლს”. თუმცა, ვალენსიელთათვის ცხრილი მაინც ადრინდელზე ლამაზად ჩანს, რადგან ბურთების სხვაობის გამო მათი გუნდი გასავარდნი ზონის გარეთ წერია. უფრო ზემოთ კი „ვალიადოლიდსა” და „კადისს” 28 ქულა აქვთ. ერთი სიტყვით ცხრილის ქვედა ნაწილში სიმჭიდროვეა. „ღამურების”...
მამარდა და კიდევ ოთხი ვალენსიელი
ესპანური პორტალი plazadeportiva წერს, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ლა ლიგის პირველობა გრძელდება და „ვალენსია”, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, უმაღლეს ეშელონში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. „ღამურების” ახალ მწვრთნელს რუბენ ბარახას ახლა, როგორც არასდროს ისე სჭირდება ჯანმრთელი, კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები. პორტალი წერს, რომ გუნდს ჰყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელსაც ტრავმის თუ სხვა...
ვალენსიას ფეხბურთელები გულშემატკივრებს აფინანსებენ
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამ ბრძოლისთვის აპრილი მნიშვნელოვანი თვეა — „ღამურები” უშუალო კონკურენტებს ხვდებიან. უშუალო კონკურენტებამდე, ორშაბათს, „ჩეები” „რაიო ვალეკანოს” მასპინძლობენ, მერე კი სტუმრად მიემგზავრებიან „ალმერიაში”, რომელსაც 26 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს, ისევე როგორც „ვალენსიას”. როგორც ყოველთვის პრინციპულ თამაშზე გუნდს ერთგული ქომაგები მიჰყვებიან. საყურადღებოა, რომ ბილეთები რვა წუთში გაიყიდა....
ბორდალასი: ვხედავდი საითაც მიდიოდა საქმე
ხოსე ბორდალასი ის მწვრთნელია, რომელიც გასულ სეზონში „ვალენსიას” ედგა სათავეში. სწორედ მან გაუხსნა გზა ტოპ-ფეხბურთისკენ ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, რომელიც მას მერე რეგულარულად იცავს „ჩეების” კარს. ესპანეთის ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბორდალასმა, რომელიც ამ ეტაპზე არსად მუშაობს, „ვალენსიაზე”, რომელიც მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ასე თქვა: „მართალია, კლუბში ცოტა ხანი დავყავი, მაგრამ ვხედავდი,...
ვალენსიელები: მამარდაშვილმა საქართველო წაგებისგან იხსნა
ესპანური პორტალი plazadeportiva „ვალენსიას” ფეხბურთელების სანაკრებო გამოსვლებს აფასებს: ესპანეთი ხოსე ლუის გაიამ ევრო 2024-ის მეორე შესარჩევ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა. ეს გახლდათ „ლა როხასთვის” და შესაბამისად პირადად გაიასთვის უიღბლო მატჩი შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან, რომელიც ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა — 2:0. უგო გილამონი და ნიკო გონსალესი კი ესპანეთისა და საფრანგეთის 21 წლამდელთა ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე 87-ე წუთზე შევიდნენ....
სუპერდეპორტე: კარგია, რომ მამარდაშვილი გვყავს
გიორგი მამარდაშვილის სეზონს ბრწყინვალეს ვერ უწოდებ, მაგრამ 22 წლის მეკარე 2022/23 წლების დასავიწყებელ ჩემპიონატში „ვალენსიას” ყველაზე საიმედო და სტაბილური მოთამაშე რომ არის, ფაქტია. აგვისტოს მერე „მესტალიას” გარშემო ბევრმა ფაქტორმა მოიყარა თავი, რომელთა შორის დადებითი ძალიან ცოტაა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გახლავთ. ის შეუცვლელი იყო ჯენარო გატუზოსთვის და ვორო გონსალესისთვის. ახლა რუბენ...
მხეცი ქართველი
„ვალენსიამ” მადრიდში „ატლეტიკოსთან” 0:3 წააგო და როგორც ვალენსიური superdeporte წერს, ეს იყო ახალი, მიმდინარე სეზონში რიგით მესამე მწვრთნელის რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველაზე ცუდი თამაში. საოცარი ის გახლდათ, რომ ხელების შლისა და საჯაროდ ნერვიულობის გარდა „ღამურებს” სახეირო არაფერი გაუკეთებიათ. როდესაც აგებდნენ, ბურთის წასართმევად მეტოქეს ჟინით არც კი ესხმოდნენ თავს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, გავლენიანი AS...
ვალენსიამ მოიგო, მამარდას საქმე არ ჰქონდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს და გუნდი უკვე მესამედ იცვლის იერსახეს. პირველი თავკაცი, ჯენარო გატუზო, ფეხბურთელებს ბურთის ფლობასა და ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს სთხოვდა, რის გამოც მეტოქეები სწრაფ კონტრშეტევებზე გადმოსვლას ახერხებდნენ. „ღამურების” დაცვა ასეთ ტაქტიკას ვერ უძლებდა და ქართველ მეკარეს ხშირად უწევდა კარის გადარჩენა. მეორე მწვრთნელი, ვორო, ისე ცოტა ხანს იყო, რომ ხეირიანად...
ვალენსიას მეორეხარისხოვანი თავდამსხმელი
რა პროცესები მიმდინარეობს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”? გუნდს ერთ სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს, რაც მესამე ტაქტიკას, მესამე მსოფლმხედველობას ნიშნავს. plazadeportiva ამჯერად რუბენ ბარახას იდეებსა და ჯასტინ კლუივერტის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. პატრიკ კლუივერტის ვაჟი ერთი ხნის წინ დაშავებული იყო და სწორედ მაშინ გამოჯანმრთელდა, როდესაც გუნდს სათავეში ბარახა ჩაუდგა. თითქოსდა მეტი რა გინდა, მითუფრო, რომ ბარახამ თავის პირველ...









