საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი. ჩანს, „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს აწესებს. ჯერ იყო და მისვლისთანავე 10 ნომრიანი მაისურა დაისაკუთრა. მერე გადაწყვიტა რომ ჯარიმები და პენალტები...
