ექვსწლიანი კარიერის შემდეგ ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი „სევილიასთან“. დღეს ფეხბურთელი „ბარსას“ ბაზაზე მივიდა და ყველას პირადად დაემშვიდობა, მერე კი სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.„ჩემთვის ძალიან საამაყო იყო ამ გუნდის მაისურის ტარება, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ფურცელი უნდა გადავფურცლო. დიდი მადლობა ყველას – ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პერსონალს. მალე შევხვდებით“.
როგორც გითხარით, რაკიტიჩი ექვსი წლის განმავლობაში თითქმის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, ამ დროის განმავლობაში 310-ჯერ გავიდა მოედანზე და „ბარსელონას“ სახელით 14 ტიტული მოიპოვა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
