პრემიერლიგაში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ მწვრთნელი თომას ტუხელი შეშფოთებული იყო, რომ ბოლოხანს ინგლისურ ფეხბურთში მაყურებლის მხრიდან ძალადობამ იმატა. ასე მაგალითად, მისი გუნდის გერმანელ მცველს ანტონიო რუდიგერს „სფურზის“ ფანებმა ტრიბუნიდან ბოთლის გასახსნელი და სანთებელა ესროლეს. შეხვედრას დაახლოებით 3 000 ჩრდილო ლონდონელი გულშემატკივარი ესწრებოდა.
ფეხბურთელმა ამის შესახებ იქვე აცნობა მსაჯ პოლ ტიერნის, მაგრამ არბიტრს ყურიც არ შეუბერტყავს.
ასეთი ინციდენტით დასრულდა ტური, რომლის კიდევ ორ მატჩში იყო უსიამოვნო სცენები. კერძოდ, „ასტონ ვილასთან“ წაგების შემდეგ „ევერტონის“ ფანებმა მოედანს და ფეხბურთელებს სხვადასხვა საგანი დააყარეს, „საუთჰემპტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფრის შემდეგ კი სამი გულშემატკივარი მოედანზე გადახტა, ხოლო დანარჩენები ტრიბუნიდან იქცეოდნენ აგრესიულად.
ტუხელი: „თუ ასეთი ქცევა ახალი ტრენდია, ყველანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავერთიანდეთ, რათა პრემიერლიგის უნიკალური გარემო გადავარჩინოთ. მიყვარს, როდესაც ფანები მოედანთან ახლოს სხედან და არა ბადეებს გადაღმა. ეს ჯადოსნურია. მე ინგლისური სტადიონების ატმოსფერო სტუმრადაც მახარებს.“
ანტონიო რუდიგერს „ტოტენჰემის“ ფანებთან ადრეც ჰქონდა პრობლემა. 2019 წელს მას „დეზების“ ქომაგებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ არაფერი გაუგია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
