ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
კუმანი ბარსელონაში გამოიჭირეს
ჩანაწერი

კუმანი ბარსელონაში გამოიჭირეს

ესპანელმა ჟურნალისტებმა რონალდ კუმანი ბარსელონას აეროპორტში გამოიჭირეს. დიდი ალბათობით 57 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი „ბარსელონას“ ჩაიბარებს. ესპანური მედიის ცნობით, კონტრაქტი 2-წლიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბი რამდენიმე ვარიანტს ამუშავებდა, საბოლოოდ არჩევანი ნიდერლანდელ სპეციალისტზე შეაჩერა და მიაჩნიათ, რომ კუმანი საუკეთესო კანდიდატია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ხოსეპ მარია ბართომეუმ კიკე სეტიენის გათავისუფლების შესახებ უკვე განაცხადა. მთავარ მწვრთნელს...

მანჩესტერ სიტის ვარიანტები
ჩანაწერი

მანჩესტერ სიტის ვარიანტები

თუკი პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში” აღარ დარჩება, „ქალაქელები” მის ადგილზე მაურისიო პოჩეტინოს მიყვანას შეეცდებიან. იმავდროულად, არგენტინელი მწვრთნელის სამსახურში აყვანა „ბარსელონასაც” სურს. კატალონიის დედაქალაქში კიკე სეტიენის თანამდებობიდან მოხსნა მომწიფდა და ახალი თავკაცის საკითხი დგას. და რა უნდა თავად პოჩეტინოს? მას, როგორც ამბობენ, ყველაფერს, ინგლისში მუშაობა და ცხოვრება ურჩევნია. აქამდე ხომ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა და პრემიერლიგას კარგად...

როგორც მესი გადაწყვეტს, ისე იქნება!
ჩანაწერი

როგორც მესი გადაწყვეტს, ისე იქნება!

მარსელო ბეჩლერი ის ბრაზილიელი ჟურნალისტია, თავის დროზე პირველმა რომ თქვა ნეიმარი „ბარსელონადან” „პარი სენ ჟერმენში” გადადისო. მაშინ, არავინ დაუჯერა, მაგრამ, გავიდა ცოტა ხანი და მისი ნათქვამი ახდა. ახლა ბეჩლერი ამბობს, რომ „ბარსელონას” შეფებს თვით ლეო მესიმაც ჩამოუგდო „კამპ ნოუდან” გაშვებაზე სიტყვა — სანამ 2021 წელს კონტრაქტის ვადა ამომეწურება, მანამდე მინდა წავიდეო. „ბარსას” შეფების პასუხი სხვა...

არა, გმადლობთ…
ჩანაწერი

არა, გმადლობთ…

„ბარსელონას“ განადგურებაში თავისი მოზრდილი წილი დაიდო მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა. 19 წლის მცველი კანადელია. ჰოდა, სწორედ მისი ნაკლებად საფეხბურთო სამშობლო გახდა იმის მიზეზი, რომ ახლა დევისი „ბარსელონაში“ არ თამაშობს. როგორც ირკვევა, დევისს ესპანურ გრანდში გადასვლის შანსი ჰქონდა. „ბარსას“ ლეგენდამ, ხრისტო სტოიჩკოვმა ჯერ კიდევ მაშინ ურჩია მისი აყვანა ყოფილ კლუბს, როდესაც სამშობლოში თამაშობდა. ბულგარელმა ინფორმაცია...

ბარსელონურები
ჩანაწერი

ბარსელონურები

მიუნხენის „ბაიერნთან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, „ბარსელონას“ გულშემატკივრები უკმაყოფილებას ვეღარ მალავენ. ფანები სიუტატ ესპორტივას ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და კლუბის ფეხბურთელ-ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბანერები გამოკიდეს. „კლუბის 121 წლიანი ისტორიის შემარცხვენელი ფეხბურთელები და დირექტორთა საბჭო“, – ვკითხულობთ ერთერთ ბანერზე. ამ ყველაფრის შემდეგ კი „ბარსელონამ“ დიდი ცვლილებები დაგეგმა. ესპანური მედიის ინფორმაციით, კლუბი იმდენი ფეხბურთელის გაშვებას განიხილავს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს....

