მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა გარეთ ბეილთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. 30 წლის უელსელს გუნდის დატოვება უკვე ამ ზაფხულს შეეძლება. „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ ბეილის სათამაშო დრო კიდევ უფრო შეიზღუდა. ამასთან, ფრანგს და უელსელს უკვე რა ხანია ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. თუმცა, ბეილი მზად არის, მისი საკონტრაქტო ვალდებულებები ბოლომდე ამოწუროს, რომელიც 2022 წლის 30...
ჭდე: გარეთ ბეილი
ნუ უსტვენთ!
მადრიდის „რეალის“ შემტევი გარეთ ბეილი გულშემატკივრებზე ნაწყენია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ესპანური გრანდის ფანები უელსელის ბურთის მიღებას სტვენით ხვდებოდნენ. ბეილს სწორედ ეს უკვირს. „ყველა მატჩის დროს დიდი ზეწოლა გვაქვს. თუ საუკეთესო თამაშს არ აჩვენებ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ. როდესაც კარგად ვერ ვთამაშობდი, 80 ათასი კაცი მისტვენდა. ეს კარგი ნამდვილად არ არის და მსგავსი რამ ხშირად...
რივალდომ ბეილი ჯორდებთან გაუშვა
ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი რივალდო, უელსელი გარეთ ბეილის მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო წასვლას გამოეხმაურა. „გავრცელდა ხმები, რომ ბეილით MLS-ის კლუბები არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, უელსელ ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს იმის პოტენციალი, რომ საკუთარი თავი ევროპაში წარმოაჩინოს. 30 წლის არის, ამერიკაში წასვლა არ უნდა იჩქაროს. ასევე ვფიქრობ, რომ მისი კარიერა „რეალში“ თითქმის დასრულებულია და სათამაშო წუთები...
რეალი ბერნაბეუდან გავიდა
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პრიმერას განახლების შემდეგ საშინაო მატჩები არა მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართოს. ეს კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. გადაწყდა ისიც, რომ აბონემენტების მფლობელი ქომაგები დარჩენილი 6 საშინაო მატჩზე ვერ დაშვებითვის ფულად კომპენსაციას მიიღებენ. თუ „რეალმა“ საშინაო 1:2-ს მერე ჩემპიონთა ლიგაში „სიტის“ ბარიერი დაძლია, ერთი...
უელსის ყველაფერი
ევრო 2020-ის გათამაშებაში გიგზის გეგმა მარტივია, მოედანზე ბეილთან ერთად კიდევ 10 სხვა ფეხბურთელი უნდა გაიყვანოს. ეს ფორმულა აქამდე წარმატებით მუშაობდა და, მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ვარსკვლავს კლუბში ხშირი სათამაშო დრო არ ეძლევა, მწვრთნელი ნაცადი ტაქტიკის შეცვლას არც ახლა აპირებს „ის როცა ჩვენთან არის, ყველა შეხვედრაში თამაშობს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ვერ გეტყვით მომავალში რა მოხდება, მაგრამ...
ტყუილი ბაზარია, რა დროს აზარია
ზინედინ ზიდანს პრობლემად ბოლო ორ ტურში დაკარგული 5 ქულა არ ჰყოფნიდა და ლევანტესთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ ედენ აზარიც მოისაკლისა. ერთ-ორ მატჩს ვინ ჩივის, როცა საუბარი სამთვიან უქმობაზეა. აზარს წვივის ძვალი აქვს გაბზარული. შესაძლო იყო კონსერვატიული მკურნალობა და ორთვიანი გრაფიკი, მაგრამ აზარის აზრი ოპერაციისკენ იხრება. არადა, აზარმა „რეალის“ 20 მატჩი უკვე გამოტოვა – იმდენივე, რამდენიც...
დიდი ჩინური საფეხბურთო კედელი
როგორც ჩანს, ჩინეთმა დაკარგა იდეალური წინასაპენსიო ქვეყნის სტატუსი, რაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ასე იზიდავდა. ჩინურმა კლუბებმა უცხოელებს ფანტასტიური პირობები შესთავაზეს და ამ რბოლაში მათი უმეტესობა წამგებიანი გახდა. ჩინეთის საფეხბურთო ასოციაცია იძულებული იყო, გადამჭრელი ზომები მიეღო. აბა რა ექნათ, როცა „ზენიტიდან“ 55,8 მილიონ ევროდ წაყვანილ ჰალკს ხელფასად 22,5 მილიონი დაუთქვეს, „ჩელსიდან“ 60 მილიონად ნაყიდ ოსკარს კი...
უელსი, გოლფი, რეალი
არ არის გამორიცხული, რომ იანვარში გარეთ ბეილი „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდეს. თუ ეს ტრანსფერი საახალწლოდ არ განხორციელდება, ზაფხულს ნამდვილად აღარ გადასცილდებაო, ამბობენ „რეალის” ბანაკში. გასული ზაფხულის ამბავი კი კარგად გეხსომებათ: უელსელი ჩინურ „ჯუანგსუ სუნინგში” გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იდგა, ხელფასის ამბავიც გარკვეული ჰქონდა — კვირაში(!) მილიონი გირვანქა უნდა აეღო — მაგრამ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე წუთებით ადრე...
როდრიგო, როდრიგო, როდრიგო
ბრაზილიაში მას „ო რაიოს” ანუ ელვას ეძახიან. და მართლაც, 18 წლის როდრიგო გოეშმა გუშინ სამშობლოდან შორს, ესპანეთის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ ელვაა — ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „რეალმა” სტამბოლელებს 6:0 მოუგო. მერედა, როგორი ჰეთ-თრიქი იყო არ იკითხავთ? როდრიგომ ერთი გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთი მარჯვენათი და ერთიც თავურით. ამრიგად, ბრაზილიელი „რეალის” ისტორიაში გახდა...
აბა, რესტორანში მნახე, ვინა ვარ
კრის კოულმენი ხომ გახსოვთ? ყოფილი უელსელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 2012-17 წლებში უელსის ნაკრებსაც კი ედგა სათავეში. დღეს დიდი ფულის საშოვნელად ჩინეთშია გადახვეწილი და „ჰებეი ჩაინა ფორჩუნ ფუტბოლ კლაბს” წვრთნის. სწორედ ამ კოულმენმა აიმაღლა ხმა თანამემამულის, გარეთ ბეილის დასაცავად. საქმე ის არის, რომ ბეილზე ხშირად ქილიკობენ, ექვსი წელია „რეალში” თამაშობს და ესპანური ვერა და ვერ ისწავლაო....









