ჭდე: ბრაზილიის ნაკრები

Home ბრაზილიის ნაკრები
კოუტინიუ ენფილდზე ბრუნდება
ჩანაწერი

კოუტინიუ ენფილდზე ბრუნდება

ფილიპე კოუტინიუ „ბარსელონაში” გადასვლიდან ექვს თვეში „ენფილდ როუდზე” დაბრუნდება. „ბლაუგრანას” ვარსკვლავი ბრაზილიის ნაკრების წევრია და ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთს გაემგზავრება. ჩემპიონატამდე კი ბრაზილიელებს ამხანაგური შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. გადაწყდა, რომ მონდიალის პირველ თამაშამდე ორი კვირით ადრე „სელესაო” ხორვატებს შეხვდება. ეს მატჩი „ენფილდზე” გაიმართება, სარბიელზე სადაც კოუტინიუმ ხუთი დაუვიწყარი წელიწადი გაატარა — 2013-18 წლებში ის „ლივერპულში” თამაშობდა....

ბრაზილია და მსოფლიო
ჩანაწერი

ბრაზილია და მსოფლიო

დიდი სადილის მაგიდა; სპორტული წიგნი, ბესტსელერი — შთაგონების წყარო და სამბა… აი, ჯერჯერობით ეს არის ბრაზილიის ნაკრების საიდუმლო იარაღი, რომლის მეშვეობითაც ხუთგზის ჩემპიონი ზაფხულისთვის ემზადება. სელესაო მოსკოვშია, შეკრებაზე. აქ ის ორი ამხანაგური თამაშისთვის ემზადება: პარასკევს, 23 მარტს რუსეთს ხვდება, სამშაბათს, 27 მარტს კი ბერლინში გერმანიას. ფაქტია, გუნდი შესანიშნავ განწყობაზეა. მაგიდასთან ყველანი ერთად სხედან, დაჯგუფებები არ...

თერთმეტი ბრაზილიელი
ჩანაწერი

თერთმეტი ბრაზილიელი

რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ ოთხი თვეა, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელ ტიტეს უკვე შეუძლია ზუსტად დაასახელოს თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობა. UOL Esportes-თვის მიცემულ ინტერვიუში ტიტემ ის თერთმეტი კაცი ჩამოთვალა, რომელიც E ჯგუფის პირველ შეხვედრაში, შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს: ალისონი; მარსელო, მირანდა, მარკინიოსი, დანი ალვეში; პაულინიო, რენატო აუგუსტო, კაზემირო; ნეიმარი, კოუტინიუ, გაბრიელ ჟესუსი. ჩამოთვლილთა გარდა ტიტემ ის...