კონმებოლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, კოპა ამერიკა 2021-ის საუკეთესო ფეხბურთელად ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაასახელა, არგენტინელი ლეო მესი და ბრაზილიელი ნეიმარი. რიო დე ჟანეიროს დროით შაბათ საღამოს, 10 ივლისს, საქართველოს დროით კვირას, გამთენიისას, „მარაკანაზე” არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიისას 1:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა. კონმებოლს კი ნეიმარსა მესის შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ორივე დაასახელა. კონმებოლმა...
ჭდე: ბრაზილიის ნაკრები
არგენტინა 28 წლის შემდეგ!
მსოფლიო ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელმა 34 წლის ლეო მესიმ კარიერაში პირველი დიდი სანაკრებო ჯილდო მოიპოვა: არგენტინამ რიო დე ჟანეიროში, ლეგენდარულ „მარაკანაზე”, ბრაზილიის ნაკრებს 1:0 მოუგო და კოპა ამერიკას ჩემპიონი გახდა. აქამდე მესი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონობისა და 2008 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის ამარა იყო. ფინალში ერთადერთი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა. ის მიმდინარე ტურნირზე მეორედ იყო სასტარტო...
ჩილავერტი: მსაჯი ბრაზილიას მიემხრობა
პარაგვაის ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა კონტინენტის ფეხბურთის ასოციაციას, კონმებოლს კბილი გაჰკრა და თქვა, რომ „კოპა ამერიკას” ფინალის არბიტრი, ურუგვაელი ესტებან ოსტოიჩი არგენტინის წინააღმდეგ ანუ ბრაზილიის სასარგებლოდ იმსაჯებს. ჩილავერტი ამბობს, რომ ლეო მესის ერთბაშად ორი მეტოქის დამარცხება მოუწევს, ბრაზილიის ნაკრების და კონმებოლის. ფინალი რიოში, „მარაკანაზე”, თბილისის დროით 11 ივლისის გამთენიის 4 საათზე დაიწყება....
გვირგვინი სუარესმაც დაიდგა
ლუის სუარესს covid 19 აღმოაჩნდა, რის გამოც ის ხვალ, ბრაზილიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვერ ითამაშებს. გულშემატკივრისთვის, ალბათ, ურუგვაისა და ბრაზილიის შეხვედრაზე არანაკლებ საინტერესოა ესპანეთის ჩემპიონატის შაბათის თამაში სუარესის ახლანდელ და ძველ გუნდებს, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” შორის, რომელშიც თავდამსხმელი აგრეთვე ვერ მიიღებს მონაწილეობას. ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაკრების ორ წევრს, სუარესსა და...
ხსოვნა მუზეუმში
ფეისბუქზე არსებობს ჩვენი სიამაყის, ვიტალი დარასელიას გვერდი, რომელსაც მისი ქალიშვილი კრისტინა უძღვება. ჰოდა, ამ რამდენიმე დღის წინ გვერდმა, ანუ კრისტინამ ერთობ მოულოდნელი შინაარსის შეტყობინება მიიღო. ვინმე ანიბალ მარტინესმა გამოგზავნა ვიტალი დარასელიას მსოფლიო 1982 წლის ჩემპიონატის დროინდელი სათამაშო მაისურის ფოტოსურათი და აი, რა ისტორია მოაყოლა. მოგეხსენებათ, იმ დაუვიწყარი ტურნირის თავის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ზე-გუნდად...
ვილიანი სუპერმენი არ არის
ასაკი? კი ბატონო, 32 წლისაა, მაგრამ ამბიცია არ მოჰკლებია. და მას არ აქვს იმ ხალხთან კამათის დრო, რომელსაც მიაჩნია, რომ მან „ჩელსიდან” „არსენალში” გადასვლით ნაბიჯი უკან გადადგა. რატომ? იმიტომ, რომ ვილიანმა იცის რისთვისაც მივიდა „ემირეიტ სთედიუმზე”. თავიდანვე, როდესაც „არსენალის” თავკაც მიკელ არტეტას შეხვდა და ელაპარაკა, გაირკვა, რომ ორივეს ერთნაირი, დიდი ამბიცია ჰქონია — ჩემპიონთა ლიგაში...
დროსტარების მხეცები და ნადირები
ბრაზილიელი ზე რობერტო, რომელმაც ევროპელ გულშემატკივარს თავი „რეალში”, „ლევერკუზენში”, „ბაიერნსა” და „ჰამბურგში” თამაშით დაამახსოვრა, ახლა 46 წლისაა და TyC SPORTS-თან ინტერვიუში იმ ვარსკვლავებს იხსენებს, ვისთან ერთადაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში უბურთავია. სელესაოსთან ერთად ზე რობერტო მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა, მაგრამ ორჯერ (1997, 1999) კოპა ამერიკა და ორჯერაც (1997,2005) ფიფას კონფედერაციათა თასი მოიგო. ჟურნალმა „კიკერმა” ის სეზონის...
რობერტო კარლოსი: ჩემი რონალდო შეუდარებელი იყო
ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ლეგენდა რობერტო კარლოსი ამბობს, რომ მის თანამემამულე რონალდოს — ლუის ნაზარიო დე ლიმას — ვერც ლეო მესი შეედრება და ვერ კრიშტიანუ რონალდუ. კარიერის განმავლობაში, კარლოსი ფენომენ რონალდოსთან ერთად ეროვნულ გუნდშიც თამაშობდა და კლუბშიც. მათ ერთად უდიდესი სანაკრებო და საკლუბო ჯილდოები მოიპოვეს — გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთ ტიტულს...
… მერე, შემწვარ ღორსაც მადიანად შეექცევიან
სამხრეთ ამერიკაში, ისევე, როგორც ყველგან, კორონავირუსის გამო ფეხბურთი თითქმის დაკეტილია. მაგრამ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი თამაშს ისევ აგრძელებს. რონალდინიომ, რომლის ბოლო პროფესიონალური მატჩი „ფლუმინენსეში“ 2015 წლით თარიღდება, გასულ უქმეებზე ხუთი ბურთი გაიტანა და ექვსიც საგოლედ უპასა… ეს ამბავი პარაგვაის ციხეში მოხდა და საკმაოდ დაიწერა კიდეც, მაგრამ ახლა აქამდე უცნობ ამბებზე გეტყვით. პარაგვაული გაზეთის, La Nación-ის ცნობით,...
არტური არ დაშავდება
23 წლის ბრაზილიელი არტურ მელო სინგაპურს გაემგზავრა, სადაც სელესაოს შემადგენლობაში სენეგალისა და ნიგერიის ნაკრებებს უნდა ეთამაშოს. არტური, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” ფეხბურთელია, რომელმაც სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ თანდათან ფორმაში ჩადგა და უკვე ორი გოლიც შეაგდო. ესპანეთის ჩემპიონს კარგად ათამაშებული ფეხბურთელის ნაკრებში გაშვება არ უნდოდა, მაგრამ თავად ნახევარმცველმა ასე თქვა: „ბარსელონელების კარგად მესმის, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის,...