მე ის ლიგა აღარა ვარ
ჩანაწერი

მე ის ლიგა აღარა ვარ

პირველად არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ ითამაშებს არც ერთი გუნდი ესპანეთიდან, იტალიიდან და ინგლისიდან. არა, დარჩენილი ოთხეული ტოპ-5 ჩემპიონატისა კია. ანუ, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა გერმანელების და ფრანგების გარჩევად იქცა. ფეხბურთის ქომაგებს ჯერ გერმანული „ბაიერნისგან“ ესპანური „ბარსელონას“ კოკისპირულად დაგოლვა არ მოენელებინათ და აგერ მეორე სენსაციაც – ფრანგულმა „ლიონმა“ ინგლისური „სიტის“ ამბიციები დაასამარა. კაცმა არ იცის...

ბაიერნმა ბართომეუ შეიწირა
ჩანაწერი

ბაიერნმა ბართომეუ შეიწირა

აღარ გავაგრძელოთ. „ბაიერნთან“ 2:8-მ გამოააშკარავა, რომ „ბარსელონა“ ზოგადად ფეხბურთის თუ არა, საფეხბურთო ელიტის ფსკერზე დაეშვა. აღარც სტატისტიკის და ისტორიის მოშველიებას აქვს აზრი. როგორც ამბობენ, მიცვალებულზე ან კარგი ან არაფერიო… გუშინდელი 2:8 ბოლო წერტილი იყო პრეზიდენტ ხოსეპ-მარია ბართომეუს კარიერაში. მომდევნო კვირაში კლუბის დირექტორთა საბჭო იკრიბება და პრეზიდენტის გადაყენების, ასევე ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ იმსჯელებს. ბართომეუს ერთადერთი...

… ასე გაირღვა ბარსელონა
ჩანაწერი

… ასე გაირღვა ბარსელონა

ის, რაც გერმანულმა კლუბმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დამართა, ვერცერთ გერმანულ ფილმში ვერ ვიხილავდით. ბავრიელებმა რვა ბურთი გაუტანეს „ბარსელონას“ და სულ თავ-ბედი აწყევლინეს.  კიკე სეტიენი და მისი სამწყსო ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ თამაშის ასეთ განვითარებას. თავად კიკე სეტიენიც, როცა ეს სტრიქონები იწერება, ვეჭვობოთ, რომ უკვე უსამსახუროდ არის… მატჩის მინდინარეობას აღარ მოვყვებით… შესაძლოა, ცოტა ზედმეტი...

ფეხბურთელი თვეში 16 ლარად
ჩანაწერი

ფეხბურთელი თვეში 16 ლარად

კორონავირუსის პანდემიამ ყველა საფეხბურთო კლუბი რთულ ფინანსურ სიტუაციაში ჩააგდო. როცა „ბარსას“ დარ გრანდებს უჭირთ და ხელფასების შემცირებაზე მიდიან, რა უნდა ვთქვათ ნახევრადპროფესიულ კლუბებზე. ამ შემთხვევაში ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონზეა საუბარი. საშუალო ხელფასი ამ ლიგაში კვირაში 400 ფუნტია. პანდემიამ კლუბები უმაყურებლოდ და ატრიბუტიკის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გარეშე დატოვა. ჰოდა, გამოსავალი ერთმა კაცმა ნახა. ადამ ნოვაკოვსკი „ბრედფორდ...

რონალდუ ბარსელონაში? აი, სენსაცია ეს იქნება!
ჩანაწერი

რონალდუ ბარსელონაში? აი, სენსაცია ეს იქნება!

კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ერთ გუნდში?! — ეს ნამდვილი სენსაცია იქნება. რასაკვირველია, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ როგორც ამბობენ, „იუვენტუსმა” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონას” შესთავაზა. ინფორმაციის წყარო, ავტორიტეტული კატალონიელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე გახლავთ, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთის ორივე გიგანტზე აქვს წიგნი დაწერილი. გილემ ბალაგემ „იუვეს” წინადადების შესახებ BBC-ს უთხრა. ის, რომ ტურინელებს კრიშტიანუ ძალიან ძვირი უჯდებათ, ცნობილი ამბავია...