ეს იყო შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. მას მერე, რაც ლეო მესიმ „ბარსელონას” ოფისში გააგზავნა ფაქსი, სადაც ეწერა, რომ ის, მის კონტრაქტში არსებული პუნქტით სარგებლობას და კლუბიდან წასვლას აპირებდა, მხარეებს პოზიციები მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა შეეჯერებინათ. სწორედ ამ მიზნით ჩაფრინდა გუშინ დილით არგენტინიდან ბარსელონაში ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელმაც შუადღე „ბარსას” პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს კაბინეტში გაატარა.
როგორც კატალონიური „სპორტის” წყაროები იტყობინებიან, ბარტომეუსა და მამა-მესის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. პრეზიდენტმა ყველა ღონე იხმარა, რომ ფეხბურთელის მხარე დარჩენის აუცილებლობაში დაერწმუნებინა, მამა-მესიმ კი თავის მხრივ ძალა არ დააკლო რომ ვაჟი რამენაირად დაეხსნა „ბარსელონასგან”.
ხორხე მესის თან უფროსი ვაჟი, როდრიგო და ვექილი ხორხე პეკური ახლდნენ, ბარტომეუს მხრიდან კი მაგიდას „ბლაუგრანას” დირექტორები უსხდნენ.
ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან რაიმე გადაწყვეტილებამდე მივლენ.
ლეო ჯერჯერობით „ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე არ დაბრუნებულა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
სიახლეები02/09/2026 | 09:07გერმანელი იუვენტუსში
მთავარი ამბავი02/09/2026 | 08:22ფერნანდესი ისევ მარესკასთან წავიდა
