კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
კარუანამ ნეპომნიაშჩის ლონდონი დაავიწყა
ჩანაწერი

კარუანამ ნეპომნიაშჩის ლონდონი დაავიწყა

ამერიკის სახელით მოასპარეზე ფაბიანო კარუანა წლის დასკვნითი საჭადრაკო სუპერტურნირის, London Chess Classic-ის გამარჯვებული გახდა. მან კლასიკურ პარტიებში რუსი იან ნეპომნიაშჩის მსგავსად 9-დან 6 ქულა დააგროვა, თუმც მეტოქეს ტაი-ბრეიკში აჯობა და საპრიზო 300 ათასი დოლარიდან 62,5 ათასი მიითვალა. ამდენივე ერგო ნეპომნიაშჩის, რადგან საპრიზო ფონდის განაწილებისას მხედველობაში კლასიკური ჭადრაკის პარტაითა შედეგები მიიღება. ტურნირი ფიდე-ს რეიტინგ-ლისტის 10 ლიდერის...

მარსელის ბროლი
ჩანაწერი

მარსელის ბროლი

ფიონგჩანგის ოლიმპიადის ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა წავიდა და გახურდნენ თოვლსა და ყინულზე გაზრდილი ვაჟ-ქალებიც. ესენი ძირითადად ჩრდილოეთის ხალხია, ვინც ცხრიანში დარტყმას სხვაზე კარგად ვერ ახერხებენ, მაგრამ საშიშ ციცაბოზე ასორმოცით რომ დაეშვებიან, მათი ყურება იქნებ “ბარსა-შოუზე” ნაკლები არ იყოს – გემოვნების ამბავია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, ქართველებს, კობა წაქაძე გვყავს, ტრამპლინიდან ხტომის საბჭოთა მასშტაბის ვარსკვლავი. გვაქვს გუდაური და...

ევროპა ზამთრისთვის დაწყვილდა
ჩანაწერი

ევროპა ზამთრისთვის დაწყვილდა

ნიონში ჩემპიონათა ლიგის მერვედფინალებისა და ევროპის ლიგის 1/16 ფინალების წილისყა შედგა. შედეგად რამდენიმე ისეთი წყვილი გამოვლინდა, კაცი უკეთესს რას ინატრებ… სამწუხარო მხოლოდ ისაა, რამდენიმე სუპერგუნდი გათამაშებას ნაადრევად რომ უნდა ჩამოშორდეს… აგერ წყვილებიც: იუვენტუსი – ტოტენჰემი          ბაზელი – მანჩესტერ სიტი პორტუ  – ლივერპული სევილია – მანჩესტერი რეალი – პსჟ შახტარი – რომა...

გურჯაანი, განჯა… ანთალია
ჩანაწერი

გურჯაანი, განჯა… ანთალია

საქართველოს ნაკრები უახლოეს ამხანაგურ მატჩს 2 თებერვალს, ანთალიაში, აზერბაიჯანთან გამართავს. ჩვენები მეზობლებს აქამდე 6-ჯერ გაჯიბრებიან და ექვსივეჯერ ამხანაგურად. საქართველომ ორჯერ მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ორჯერ წააგო. საქართველოს აზერბაიჯანი თბილისში  ეროვნული გუნდების დონეზე არასდროს მიუღია – ერთი შეხვედრა გურჯაანში შედგა, მეორე – ქუთაისში. კახეთში ჩვენებმა 6:3 მოიგეს, იმერეთში – 1:0. ამათი კიდევ ორი შეხვედრა განჯაში...

