კრისტიან ერიკსენი ამ იანვარში ერთ-ერთ ტოპ-გუნდში დაიწყებს ვარჯიშს. შემდეგ მას რომელიმე კლუბი გაუფორმებს კონტრაქტს. დაინტერესებულთა შორის არიან დანიის, ჰოლანდიის და ინგლისის კლუბები. შეგახსენებთ, რომ დანიელ ვარსკვლავს კარიერის უდიდესი პერიოდი სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ აქვს გატარებული, საიდანაც 2020 წლის იანვარში „ინტერში“ გადავიდა. არის ერთი საინტერესო დამთხვევაც, დღეს „სფურზს“ ანტონიო კონტე უდგას სათავეში, კაცი,...
ჭდე: ანტონიო კონტე
თამაშგარეც არის და თამაშგარეც
კაცმა რომ თქვას, „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „საუთჰემპტონს“ 2:1 მოუგო, მაგრამ ოფიციალურად თამაში 1:1 დამთავრდა. მიზეზი: მსაჯმა VAR-ის რეკომენდაციით ჰარი კეინის მეორე გოლი არ ჩათვალა. აქ, სამართლიანად ისმის კითხვა, შეიძლება კი მილიმეტრებზე გამოდევნება? ფეხბურთში რა უნდა წახალისდეს, შეტევა თუ დაცვა? ერთი სიტყვით, ამაზე ოდნავი და უაზრო თამაშგარის წარმოდგენა ალბათ შეუძლებელია. მეორე მხრივ, ნურც „საუთჰემპტონს“ დავუკარგავთ მონდომებას. 39-ე...
სრული საგიჟეთი
Covid 19-ის მიერ დარბეულ „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ ორი თამაში გადაუდეს და ახლა კოშმარული კალენდარი ელის. ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელს ანტონიო კონტეს სერიოზული მუშაობა მოუწევს გუნდს ეს პერიოდი კარგად რომ გაატარებინოს. ხუთშაბათ საღამოს „დეზებს“ კონფერენციათა ლიგის მატჩი გადაუდეს ფრანგულ „რენთან“. ამას პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“ საკვირაო შეხვედრის გაუქმებაც მოჰყვა. მაგრამ, ბედი „ტოტენჰემს“ როგორც ჩანს დასცინის. გეგონება მიზეზად კორონა არ ეყოფოდა, კონტეს...
ფაბრეგასი: მე მას ვერ შევეგუე
ესპანელმა ვარსკვლავმა სესკ ფაბრეგასმა გაიხსენა „ჩელსიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელებს უთხრა, თუ რას უნდა ელოდნენ იტალიელი მწვრთნელისგან. მოგეხსენებათ, ამ თვეში კონტე ინგლისში დაბრუნდა, სადაც „სფურზი“ ჩაიბარა. ჩრდილო ლონდონელებს პორტუგალიელი თავკაცი ნუნუ ესპირიტო სანტო არ გამოადგათ და თანამდებობიდან მოხსნეს. ფაბრეგასი 34 წლისაა, „მონაკოში“ კარიერას ასრულებს. მისი აღწერით, კონტე არის ხელმძღვანელი, რომელსაც...
კონტეს დასვენება ერჩივნა
ანტონიო კონტე „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელად დაინიშნა. ახლა ის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ქვეყანაში მუშაობის უფლებასღა ელოდება და შემდეგ იმ ადგილიდან გააგრძელებს, სადაც მისი წინამორბედი ნუნუ ესპირიტუ სანტო გაჩერდა. ეს გახლავთ პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილი, 5 მოგებითა და 5 წაგებით — ფრის გარეშე. იტალიელმა „დეზებთან“ 18 თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულებაში, თანამშრომლობის 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივაცაა ჩაწერილი....
დეზების ახალი თავი
„გვიხარია გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა. კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, შესაძლო გახანგრძლივების პერსპექტივით“, – გვამცნობს „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ოფიციალური ვებ-გვერდი. „დეზების“ ხელმძღვანელობა იტალიელ სპეციალისტს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 180 მილიონ ევროს გამოუყოფს. ის 3-4 ახალი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს. მისი წლიური ჯამაგირი კი დაახლოებით 13 მილიონი გირვანქა იქნება. კონტეს ლონდონში მანამდეც უმუშავია....
კონტემ ტოტენჰემს პირობები დაუთქვა
წარსულში „ინტერის“, „ჩელსის“ და „იუვენტუსის“ თავკაცმა ანტონიო კონტემ ის პირობები გააჟღერა, რომელთა სანაცვლოდაც ლონდონურ „ტოტენჰემში“ მუშაობას დათანხმდება: 3-წლიანი კონტრაქტი წლიურად 15 მილიონი ევრო ხელფასით და 3-4 ტოპ-ტრანსფერი ზამთრის პაუზისას. მედიაში ისიც ითქვა, კონტეს „მანჩესტერი“ უფრო ესიმპათიურება და სულშერის მოხსნას ელისო, მაგრამ არ ხსნიან და რა ექნა?! ამ წუთისთვის „ტოტენჰემი“ 10 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მხოლოდ მერვე,...
სულშერს თავზე კონტე წამოადგა
„ოლდ ტრეფორდზე“ ჭორი დაირხა, რომ ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობას ებღაუჭება, თავს კი ანტონიო კონტეს აჩრდილი წამოადგა. „ლივერპულთან“ 0:5 განადგურების შემდეგ, კლუბში მას უკვე თავაზიან მხარდაჭერას აგრძნობინებენ, რაც ნამდვილ მხარში დგომას აღარ ჰგავს. თავმჯდომარეებმა ჯოელ და ავრამ გლეიზერებმა ორშაბათს აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდთან და მმართველ დირექტორ რიჩარდ არნოლდთან ერთად კრიზისისადმი მიძღვნილი საგანგებო სხდომა...
ნიუკასლი თავს ეძებს
რას აპირებენ ნიუკასლის უმდიდრესი მფლობელები ჯერჯერობით უცნობია, თუმც დიდი ამბები კია მოსალოდნელი. პრესაში უამრავი რამ იწერება – ტრანსფერებზე, მწვრთნელებზე და კლუბის უახლოეს გეგმებზე. გავრცელდა ხმა, რომ კლუბის მფლობელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანს განიხილავენ და ისინი ფრანგ სპეციალისტთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ. თუმცა, ნიუკასლელთა სამიზნე მარტო ფრანგი სპეციალისტი არ არის – ანტონიო კონტე, ბრენდან როჯერსი და...
შესანიშნავი შვიდეული ანუ ვინ შეცვლის არტეტას?
ლონდონის „არსენალმა“ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშება ორი მარცხით დაიწყო და ეს ტრანსფერებში დახარჯული სოლიდური ფინანსების ფონზე. პასუხისმგებლობას ყველა მთავარ მწვრთნელ მიკაელ არტეტას აკისრებს. მას ხუთი ტური მისცეს ვითარების გამოსასწორებლად, არადა ამ ხუთი მატჩიდან უახლოესი „ეტიჰადზე“ უწევს, „სიტისთან“… რა მოხდება, თუ არტეტამ შეუძლებელი ვერ შეძლო? უკვე ცნობილია იმ სპეციალისტთა ვინაობა, ვინც მის შემცვლელად მოიაზრება: 1. პაულუ...









