კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
არ გაიხადო!
ჩანაწერი

არ გაიხადო!

1 დეკემბერს მოსკოვში მომავალი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. ღონისძიება კრემლის იმ დარბაზში შედგება, სადაც უწინ კომპარტიის ყრილობები, საბალეტო წარმოდგენები და საახალწლო ნაძვის ხეები იმართებოდა, ხოლმე. ახლა, ცხადია, ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ის კომუნისტური „არომატი“ მაინც პოულობს ნაპრალებს. წილისყრას ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეწამყვანი გარი ლინეკერი და რუსი ჟურნალიტი მარია კომანდნაია წარუძღვებიან. პატარა სახალისო...

ერთი უკვე არის
ჩანაწერი

ერთი უკვე არის

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა შოთა მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პლანეტის უძლიერესები ანაჰაიმში შეიკრიბნენ და შეჯიბრების პირველივე დღეს ჩვენიანმა 62 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო ირგუნა. შოთა მიშველიძემ აკვრა-ატაცის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია და კონკურენტებისტვის მიუწვდომელი დარჩა. მიშველიძემ 135 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, 163 კგ. კი აკვრაში დააფიქსირა. ანაჰაიმში ჩვენებიდან შემდეგი 85 წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე გამოვა, 3...

დევდარიანი ლიანდაგიდან გადავიდა
ჩანაწერი

დევდარიანი ლიანდაგიდან გადავიდა

გიორგი დევდარიანისა და თბილისის „ლოკომოტივის“ გზები გაიყარა. ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა და წარმატებები – როგორც ხდება ხოლმე, ისეთი განცხადება გაკეთდა. დევდარიანი საინტერესო მწვრთნელია ქართულ სივრცეში. მასზე ხშირად ლაპარაკობენ. ბევრს მოსწონს, ბევრს – არა. „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც, მერე საქმეები აერია და ბოლო რვა-ათი თამაში პირწმინდად...

რუსებმა იაშინი მეტროში ჩაიტანეს
ჩანაწერი

რუსებმა იაშინი მეტროში ჩაიტანეს

რუსეთმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარადგინა. პოსტერის მთავარი ფიგურა მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია. პრეზენტაციის წამყვანები მომავალი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი მუტკო, ფიფას გენერალური მდივანი ფატიმა სამურა და რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი იყვნენ. საგანგებო სტუმრად კი იაშინს ქვრივი- ვალენტინა მიეწვიათ. პოსტერის დიზაინერი 50 წლის იგორ გუროვიცია....

რეცეპტი: შარდში გავურიოთ დოპინგი…
ჩანაწერი

რეცეპტი: შარდში გავურიოთ დოპინგი…

რუსეთის სპორტში დოპინგის გამო გახურებული სკანდალი მთავრობის ჰალსტუხიანებსაც მისწვდა. რუსეთის ვიცე-პრემიერს და საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვიტალი მუტკოს ხელი დაადეს – პირადად ითხოვდა ერთი უკრაინელი სპორტსმენის შარდში დოპინგის გარევასო, თქვა გრიგორი რადჩენკოვმის ვექილმა ჯიმ უოლდენმა. შეგახსენებთ, რომ რადჩენკოვი იყო მოსკოვის ანტი-სადოპონგო ცენტრის უსტაბაში. 2015 წელს დოპინგ სკანდალის აგორების შემდეგ აშშ-ში გადაიხვეწა, დღემდე იქ იმალება და ოკეანის...

სკორპიონსი საქართველოს ნაცვლად…
ჩანაწერი

სკორპიონსი საქართველოს ნაცვლად…

სერბები იმთავითვე ფავორიტად რომ ითვლებოდნენ, მგონი ეს ახალი არავისთვის უნდა იყოს. არც სერბები აკეთებენ რამეს მოსაჩვენებლად, პირდაპირ ამბობდნენ, კარგად მოგიგებთო. 20-30 ქულიან სხვაობას ფიქრობდნენ, თუმცა მაგრად კი ვეწინააღმდეგებოდი… „ალექსანდრ ნიკოლიჩის“ დარბაზში სერბ მეგობრებთან ერთად გახლდით და ჩვენი კალათბურთელების მსგავსად, პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, თანმხლებნი მეც გვარიანად მყავდა შევიწროვებული, მაგრამ… განახლდა შესვენების შემდეგ თამაში და ცალკე საქართველოს...

34!
ჩანაწერი

34!

დიდი წიოკია მოსალოდნელი დოპინგის გამო რუსულ ფეხბურთში. გრიგორი რადჩენკოვს აქვს  34 რუსი ფეხბურთელის – მათ შორის ნაკრების წევრები – სია, რომლებიც აკრძალულ პრეპარატებს იყენებდნენ და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ითამაშეს. ვინაა გრიგორი მიხაილის ძე რადჩენკოვი? ეს გახლავთ 59 წლის ქიმიკოსი, რომელიც მოსკოვის ანტი-სადოპინგო ლაბორატორიას  თავკაცობდა (2005-2015) და თავად იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც რუსი სპორტსმენების დოპინგიანი...

როინ IV
ჩანაწერი

როინ IV

თბილისში, „დინამო არენაზე“, თბილისის „დინამოსთან“!…  ქუთაისის „ტორპედომ“ ქვეყნის ჩემპიონის მეოთხე ტიტული ყველაზე პრინციპულ და უხერხულ მეტოქესთან მოიპოვა. ამაზე დამსახურებული, ამაზე საამაყო და გასახარი, „ტორპედოსთვის“,  აბა, სხვა რა უნდა მომხდარიყო?! … და გმირი: ქუთაისელთა მეკარე და კაპიტანი როინ კვასხვაძე! საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე მეტოქე ფორვარდის აუღებელი დარტყმულის ამღები და ბოლო წუთს პენალტის მომგერიებელი. ზეიმსა და...

ვალენტინობა
ჩანაწერი

ვალენტინობა

ცამეტკაცა რაგბში იღბლის ბორბალი თხუთმეტკაცაზე ჩქარა ტრიალებს. ამ უკანასკნელში, თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, ინგლისი რომ ტონგას 24:0-ს უგებდეს (3 ლელო + 3 გარდასახვა + ჯარიმა) და მატჩის მოგება სათუო გაუხდეს – უტოპიაა. ოკლენდში კი, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალში გასულმა ალბიონელებმა ნაკრების ისტორიაში ალბათ ყველაზე სათაკილო 7 წუთი ჩაატარეს და მხოლოდ ხსენებულ ბორბალს თუ...

გლადიატორები
ჩანაწერი

გლადიატორები

აღარ ვაკაკუნებთ! ვაბრახუნებთ! გაგვიღეთ ექვსი ერი! მეტი რა ვქნათ? ვიღას მოვუგოთ, რომ რაგბის მამებმა დააფასონ ქართველების წვლილი საერთაშორისო რაგბში?! სწორედაც წვლილი, რადგან სხვებისთვის თუ ეს პროფესიაა, ჩვენი ბიჭებისთვის უკვე ცხოვრების წესია. აშშ მაგარი გუნდია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სულ რეიტინგის ოცეულშია, მეორე ტაიმში მოგვეძალა, მაგრამ ვერკი გვძლია. მეთექვსმეტე მოთამაშესაც მადლობა – თითქმის სავსე „მიხეილ მესხმა“ ჩვენს...