ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე „ლა როხაზე” ილაპარაკა, მაგრამ „ბარსელონასა” და ლეო მესის ბოლოდროინდელ ამბებზეც მოუხდა აზრის გამოთქმა. „ძალიან რთული საკითხია. არც კი ვიცი, ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი მიზანშეწონილია თუ არა”, — თქვა „ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ აღმართა სამეფო თასი და ერთხელ ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ კლუბთა...
ჭდე: ბარსელონა
მესი დარჩენის მიზეზებს განმარტავს
მესი „ბარსელონაში” რჩება. როგორც თავად მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ამბობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი შვილების თავგადაკლული ტირილი იყო, როდესაც მან ოჯახს სხვაგან გადასვლის სურვილი გაანდო. მოგეხსენებათ, არგენტინელმა აგვისტოში „ბარსას” ოფისს წასვლის შესახებ ოფიციალურად მიმართა. 33 წლის ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ოჯახისთვისაც მძიმე მისაღები აღმოჩნდა, თუმცა კლუბმა არ დათმო, იურიდიულ დავაში ძლიერი კოზირი დაიკავა და ზაფხულის ქარიშხლიანი...
სუარესი ტურინისკენ მიიწევს
ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ტურინის „იუვენტუსის“ მაისურს მოირგებს. მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ და ახლა ელოდებიან 33 წლის ფორვარდისა და „ბარსელონას“ შორის დადებული ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტას. ეს მარტივად მოსაგვარებელი ამბავია – „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი სუარესს გუნდის მომავალში არ მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2002-21 წლის სეზონის ბოლომდე აქვს, მას კარისკენ მიუთითეს....
ბარასას ესღა აკლდა
ესპანური მედიის ცნობით, პოლიცია სერიოზულად დაინტერესდა „ბარსელონაში“ ფინანსური დარღვევებით და ფულის სავარაუდო გათეთრების შემთხვევებით. უფრო კონკრეტულად საქმე ეხება კონტრაქტს კომპანიასთან VENTURES. კომპანიას ევალებოდა სოციალურ ქსელებში პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს იმიჯის გაუმჯობესება, პარალელურად კი ლეო მესის და ჟერარ პიკეს დისკრედიტაცია. პოლიციის განსაკუთრებული ეჭვი გამოიწვია ფირმისთვის გადახდილმა 600 %-იანმა (!) დანამატმა. აპრილში ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ კლუბმა მომსახურებაში...
მესის ცუდი მოგონება
„ბარსელონასთან“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ლეო მესის 2020 წელი არც თუ კარგად დაამახსოვრდება. ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უარესი გამოდგა. ჯერ კიდევ „ბარსელონას“ ფორვარდმა 2020 წელს კატალონიური კლუბის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 16 გოლი შეაგდო. აქედან ოთხი „ეიბარს“ გაუტანა, სამი კი პენალტით შეაგდო. შედარებისთვის, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელს 25 მატჩში...
უშედეგოდ!
ეს იყო შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. მას მერე, რაც ლეო მესიმ „ბარსელონას” ოფისში გააგზავნა ფაქსი, სადაც ეწერა, რომ ის, მის კონტრაქტში არსებული პუნქტით სარგებლობას და კლუბიდან წასვლას აპირებდა, მხარეებს პოზიციები მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა შეეჯერებინათ. სწორედ ამ მიზნით ჩაფრინდა გუშინ დილით არგენტინიდან ბარსელონაში ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელმაც შუადღე „ბარსას” პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს კაბინეტში...
მესი ჯერჯერობით WhatsApp-ის ჯგუფშია
ერთი წლის წინ, 23 წლის ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი „აიაქსიდან” „ბარსელონაში” გადავიდა. ახლა ის ნაკრებშია გამოძახებული, 4 სექტემბერს პოლონეთთან და 7 სექტემბერს იტალიასთან სათამაშოდ ემზადება. ეს ერთა ლიგის მატჩებია და დე იონგი ალბათ კმაყოფილია, რომ რამდენიმე დღით მაინც გამოაღწია იმ ქაოსიდან, რომელსაც „ბარსელონა” ჰქვია. დღეს „ბარსას” ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რასაკვირველია მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელთან,...
რაკიტიჩმა ბარსელონა გადაფურცლა
ექვსწლიანი კარიერის შემდეგ ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი „სევილიასთან“. დღეს ფეხბურთელი „ბარსას“ ბაზაზე მივიდა და ყველას პირადად დაემშვიდობა, მერე კი სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა. „ჩემთვის ძალიან საამაყო იყო ამ გუნდის მაისურის ტარება, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ფურცელი უნდა გადავფურცლო. დიდი მადლობა ყველას – ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პერსონალს. მალე შევხვდებით“....
750 მილიონი
გავრცელებული ცნობით „მანჩესტერ სიტი“ ლეო მესის 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის ჯამური ღირებულება 750 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერის შემთხვევაში 33 წლის ფეხბურთელი ხელფასის სახით სეზონში 100 მილიონს მიიღებს. არის კიდევ ერთი დეტალი – პრემიერლიგაში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, არგენტინელი „ნიუ იორკ სიტის“ შეუერთდება, რომელიც ამერიკაში „ქალაქელთა“ ფარმ-კლუბად ითვლება. ახლა მთავარია „სიტიმ“ Fair Play-ს წესები არ დაარღვიოს....
ვიდალი: რაღა დროს დნმ-ა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ჩილელი ვეტერანი არტურო ვიდალი „ბარსელონაში” თავს მშვიდად ვეღარ გრძნობს. ახალ მწვრთნელს რონალდ კუმანს ვიდალი გუნდში აღარ სჭირდება და ისიც უკმაყოფილო კომენტარებს აღარ ერიდება. „ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ ვერ გავედით, ძალიან გულსატკენი იყო, — თქვა 33 წლის ნახევარმცველმა, — მე საქმეს დიდი რწმენით ვეკიდებოდი, მაგრამ გუნდი არ ვარგოდა. ჩვენ ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით,...









