ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
ახალი წითელი ეშმაკი
ჩანაწერი

ახალი წითელი ეშმაკი

მომავალ კვირაში აიაქსელი დონი ვან დე ბეკი მანჩესტერში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „იუნაიტედთან“ კონტრაქტს გააფორმებს. მოარული ხმები ვან დე ბეკს რონალდ კუმანთან და „ბარსელონასთან“ კი აკავშირებდა, მაგრამ 23 წლის ნახევარმცველმა „მანჩესტერის“ ვარიანტი თანაგუნდელებს პირადად გაუმხილა. ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 50-60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

მესიმ ტესტიც იუარა
ჩანაწერი

მესიმ ტესტიც იუარა

აქამდე გავრცელებული ხმები, რომ ლეო მესის „ბარსელონას“ დატოვებდა, შოკისმომგვრელი იყო კლუბის გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ვარსკვალის კლუბში დარჩენის მცირე იმედს მაინც იტოვებდნენ. თუმცა, დღეს არგენიტინელი ფეხბურთელი კორონავირუსის ტესტირებაზე არ გამოცხადდა, რითაც ქომაგი კიდევ უფრო პესიმისტურად განაწყო. „ბარსელონას“ კაპიტანს შემოწმება უნდა გაევლო, მაგრამ ამაოდ ელოდნენ… გავრცელდა ცნობა, რომ მესიმ „ბარსელონას“ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, სადაც არგენტინელი გარკვევით ამბობს, რომ...

ლივერპულური გამბიტი
ჩანაწერი

ლივერპულური გამბიტი

დიდი შანსია, ინგლისური პრემიერლიგის წლევანდელი ტრიუმფატორი ჟორჟინიო ვეინალდუმს შეელიოს. ფეხბურთელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, გაგრძელებასთან დაკავშირებით კი გარკვეული პრობლემები შეიქმნა. იმავდროულად აღმოჩნდა, რომ ვეინალდუმი „ბარსელონაში“ ახლახანს დანიშნული რონალდ კუმანის ნომერ პირველი სამიზნეა. მათ ნიდერლანდების ნაკრებში თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ბუნებრივია, „ლივერპულს“ უჯობს ვეინალდუმი წლეულს სარფიანად გაყიდოს, ვიდრე ერთი წლის შემდეგ თავისუფალ აგენტად გაუშვას. თუ...

პრემიერლიგას მესიღა აკლდა
ჩანაწერი

პრემიერლიგას მესიღა აკლდა

იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თუ „მანჩესტერ სიტი” ლეო მესის იყიდის, „ლივერპულის” შანსი შეინარჩუნოს ჩემპიონის ტიტული ძალიან შემცირდება. როგორც ინგლისური პრესა წერს, „სიტი” ახლოსაა არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირებასთან, რაც მას კვირაში 1,4 მილიონი გირვანქა დაუჯდება. ამ თანხაში შედის ხელფასი, საკონტრაქტო თანხა, ბონუსები და სარეკლამო უფლებები. კლოპი: „მესი „მანჩესტერ სიტის” გააძლიერებს და ამ ისედაც ძნელად დასამარცხებელ გუნდს კიდევ...

ვიდალი ინტერში?
ჩანაწერი

ვიდალი ინტერში?

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი, შესაძლოა, მილანის „ინტერში“ გადავიდეს. 33 წლის ჩილელის თავის გუნდში ნახვა ანტონიო კონტეს სურს, რომელიც მასთან ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა. წყაროს მტკიცებით, ვიდალის აგენტთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გასულ კვირას დაიწერა, რომ „ბარსელონაში“ მთავარ მწვრთნელად მოსული რონალდ კუმანის გეგმებში ვიდალი, უმტიტი, რაკიტიჩი და სუარესი არ შედიან. წინა სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირში 43 მატჩი ჩაატარა,...

