საქართველოს ახალაგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პოსტი დატოვა. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მწვრთნელთან თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმებით გაწყდა. „ფეხბურთის ფედერაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით“. შეგახსენებთ, გია გეგუჩაძის თავკაცობით საქართველოს ახალგაზრდულმა...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
საქართველო ბოლოს პირველის ბოლოა
უეფამ ერთა ლიგის კალათები საბოლოოდ დაადგინა. საქართველოს ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო – მეოთხე ლიგის პირველ კალათაში მოხვდა. ამათ 2018 წლის 24 იანვარს, შვეიცარიულ ლოზანაში ოთხ ოთხგუნდა ჯგუფად გადაანაწილებენ. პირველადგილოსნები 2020-ის მარტში პლეი ოფს გაითამაშებენ და გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგა ახალი ტურნირია. მისი პირველი გათამაშება...
რონალდუ 5:5 მესი
წუხელ ეიფელის კოშკზე 2017 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებული, ცხადია, მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ცხადიაო, ვთქვით, რადგანაც უკვე დიდი ხანია ყველამ იცოდა ტრიუმფატორი ვინ იქნებოდა. რონულდუმ უკვე საგანგებო ბუცების დამზადებაც კი მოასწრო. პორტუგალიელმა წლეულს „რეალთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, უეფასა და ესპანეთის სუპერთასები. ასევე პორტუგალიის ნაკრებთან...
რუსებზე ზამთარმაც კი უარი თქვა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეისწავლა შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის, სამუელ შმიდის კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტები და რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2018 წლის პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთა. სხვა სიტყვებით, რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეის 43 ათასიან ქალაქში საასპარეზოდ ვერ ჩავა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიონგჩანგში რუსი სპორტსმენის ჭაჭანება არ იქნება. ზოგიერთ მათგანს ოლიმპიური დროშის ქვეშ შეეძლება გამოსვლა....
477!
ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და აგერ, უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი! ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ისეც მდიდარ კოლექციას ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროც შემატა. 105 კილოგრამზე ზემოთ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა ძალოსანმა ამჯერადაც დამაჯერებლად დასძლია – 477 სარეკორდო კილოგრამი ორი სახეობის ჯამში! ლაშამ ატაცში 220 კილოგრამიანი შტანგა ასწია, რაც ასევე ახალი მსოფლიოს რეკორდია! ამას ლაშამ აკვრაში 257 კგ....
ანასტასია!
ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონის მედალი მოუტანა. ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 265 კგ. დაძლია და პირველად საქართველოს ისტორიაში ძალოსან ქალთა ოქროს მედალი მოიპოვა. ანასტასია გოტფირდი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. უკრაინის ნაკრების მწვრთნელს გოტფრიდი არ სჭირდებოდა. აქამდე ის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის ვერცხლის მედლით იწონებდა თავს, ახლა...
სინონიმები: ცამეტკაცა – ავსტრალია
ძალა ერთობაშია. სანამ ლიგის რაგბის მსოფლიო თასზე დიდი ბრიტანეთი ერთიანი ნაკრებით გამოდიოდა, იგი გახლდათ ცამეტკაცას ჰეგემონ ავსტრალიის მთავარი თავსატკივარი, სამგზის ჩემპიონობით (1954, 1960, 1972) და ოთხგზის ფინალში გასვლით (1957, 1970, 1977, 1989–92). 1995 წლიდან რაგბი-ფეხბურთის ლიგის (RFL) მესვეურებმა დაასკვნეს, ინგლისი, შოტლანდია და უელსი ამას იქით მსოფლიო თასებზე ცალკე გუნდებად შევუშვათო და ნაწილებმა მთელი უკვე...
ქართველთა ყოფილი სარდალი ლივერპულზე ესპანელთა შესევის შესახებ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა (2008-09) არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა, რომელიც ორი წელიწადია ეგვიპტის ნაკრებს უდგას სათავეში, “მარკას” ინფორმაციით, განაცხადა, რომ მან დანამდვილებით იცის: მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ყიდვას ცდილობს. “დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ “რეალს” სალაჰის შეძენა უნდა. არადა ჩემი აზრით, მოჰამედი დღეს “ლივერპულში” ბრწყინვალედ გრძნობს თავს. ის შესანიშნავ გარემოშია”, — თქვა კუპერმა, რომელიც...
ჩხირი კედელს!
საქართველოს თასი „ჩიხურამ“ მოიგო! დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი საჩხერის „ჩიხურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად წარიმართა. შეხვედრა სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა საგოლედ რამდენიმე კარგი მომენტი ორივე კართან კი შეიქმნა. დასაწყისშივე საჩხერელთა მთავარმეგოლე დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლის გატანა მოახერხა, მარცხენა ფეხით კარისკერ ძლიერად დაარტყა, მაგრამ როინ კვასხვაძემ...
მსოფლიო რვად გაიყო
მსოფლიოს 2018 წლის წილისყირის დეტალებზე საუბარი კიდევ დიდხანს მოგვიწევს. აქ კი მხოლოდ მშრალ შედეგებს გადავხედოთ, ცხელ გულზე ფავორიტ-აუტსაიდერებზე ჩამოვყალიბდეთ – ანალიზი, შესეფასებები და კომენტარები კი მოგვიანებით იყოს… A ჯგუფი: რუსეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ურუგვაი B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, მაროკო, ირანი C ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, პერუ, დანია D ჯგუფი: არგენტინა, ისლანდია, ხორვატია, ნიგერია E ჯგუფი: ბრაზილია,...









