ჭდე: დავიდ დე ხეა

Home დავიდ დე ხეა
ჩანაწერი

დე ხეამ სულშერის გეგმები დახია

დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო შეთავაზებაზეც უარი უთხრა. ამით ესპანელმა მეკარემ კატეგორიულად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ინგლისური კლუბის შეფებს აიძულებს ამ ზაფხულსვე გააყიდინოს თავი. თავის მხრივ „იუნაიტედმაც” პრინციპულობა გამოამჟღავნა — არ უღირს დე ხეა კვირაში 350 000 გირვანქად და მორჩა. სწორედ ამ გასამრჯელოს ითხოვდა მეკარე, რომელსაც სასურველ ხელფასს „პარი სენ ჟერმენი” ჰპირდება. პარიზელებს ასეთი გეგმა...

ეს პრობლემური ესპანელები
ჩანაწერი

ეს პრობლემური ესპანელები

„მანჩესტერ იუნაიტედში” კონტრაქტებს ეროვნული ნიშნით აფორმებენო, წერს „სანი” და დასძენს, რომ ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მისია. კერძოდ, ინგლისელებმა, ეშლი იანგმა, კრის სმოლინგმა, ფილ ჯონსმა და ლუკ შოუმ, მიმდინარე სეზონის მსვლელობისას კლუბთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს, ხოლო ესპანელებს დავიდ დე ხეასა და ხუან მატას პირობებზე ჯერ არ შეთანხმებიან, ანდერ ერერას კი სულაც „პარი სენ ჟერმენში” უშვებენ. მას მერე,...

ზოგი აღარც კი ინდომებს
ჩანაწერი

ზოგი აღარც კი ინდომებს

ოლე გუნარ სულშერმა ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ თავის ფეხბურთელებს შეუტია, მონდომება დააკლესო. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” შეჯიბრებას მეოთხედფინალში გამოეთიშა. შინ, „ოლდ ტრეფორდზე”, 0:1 წააგო, ხოლო სტუმრად, „კამპ ნოუზე” — 0:3. მეორე შეხვედრაში მანკუნიანელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ შეაგდო, ერთი კი ფილიპე კოუტინიუმ. ეს გახლდათ ინგლისური გუნდის მეხუთე დამარცხება ბოლო შვიდ შეხვედრაში, რამაც სულშერი...

პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა
ჩანაწერი

პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა

გარი ნევილი ბარსელონაში პოლ პოგბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, ფრანგი ისევ ისე თამაშობს ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს რომ თამაშობდაო. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” „იუნაიტედს” 3:0 მოუგო, რასაც ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე” მოგებული 1:0 დაემატა და ორი მეოთხედფინალური მატჩის ჯამში 4:0 გამოვიდა. „კამპ ნოუზე” მანჩესტერელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ხოლო მესამე ფილიპე კოუტინიუმ. მესის...

გოლი – ფილოსოფია!
ჩანაწერი

გოლი – ფილოსოფია!

„ბარსელონამ” „ოლდ ტრეფორდზე” კომფორტულად მოიგო. მართალია, მისი შესრულებით უკეთესი თამაშებიც გვინახავს, მაგრამ ფაქტია, გუნდმა ნახევარფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან დამახასიათებელი გოლი გაიტანა — ამ გოლში „ბლაუგრანას” მთელი ფილოსოფია ჩანს. კერძოდ, გოლში, რომელიც ბედის ირონიით მანჩესტერელთა მეკარის დავიდ დე ხეას კარში მისმა თანაგუნდელმა ლუკ შოუმ შეაგდო, „ბარსას” თერთმეტივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა....

ვინ აძვირებს კურტუას?
ჩანაწერი

ვინ აძვირებს კურტუას?

ბელგიელი ტიბო კურტუა „ჩელსიდან” „რეალში” გადასვლის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ბოლო დროს მოხშირდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა. სავარაუდოდ, არც მადრიდელები დაახევენ კალთებს 26 წლის მეკარეს გინდა თუ არა დარჩიო, თუმცა 2018 წლის მუნდიალის „ოქროს ხელთათმანის” მფლობელის გაყიდვას მაქსიმალურად ძვირად შეეცდებიან. რამდენადაც ცნობილია, აქამდე ერთადერთი კლუბი, რომელიც ბელგიელის ყიდვის სურვილს...

კურტუას მანჩესტერში არ უნდა
ჩანაწერი

კურტუას მანჩესტერში არ უნდა

ტიბო კურტუას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შესთავაზეს, შენ ნაცვლად კი „რეალში” დავიდ დე ხეა ითამაშებსო, მაგრამ ბელგიელმა უარი თქვა. ინგლისური პრესა წერს, რომ ასეთი მოლაპარაკებები „რეალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის სულ ახლახან შედგა, მაგრამ 26 წლის გოლკიპერმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა ამჯობინა. და მაინც, თუ კურტუას მადრიდში დარჩენა განწირული იდეაა, მაშინ მას პრემიერლიგაში დაბრუნებას „პარი სენ ჟერმენში”...

ეღირსება კეპას მეორე კეპი?
ჩანაწერი

ეღირსება კეპას მეორე კეპი?

„ჩელსიმ” ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა ამ ზაფხულს გოლკიპერთათვის სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ იყიდა. 23 წლის კარის მცველი პრემიერლიგაში იოლად გადავიდა, სკანდალური წინაისტორიები არ ჰქონია. სეზონიც კარგად დაეწყო — დასავლეთ ლონდონელებს პირველ ოთხ ტურში თამაში არ წაუგიათ. და ახლა, როდესაც ევროპული ფეხბურთის კარს სანაკრებო კვირამ მოუკაკუნა, კეპას „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარესთან, ცნობილ დავიდ დე ხეასთან უწევს...

კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი
ჩანაწერი

კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი

ამბობენ, რომ კვირას, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ესპანელების კარს დავიდ დე ხეა აღარ დაიცავს. მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის ბილბაოელი კეპა არისაბალაგა ჩადგებაო. დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერია, მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს უწოდებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მიმდინარე მონდიალზე, სამ შეხვედრაში კარში სულ ექვსჯერ დაურტყეს და ხუთი გოლი გაუშვა. ასეთი...

ზიდანის გადადგომის მიზეზი
ჩანაწერი

ზიდანის გადადგომის მიზეზი

ზინედინ ზიდანი „რეალიდან” იმიტომ წავიდა, რომ ფლორენტინო პერესთან ედენ აზარისა და დავიდ დე ხეას ყიდვაზე ვერ შეთანხმდა — წერს „სანი”, ინფორმაციას კი აწერია „ექსკლუზივი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ამბავი მხოლოდ მან გაიგო და ახლა სხვები მისგან თუ გადაწერენ. წყარომ, რომელმაც ინგლისურ გამოცემას ეს ინფორმაცია მიაწოდა თქვა, რომ ზიდანის გადადგომის წინა დღეს მწვრთნელს და კლუბის...