კიდევ ერთი წლით
ჩანაწერი

კიდევ ერთი წლით

„მანჩესტერ სიტის“ მტავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კლუბთან ხელშეკრულებას კიდევ გააგრძელებს. გავრცელებული ცნობით, ორივე მხარე თანახმაა თანამშრომლობა 2022 წლამდე გაგრძელდეს. 49 წლის სპეციალისტი „სიტიში“ 2016 წელს მივიდა, მანამდე კი, „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა. „ქალაქელებთან“ ერთად გვარდიოლა ორჯერ გახდა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული, ასევე ორჯერ მოიგო სუპერთასი, ხოლო ერთხელ – თასი. მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი. გასული...

ომი მესის გამო
ჩანაწერი

ომი მესის გამო

„მანჩესტერ სიტი” ყველა ღონეს იხმარს ლეო მესი რომ შეიძინოს; რასაკვირველია, თუ თავად მესი ინებებს „ეტიჰედზე” გადაბარგებას. „სიტიმ” გასულ წლებში ორჯერ სცადა არგენტინელის ყიდვა და ორივეჯერ გაწბილდა. პრემიერლიგის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბს მესამე ფიასკო არ ეპიტნავება. გუშინ, არგენტინულმა გაზეთმა „ლა ნასიონმა” დაწერა, თითქოს მესის მეგობრებისთვის ასე ეთქვას: „პეპთან ვაპირებ დალაპარაკებას „მანჩესტერ სიტიში” ჩემი გადასვლის საქმე რომ მოაგვაროს....

დაწინაურდა ორი ბილეთი
ჩანაწერი

დაწინაურდა ორი ბილეთი

ვიდრე ლეო მესი ახალ კლუბს მოძებნის, იქამდე მის ირგვლივ საუბარი არ შეწყდება. ცხადია, მესის ხელში ჩაგდება ყველას სურს, მაგრამ სადღეისოდ ფავორიტი ორი კლუბია – „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ გუნდებს შეუძლიათ მოიგონ კონკურენცია და საჭიროების შემთხვევაში არც გარკვეული საკომპენსაციო თანხის გადახდა გაუჭირდებათ. არგენტინელი ფეხბურთელის „ბარსელონადან“ წასვლა, გადაწყვეტილია – ლეოს კატალონიური კლუბის...

მესი და რევოლუცია
ჩანაწერი

მესი და რევოლუცია

ევროპული მედია უკვე დადასტურებულად წერს, რომ „ბარსელონას” ვარსკვლავს, ლიონელ მესის, კატალონიური გუნდიდან დაუყოვნებლივ დასატოვებლად თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის პუნქტის გააქტიურება სურს. თუმცა, თავად „ბარსელონა“ ჯერ მშვიდად არის. საქმე ის არის, რომ მოქმედი ხელშეკრულებით, მესის გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება სეზონის ბოლომდე შეეძლო. რადგან კორონავირუსის გამო, სეზონის დასრულების თარიღი გადაიწია და მესიმ კონტრაქტის ამ პუნქტის გამოყენება...

ესპანური გრანდების სამიზნე
ჩანაწერი

ესპანური გრანდების სამიზნე

ფრანგული „ანჟეს“ 19 წლის მარცხენა მცველმა, რაიან აიტ-ნურიმ ესპანური გრანდების ყურადღება მიიპყრო. „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ წარმოშობით ალჟირელი, ახალგაზრდა ფრანგით არიან დაინტერესებულნი. ფრანგული მედიის ცნობით, აიტ-ნურის შეძენის სურვილი თავდაპირველად „ბარსას“ აწ უკვე ყოფილმა ტექნიკურმა მდივანმა, ერიკ აბიდალმა გამოხატა. ფრანგული გამოცემის ცნობით, აბიდალს „ანჟესთან“ კონტრაქტი არ ჰქონია, მაგრამ ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ესაუბრა. აიტ-ნურს კლუბი 20...