უბედურებას არაფერი მოასწავებდა. კაფუს უფროსი ვაჟი დანილო ფელისიანო დე მორასუ მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. გამოძახებულმა სასწრაფომ 29 წლის ახალგაზრდა ჰოსპიტალში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. დიაგნოზი: გულის შეტევა. თავად კაფუ 49 წლისაა. 1994 და 2002 წლებში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რამდენიმე სეზონი კახა კალაძის მხარდამხარ „მილანის“ დაცვის...
ჭდე: ბრაზილიის ნაკრები
წითელი ფინალში
გაბრიელ ჟესუსი მძვინვარებდა და ტიროდა — ის „კოპა ამერიკას” ფინალში გააგდეს. ბრაზილიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა ამავე შეხვედრაში საგოლე პასი გადააწოდა და გოლიც გაიტანა. თამაშის მე-15 წუთზე მან „გრემიოს” ფორვარდ ევერტონს გაუწია ასისტენტობა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს, უფრო სწორად, მსაჯის წამატებულ დროში, პერუელთა მიერ ანგარიშის გათანაბრებიდან ოთხი წუთის შემდეგ, ჩემპიონატის მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა...
არა, დანი. არჩევანი ბარსასია!
დანი ალვეშმა „პარი სენ ჟერმენი” დატოვა და თურმე „ბარსელონაში” დაბრუნებაზე ოცნებობს. თავის მხრივ, „ბარსა” 36 წლის ბრაზილიელის მიღებას არც კი განიხილავს. კატალონიურ ენაზე მაუწყებელი კერძო რადიოსადგური RAC 1 ამბობს, რომ ალვეში უკვე მთელი თვეა „კამ ნოუს” კაბინეტებში რეკავს და ესპანეთის ჩემპიონს თავს სთავაზობს. „ბლაუგრანას” მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ალვეშის პოზიციაზე ორი მოთამაშე ჰყავს — ადგილობრივი სერხი რობერტო და...
ბავშვობიდან მატყუარა
მესისა და რონალდუს გავარდნის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ნეიმარი მოექცა. ეს მისი კარგი თამაშის გადა თეატრალური კოტრიალისა და ტყუილი წაქცევების დამსახურებაც არის. საინტერესოა, რომ ჟურნალისტებმა ამოქექეს 2012 წლის ამბავი, როდესაც ნეი ჯერ კიდევ „სანტოსში” თამაშობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი ტიტე „კორინთიანსს” წვრთნიდა. „სანტოსისა” და „კორინთიანსის” მაშინდელი თამაში „კორინთიანსის” გამარჯვებით, 3:2 დამთავრდა, მეტოქის...
დროა ნეიმარმა ტვინში ჩიპი შეცვალოს
დიეგო მარადონა ამბობს, რომ დროა ნეიმარმა გონს მოუხმოს და მოედანზე ყალბ კოტრიალს თავი დაანებოს — ბრაზილიელთა მეათე ნომერმა მექსიკასთან შეხვედრაში გოლი გაიტანა, „სელესაომ” 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც პარასკევს, 6 ივლისს, 22 საათზე, ბელგიას შეხვდება. მექსიკასთან თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა ზედმეტად თეატრალურად იკოტრიალა, რითაც მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. 57 წლის მარადონამ ესპანურ „მარკასთან” ინტერვიუში...
ყვითელი ბარათი მატრასს!
ბრაზილიისა და სერბეთის თამაში ცხრა წუთის დაწყებული იყო, როდესაც „სელესაოსა” და „რეალის” მარცხენა მცველი მარსელო გაჭირვებით გავიდა მოედნიდან. მას სახე ტკივილისგან ჰქონდა შეწუხებული. ბრაზილიელთა გასახარად შეხვედრა 2:0 დასრულდა, მარსელომ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება. „ღვთის მადლით ცუდი არაფერია. უმოკლეს დროში მოედანზე ვიქნები”, — თქვა 30 წლის ვარსკვლავმა. მერვედფინალში ბრაზილია მექსიკას...
ნეიმარი სტრესის პირას
იცით, როგორ დატოვა ნეიმარმა სანკტ პეტერბურგის სტადიონი? თავზე ჩამოფხატული ქუდით — გეგონება ვერავინ იცნობდა — და საოცრად გაღიზიანებულმა. სტრესის პირას მყოფს ჰგავდა. დაახლოებით ასმეტრიანი მიქს-ზონა, სადაც ჟურნალისტები ფეხბურთელებს ხვდებიან, ბრაზილიელმა უსაინ ბოლტივით ჩაირბინა. სტადიონის ამ ზონაში 400 ჟურნალისტი იყო თავმოყრილი. ნეი ერთსაც კი არ გაუჩერდა. „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი პირველი თამაშის შემდეგ ბრაზილიური მას-მედიის კრიტიკამ...
ნადირობა ნეიმარზე
მაშ ასე, მსოფლიოს ჩემპიონატში ბრაზილიაც ჩაერთო. მონდიალების მუდმივმა ფავორიტმა როსტოვში შვეიცარიასთან 1:1 ითამაშა, ესპანური „მარკა” კი ამბობს, რომ შვეიცარიელებს ნეიმარზე აშკარა ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული: მის წინააღმდეგ ათჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. ესპანელ ჟურნალისტებს სწამთ, რომ თუკი ნაოპერაციები ნეიმარი მატჩის წინ კვლავ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული, მატჩის შემდეგ მის ექიმებს უეჭველად ბევრი საქმე გამოუჩნდებოდათ. „მარკა” იხსენებს, რომ...
ტიტემ ბრაზილია შეცვალა
მარსელომ თქვა, რომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 დამარცხების შემდეგ „სელესაო” მთლიანად გარდაქმნა. „ტიტემ გუნდი ძირეულად შეცვალა. ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია და ჩვენ მისი მეთოდები კარგად გვესმის”, — თქვა მარცხენა მცველმა პრეს-კონფერენციაზე. მარსელო დღეს, როსტოვში, 22 საათზე, შვეიცარიასთან შეხვედრაში გუნდს უკაპიტნებს. მან თქვა: „რასაკვირველია, ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობა ძალიან მახარებს....
ნეიმარს გერმანელებზე შურისძიება სწყურია
ერთი წლის წინ ნეიმარის სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენმა” „ბარსელონას” 222 მილიონი ევრო გადაუხადა. დღეს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად რუსეთში ჩასულმა ვარსკვლავმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი დიდი თანხა ცოტა ეუხერხულება. „სატრანსფერო თანხით ნამდვილად არ ვამაყობ. არც იმით, რომ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მქვია. ეს მხოლოდ ფულია და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ამას ვერაფერს მოვუხერხებ. პირადად მე...









