„ტოტენჰემის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია არასამართლიანია, სპორტსმენებს არაფერი დაუშავებიათო. „ძალიან სამწუხაროა, რომ ომი სპორტზეც მოქმედებს. მთლიანად სპორტულ სამყაროზე. ადამიანი ყოველდღიურად ვარჯიშობს, რათა შეჯიბრებაზე კარგად გამოვიდეს. და ამ დროს დისკვალიფიკაცია. …გასაგებია, ომის დროს დამნაშავეები უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სპორტსმენია საბრალო. იმედია, მალე ყველაფერი მოგვარდება. 2022 წელია და როცა ასეთ რამეს ხედავ,...
ჭდე: ანტონიო კონტე
0:5 და ზედ გინება
ინგლისურ პრემიერლიგაში ანტონიო კონტეს „ტოტენჰემმა“ 5:0 გაანადგურა ფრენკ ლემპარდის „ევერტონი“. რას აკეთებს ამ დროს წაგებულთა მწვრთნელი ხომ იცით? მეტწილად ასეთი ტექსტებით გამოდის, ჯადოქარი ხომ არ ვარ, რა გუნდი ჩავიბარე ხომ იცითო. ლემპარდმაც ასე თქვა, ახალი მოსული ვარ და პრობლემებს ერთ ღამეში ვერ მოვაგვარებო. „წინა კვირაში ყველაფერი კარგად იყო. სათამაშო გეგმაც, დისციპლინაც. დღესაც კარგად დავიწყეთ, 15...
მორიგი სიგიჟე პრემიერლიგისგან
შაბათს პრემიერლიგამ მორიგი სიგიჟე მოაწყო. „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ შეხვედრაში მე-5 წამატებული წუთი მიდიოდა, როდესაც დეიან კულუშევსკიმ მარჯვენა ფრთაზე, საჯარიმოსთან, ბურთი ფეხზე მორიგო და ჩააწოდა, სადაც ის ჰარი კეინი, რომლის ყიდვასაც გასულ ზაფხულში „სიტი“ ოთხჯერ ცდილობდა ახტა და თავით „სფურზის“ გამარჯვების გოლი ჩაჭედა — 3:2. კეინს კაილი უოქერი მეურვეობდა, მაგრამ ფორვარდმა, რომელზეც ამბობდნენ, რომ...
კეინი პირველ სვლას კლუბისგან ელის
გეხსომებათ, რა ამბავი იყო ატეხილი გასულ ზაფხულს ჰარი კეინის „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ დარჩენა-არ დარჩენის გამო. არ არის გამორიცხული მომავალ ზაფხულშიც იგივე განმეორდეს. ამის წინაპირობა არსებობს. კეინმა თქვა, სანამ რამეს გადავწყვეტ, მინდა დავრწმუნდე, რომ კლუბი ანტონიო კონტეს შემადგენლობის გაძლიერების საქმეში მხარში უდგასო. ინგლისის ნაკრების კაპიტანი უკვე 28 წლისაა, მაგრამ „ტოტენჰემის“ გადამკიდე უტიტულოდ არის. მეორე მხრივ, „სფურზი“ მისი...
კონტე მკვლელობისკენ მოუწოდებს
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე შიშობს, რომ მის გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვს და ფეხბურთელებს მოუწოდებს „მკვლელები“ გახდნენ. კვირას „დეზებმა“ „ვულვზთან“ 0:2 წააგეს. ეს გუნდის ზედიზედ მესამე მარცხი გახლდათ პრემიერლიგაში. ერთმანეთს მიყოლებული ცუდი შედეგების გამო, ლონდონელებს ოთხეულში მოხვედრის შანსი შეუმცირდათ. „პრობლემა ის არის, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტს ვერ იყიდი, — თქვა კონტემ, — ის შეიძლება...
კონტემ ტოტენჰემს წარსული დაუწუნა
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავი ვერ შეიკავა და გაოცება გამოთქვა იმის გამო, რაც კლუბმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გააკეთა. იტალიელი ამბობს, რომ ახლა უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ წარსულში კლუბს არასწორი პოლიტიკა ჰქონდა. იჯარის წესით „სფურზი“ დატოვეს ტანგუი ნდომბელემ, ჯოვანი ლო სელსომ და ბრაიან ხილმა, ხოლო დელე ალიმ ეგრეთწოდებული პერმანენტული კონტრაქტი გააფორმა „ევერტონთან“. კონტემ თქვა: „სამი...
ყური არავინ შეიბერტყა
პრემიერლიგაში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ მწვრთნელი თომას ტუხელი შეშფოთებული იყო, რომ ბოლოხანს ინგლისურ ფეხბურთში მაყურებლის მხრიდან ძალადობამ იმატა. ასე მაგალითად, მისი გუნდის გერმანელ მცველს ანტონიო რუდიგერს „სფურზის“ ფანებმა ტრიბუნიდან ბოთლის გასახსნელი და სანთებელა ესროლეს. შეხვედრას დაახლოებით 3 000 ჩრდილო ლონდონელი გულშემატკივარი ესწრებოდა. ფეხბურთელმა ამის შესახებ იქვე აცნობა მსაჯ პოლ ტიერნის, მაგრამ არბიტრს...
ფეხბურთი სხვა კი არაფერია
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ვარსკვლავმა პიტერ კრაუჩმა ანტონიო კონტე შეაქო, გუნდს მებრძოლი სულისკვეთება დაუბრუნაო. გუშინ „სფურზი“ ლესტერში 1:2-ს აგებდა, კონტე ჩრდილო ლონდონური გუნდის მწვრთნელის რანგში პირველი მარცხის პირას იდგა, როდესაც სტივენ ბერგვინმა მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლი გაიტანა და „დეზებს“ სამი ქულა შეჰმატა. 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი კონტემ მოედანზე 79-ე წუთზე შეუშვა და მან ჯერ 90+5...
პოლ სქოულზი: რანგნიკის დანიშვნა როგორ შეიძლებოდა
„მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა პოლ სქოულზმა თავის საყვარელ კლუბს მოუწოდა ზაფხულზე მაინც გადაიბიროს ანტონიო კონტე. მისი აზრით 52 წლის იტალიელი ბოლოს და ბოლოს დაამთავრებს არეულობას „ოლდ ტრეფორდზე”. ლეგენდარული „იუნაიტედის” ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ დროებითმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა გუნდში ახალი არეულობა შეიტანა. მანჩესტერელთა შეფებმა თავის დროზე კონტეს სამსახურში აყვანა არ ისურვეს. მათ ჯერ კიდევ ოლე გუნარ სულშერის ეიმედებოდათ....
კონტე ერიქსენზე: მისთვის კარი ღიაა
ანტონიო კონტემ არ გამორიცხა, რომ კრისტიან ერიქსენი „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს. კონტე „ინტერში“ იყო ერიქსენის მწვრთნელი და დიდად არ სწყალობდა, მათ მცირე კონფლიქტიც ჰქონდათ… დანიელი, როგორც იცით, ზაფხულში სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა: ევროპის ჩემპიონატის დანია-ფინეთის მატჩისას ის გულმა შეაწუხა, მინდორზე უგონოდ დაეცა. საფეხბურთო სამყარო შოკში ჩავარდა. მერე სპეციალური დეფიბრილიატორი ჩაუდგეს და გადაწყვიტა, რომ ისევ ითამაშებს… ერიქსენი ახლა უგუნდოდაა....









