„ბარსელონას“ ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანს ნახევარდაცვის გაძლიერება მოუწადინებია. კლუბი მზად არის ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს გამოემშვიდობოს. სამაგიეროდ, კუმანს ფრენკი დე იონგის მეწყვილედ „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ჰავბეკი დონი ვან დე ბეეკი შეუგულებია. კუმანი ფიქრობს, რომ მისი შეძენით გუნდის ხერხემალი კი გაახალგაზრდავდება, მაგრამ მოიმატებს სტაბილურობა. „აიაქსი“ ვან დე ბეეკს 50 მილიონ ევროდ აფასებს, კატალონიელებს კი...
ჭდე: ბარსელონა
მესის სწამს, რომ RAC1-მა ეს განზრახ გააკეთა
„ბაიერნთან” 2:8 წაგების შემდეგ ლეო მესი „ბარსელონას” შეფებსა და კლუბის გარემოცვაზე ძალიან გაბრაზდა, მაგრამ კატალონიელებმა, როგორც ჩანს, მისი კიდევ უფრო მეტად განაწყენება მოახერხეს. მიზეზი: „ბლაუგრანას” ახალი მწვრთნელის როლანდ კუმანისა და მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის პირველივე პრივატული შეხვედრის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. კუმანი მესის შეხვდა, რათა 33 წლის სუპერვარსკვლავი დაერწმუნებინა, რომ „ბარსელონადან” წასვლა არ ღირს. როგორც...
კუმანმა სეტიენის კრიტიკით დაიწყო
Mes que un club – მეტი ვიდრე კლუბი. ეს, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” ლოზუნგია და გუნდის ახალი მწვრთნელი, 57 წლის რონალდ კუმანი სწორედ ამ ლოზუნგის შესაბამისად აპირებს „კამპ ნოუზე” თავისი საქმიანობის გაშლას. მას ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა და შესაბამისად ბევრი ახლის მიყვანა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჰოლანდიელს სიაში ჰყავს ისეთებიც, რომლებიც მისი აზრით თავიანთ შესაძლებლობებს იმიტომ ვერ ამჟღავნებდნენ, რომ...
ფინალი ესპანელებისაა
2002 წლიდან მოყოლებული, ესპანურმა კლუბებმა ევროტურნირებზე მოიგეს ყველა, თხითმეტივე ფინალი, სადაც კი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ პერიოდში მადრიდის „რეალმა“ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო „ბარსელონამ“ – ოთხჯერ. 2004 წელს „ვალენსიამ“ უეფას თასი (ევროპის ლიგა) მოიგო, სევილიამ იგივე ხუთჯერ გააკეთა, მადრიდის „ატლეტიკომ“ – ორჯერ. ლა ლიგის წარმომადგენლებმა ევროთასებზე ბოლო ფინალები 2001 წელს წააგეს. მაშინ „ვალენსია“...
ბედის არქიტექტორი
კატალონიური პრესის ცნობით ლუის სუარესის მომავალი „ბარსელონას” ახალი მწვრთნელის როლანდ კუმანის ხელში ნათელი არ არის. ჰოლანდიელმა გუნდის განახლებაზე ილაპარაკა და როდესაც თავდასხმის ხაზს შეეხო, „ლიონიდან” მისი თანამემამულის მემფის დეპაის ყიდვაზე გაამახვილა ყურადღება. გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ, ურუგვაელ ფორვარდზე ათასნაირად დაიწყეს ლაპარაკი, მან კი სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „არასდროს დაგავიწყდეს,...
მესიმ შვებულება გაწყვიტა
„ბარსელონას“ არგენტინელმა შემტევმა ლეო მესიმ შვებულება გაწყვიტა და უკანვე, კატალონიაში დაბრუნდა, რომ ახალ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შეხვდეს. როგორც იცით, გავრცელებული ხმებით მესი ჯერ დარწმუნებული არ არის, გააგრძელებს თუ არა კარიერას „ბარსელონაში“. შედეგად, ფეხბურთელმა გადაწყვიტა ნიდერლანდელ სპეციალისტთან ისაუბროს და საკუთარ მომავალში ჩამოყალიბდეს. 33 წლის ფეხბურთელი კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს, რადგან ხელმძღვანელობის მუშაობით კმაყოფილი არ არის. მესის...
ბარსა კუმანს ჩააბარეს
გადაწყვეტილი ამბავია – რონალდ კუმანი „ბარსელონას“ გაწვრთნის. 57 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი მოაწერა და კატალონიურ კლუბს 2022 წლის ზაფხულის ჩათვლით უთავკაცებს. ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია დღეს შედგება და ყველა სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩაივლის. ფეხბურთელის რანგში კუმანმა „ბარსელონას“ მაისური 1989-95 წლების ჩათვლით მოირგო. 4-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 3-ჯერ – სუპერთასის, ხოლო თითოჯერ სამეფო თასი, ჩემპიონთა თასის და...
მესის პასს ხშირად რატომ აძლევო
„სან პაულუს” მცველმა, 37 წლის ვეტერანმა დანი ალვეშმა SportTV-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ უსაყვედურა პეპ გვარდიოლამ ლეო მესისთვის პასების ხშირი გადაწოდება. ეს, ცხადია, ძველი ამბავია, როდესაც თავად ალვეში ჯერაც „ბარსელონაში” თამაშობდა, ხოლო გვარდიოლა „ბლაუგრანას” წვრთნიდა. „გვარდიოლასთან არაერთი პრობლემა მქონდა. განსაკუთრებით, როდესაც ბურთთან ერთი შეხებით თამაშს მთხოვდა. მე ყოველთვის ვცდილობდი პასი მესისთვის მიმეწოდებინა, გვარდიოლა კი ბრაზდებოდა. ერთ...
ვენგერს ფეხბურთი მოენატრა
ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრები ჩიბაროს. 70 წლის ფრანგი სპეციალისტი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციას და განუცხადა, რომ მზად არის ამ პოსტზე რონალდ კუმანი შეცვალოს, რომელიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ თავკაცი გახდება. ადრე ისიც დაიწერა, რომ ვენგერმა კატალონიურ კლუბს უარი უთხრა. ვენგერის ბოლო სამუშაო FIFA-ში იყო, სადაც ფეხბურთის გლობალური...
16 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება
„ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ „ბარსელონამ” კიკე სეტიენი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა — ეს ოფიციალური ინფორმაციაა. სეტიენს კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, რონალდ კუმანი შეცვლის — ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის. მიზეზი: კუმანი 2018 წლიდან ჰოლანდიის ნაკრებს უდგას სათავეში და უპირველეს ყოვლისა იქ უნდა მოუძებნონ შემცვლელი. „ბარსელონა” 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად დარჩა ტიტულის გარეშე. თანამდებობიდან მოხსნილ კიკე...









