კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს „ვოლფსბურგიდან” გადავიდა და „ეტიჰედზე” მსოფლიო კლასის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ახლა მას შესაძლებლობა ეძლევა „ქალაქელებთან” ფაქტობრივად „საპენსიო” ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ არ ჩქარობს. 29 წლის ბელგიელისა და „სიტის” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა, კლუბის ბოსებს კი უნდათ, რომ დე ბრუინი მათთან 2025 წლამდე დარჩეს. ცხადია, კონტრაქტის ვადის ასეთ გახანგრძლივებას ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდაც...
ჭდე: დავიდ დე ხეა
დე ხეაზე გული ერევა
„ასტონ ვილასთან“ 2:1 მოგებული შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა მანკუნიანელთა მეკარე დავიდ დე ხეასთვის – მან „მანჩესტერის“ მაისური 327-ედ მოირგო. ეს საუკეთესო შედეგია არაბრიტანელ ფეხბურთელთა შორის. მანამდელი რეკორდი (326) როი კინს ეკუთვნოდა და 15 წელიწადი ვერავინ გაეკარა. როი კინს ეკუთვნის ყველაზე სკანდალური გამონათქვამი დე ხეას მისამართით: „ის ყველაზე უფრო გადაჭარბებულად შეფასებული მეკარეა. დე ხეაზე გული მერევა“. ბრიტანელების ჩათვლით...
ორმაგი ხელფასი საჩუქრად
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ბრუნო ფერნანდეშს ხელფასი გაუორმაგოს. არადა, მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამ წელზე იყო გათვლილი შემდგომ 12 თვით გახანგრძლივების ოფციით. ფერნანდეში აქამდე კვირაში 100 ათას გირვანქას იღებდა. ამდენივეს იღებენ მეორე მეკარე დინ ჰენდერსონი და მუდმივი სათადარიგო ჯესი ლინგარდი. ხელფასის გაორმაგებით 26 წლის პორტუგალიელი ცოტათი მაინც მიუახლოვდება პოლ პოგბას და დავიდ დე ხეას (შესაბამისად 300...
ესპანეთი ინგლისში გალანძღულმა მეკარემ გადაარჩინა
ერთა ლიგის შეხვედრის დამთავრების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, პრესკონფერენციაზე, ძირითადი ყურადღება მეკარეებზე გაამახვილა: შტუტგარტში, გერმანია ტიმო ვერნერის მიერ 51-ე წუთზე გატანილი გოლით „ლა როხას” 1:0-ს უგებდა, მაგრამ, როდესაც საქმე ყველას უკვე დამთავრებული ეგონა და 90+6(!) წუთი მიმდინარეობდა, ხოსე გაიამ ანგარიში გაქვითა. სულ ცოტა ხნის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარეს დავიდ დე ხეას უხეში...
რაღა ძვირი იყიდოს, მანჩესტერმა?
23 წლის ინგლისელმა მეკარემ დინ ჰენდერსონმა ოლე გუნარ სულშერს გადაჭრით უთხრა, ან ძირითადში მათამაშე ან გამყიდეო. ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” კარგა ხანია იჯარით ჰყავს გასხვისებული და მან, ბოლო ორი სეზონი, „შეფილდ იუნაიტედში” შესანიშნავად ჩაატარა. ჰენდერსონს „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნება და ესპანელი დავიდ დე ხეას თადარიგში ჯდომა არ უნდა. მის სასარგებლოდ მუშაობს დე ხეას უხეში შეცდომებიც. აქა-იქ უკვე...
კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...
შესვენებაზე ის უნდა მოეკლათ!
კარლო ანჩელოტიმ თამაშის დამთავრების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. მიზეზი: ის აღშფოთდა, რადგან „ევერტონს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის მიწურულს VAR-მა გამარჯვების გოლი არ ჩაუთვალა. მატჩი დასრულდა 1:1. არადა, რა გულით ზეიმობდნენ ლივერპულელები ჰარი მაგუაირის მიერ მსაჯის წამატებულ დროში საკუთარ კარში შეგდებულ გოლს. სიხარულისგან მთელი გუნდი ერთმანეთს დაახტა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, გოლი არ ჩაითვალა და ალბათ სწორადაც, რადგან...
ვან დაიკი: წლები და ფულები
ლივერპულის ნიდერლანდელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთეთლთა მარაქაში გაერევა. ახალი პირობებით, რომელიც 2024 წლამდე იქნება გათვალისწინებული და მხარეებს ერთმანეთთან ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ, 28 წლის ფეხბურთელი 50 მილიონ გირვანქას მიიღებს, კვირაში 150-ზე მეტს…თუმც სულ ეს არ არის, მსუყე ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული. ვან დაიკი, რომელიც დღესდღეობით...
შუა თითები
„მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ იტალიურ რესტორანში „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაინახა და ორივე ხელის შუა თითი აჩვენა. ეს ამბავი, ჩეშირში, ჰეილ ვილიჯში მოხდა და ჩასაფრებულმა ინგლისელმა პაპარაცებმა გადაიღეს. 29 წლის ესპანელი მეკარე და 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 2009-2011 წლებში, მადრიდის „ატლეტიკოში” თანაგუნდელები იყვნენ და დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ. დე ხეა და აგუერო...
მგონი, გამოკრა კარგ ხელფასს ხელი
„მანჩესტერ იუნაიტედმა” მეკარე დავიდ დე ხეასთან მოლაპარაკებები განაახლა. „ოლდ ტრეფორდზე” სწამთ, რომ მასთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ. აგერ უკვე ერთი წელიწადია კლუბი ესპანელს კვირაში 300 000 გირვანქას სთავაზობს, ის კი ჭირვეულობს, 350 000 მინდაო. და როგორც ჩანს, „იუნაიტედმა” სახსრები გამონახა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დე ხეას ხელფასი ჯერჯერობით კვირაში 200 000 გირვანქაა, გოლკიპერს შემოსავლის სერიოზული მატება ელის, მაგრამ...