… პელეა და, მერე მესი იქნება
ჩანაწერი

… პელეა და, მერე მესი იქნება

„ვილიარეალთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესის „ბარსელონას“ მაისურით თურმე უკვე 525-ე გოლი გაუტანია. ერთი კლუბის რიგებში გატანილი გოლებით არგენტინელი ლეგენდარულ ბავარიელ გერდ მიულერს გაუსწორდა და ეჭვი მაქვს, ჰერ გერდი მალე მდევრის როლში დარჩება. მიულერს საამდენგოლოდ 14 წელი დასჭირვებია და მორცხვმა არგენტინელმა 13 იკმარა. მათზე წინ ორად-ორი კაცია. პირველი არც მკითხოთ. პელემ „სანტოსის“ ფანობა 643-ჯერ აღაფრთოვანა!...

მამა, პირველი ხომ რაფაა?
ჩანაწერი

მამა, პირველი ხომ რაფაა?

შვეიცარიაში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს და მამაკაცთა შორის ტიტული მეუთვალავჯერ ერგო 36 წლის როჯერ ფედერერს, ვინაც წელს ორი „დიდი მუზარადი“ მოინადირა. კარიერის მანძილზე „მხიარულ როჯერს“ 19 „მუზარადი“ მოჰგროვებია და უფრო მეტი „მასტერსის“ ტიტული, მაგრამ უპრინციპულეს მეტოქესთან, 31 წლის რაფაელ ნადალთან ანგარიშში 15:23 მარცხდება. ეს იმის მიუხედავად, რომ წელს როჯერმა ოთხიდან ოთხჯერვე მიჩოგნა. ეტყობა, ამიტომაც იყო,...

ქართული კალათბურთის ახალი თავი – პაატა გურასპაული
ჩანაწერი

ქართული კალათბურთის ახალი თავი – პაატა გურასპაული

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად პაატა გურასპაული აირჩიეს. ის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განვალობაში უთავკაცებს. კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 27 დელეგატის 80 პროცენტმა ხმა სწორედ გურასპაულს მისცა, 2 პროცენტი კი შიო ხეცურიანს ერგო, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა. „ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩვენი კალათბურთი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და დღევანდელზე...

დარჩა პაატა!
ჩანაწერი

დარჩა პაატა!

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. ეს კი ნიშნავს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს პაატა გურასპაული დაიკავებს. ფედერაციის პირველკაცობისთვის სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე შიო ხეცურიანმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი უჭერდა მხარს განაცხადა, რომ მან და მისმა გუნდმა ვერ შეძლო იმ უსამართლობისა და განუკითხაობის დამარცხება,...

მოუს ბოთლები მოუქნიეს
ჩანაწერი

მოუს ბოთლები მოუქნიეს

მანჩესტერულ დერბიში “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო — ეს ყველამ ვნახეთ. აი, რა არ გვინახავს და ის ოცკაციანი ჩხუბი, რომელიც გასახდელებში და გასახდელებთან, ერთი სიტყვით ტრიბუნებს ქვეშ “იუნაიტედის” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ წამოიწყო და რომლის შედეგადაც თავად მოხვდა თავში წყლისა და რძის ბოთლები. ჩხუბი იმიტომ ატყდა, რომ მოურინიუ “სიტის” ოთახში შევარდა, მუსიკას მეტისმეტად ხმამაღლა უკრავთ და საერთოდაც,...

ცხადაძეს ირტიშმა დაუძახა
ჩანაწერი

ცხადაძეს ირტიშმა დაუძახა

კახა ცხადაძეს სამუშაოდ ისევ ყაზახეთში უხმობენ, ოღონდ არა ალმათის “კაირატში”, არამედ პავლოდარის “ირტიშში”. საქართველოს ნაკრების ექს -კაპიტანმა და ექს -მწვრთნელმა “კაირატში” ურიგოდ როდი იმუშავა, სუპერთასი მოიგო და მეორე ადგილზეც გავიდა. მერე აერია ვითარება, როცა მეორე სეზონი ვერ დაიწყო შედეგიანად. წინა სეზონში “ირტიში” ყაზახეთში მეოთხე ადგილზე გავიდა, რაც თითქოს ცუდი შდეგი არაა ამ კლუბისთვის, თუმცა მწვრთნელი...