„ასტონ ვილასთან“ 2:1 მოგებული შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა მანკუნიანელთა მეკარე დავიდ დე ხეასთვის – მან „მანჩესტერის“ მაისური 327-ედ მოირგო. ეს საუკეთესო შედეგია არაბრიტანელ ფეხბურთელთა შორის.მანამდელი რეკორდი (326) როი კინს ეკუთვნოდა და 15 წელიწადი ვერავინ გაეკარა. როი კინს ეკუთვნის ყველაზე სკანდალური გამონათქვამი დე ხეას მისამართით:
„ის ყველაზე უფრო გადაჭარბებულად შეფასებული მეკარეა. დე ხეაზე გული მერევა“. ბრიტანელების ჩათვლით კი დე ხეა „მანჩესტერში“ მეხუთეა. მასზე წინ რაიან გიგზი (632), პოლ სქოულზი (499), გარი ნევილი (400) და უეინ რუნი (393) არიან.
კიდევ ერთი: „ასტონ ვილასთან“ ერთი გოლი ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანა. 26 წლის პორტუგალიელს „მანჩესტერის“ რიგებში პირველ 30 შეხვედრაში 19 გოლი და 14 შედეგიანი პასი დაუგროვდა.
მასზე უკეთესი სტარტი მხოლოდ ენდი კოულს ჰქონდა, რომელმაც სადებიუტო 30 მატჩში გოლი+პასი სისტემით 37 ქულა მიითვალა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
