საქართველოს ნაკრები უახლოეს ამხანაგურ მატჩს 2 თებერვალს, ანთალიაში, აზერბაიჯანთან გამართავს.
ჩვენები მეზობლებს აქამდე 6-ჯერ გაჯიბრებიან და ექვსივეჯერ ამხანაგურად. საქართველომ ორჯერ მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ორჯერ წააგო. საქართველოს აზერბაიჯანი თბილისში ეროვნული გუნდების დონეზე არასდროს მიუღია – ერთი შეხვედრა გურჯაანში შედგა, მეორე – ქუთაისში. კახეთში ჩვენებმა 6:3 მოიგეს, იმერეთში – 1:0. ამათი კიდევ ორი შეხვედრა განჯაში შედგა და ორიც ბაქოში. განჯაში ჩატარებული ორივე მატჩი ჩვენებმა 0:1 დათმეს, ბაქოს მატჩები კი ფრედ მორჩა.
შეგახსენებთ, ორივე გუნდი ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება, რომლის წილისყრაც 24 იანვარს შედგება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
