კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
პირინეული ფინალი
ჩანაწერი

პირინეული ფინალი

სამ ქვეყანაში დაწყებული ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში სრულდება, სადაც ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ფინალიც მოსალოდნელი მივიღეთ… პირველად მოედანზე ესპანელები და ხორვატები გავიდნენ. „ფურია როხას“ უპირატესობა დიდი იყო და ორი ბურთით დაწინაურდნენ. ხორვატებმა ბოლოსკენ მაინც დაძაბეს და სამი წუთით ადრე ერთი ბურთი გაქვითეს. მეტიც, გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყეს. საბოლოოდ, ესპანეთმა 2:1 მოიგო...

ორი ვერცხლი და ბრინჯაო
ჩანაწერი

ორი ვერცხლი და ბრინჯაო

ხორვატიაში დაიწყო სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში. ზაგრებში პირველი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმო. საქმეში ექვსი ქართველი ვიხილეთ, მათგან სამმა მედლი მოიპოვა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ ფინალში იასპარეზა და ირანელ სინა მაჰდი ჰალილთან 0:10 დამარცხდა; ფინალი დათმო 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ გამყრელიძემ, ჩვენებურს ამერიკელმა ჯეიმს კეკეისენმა 4:3 აჯობა; ბრინჯაოს მედალს დასჯერდა 65 კილოგრამ...

გვარდიოლა პოლიტიკაზე
ჩანაწერი

გვარდიოლა პოლიტიკაზე

მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და უკრაინასა და პალესტინაში გენოციდი ახსენა. „კაცობრიობის ისტორიაში არასდროს, არასდროს არ გვქონია ასეთი მკაფიო ინფორმაცია, როგორც ახლა: პალესტინაში გენოციდი, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მთელ მსოფლიოში – სუდანში, ყველგან. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. გვინდა თუ არა ამის დანახვა, ეს ჩვენი პრობლემაა, ხალხის პრობლემა. ეს ჩვენი პრობლემებია“.  

კანტე ფენერბაჰჩეში
ჩანაწერი

კანტე ფენერბაჰჩეში

თურქული კლუბის „ფენერბახჩეს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ალ-იტიჰადის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს ტრანსფერის შესახებ. „ზოგიერთ ამბავს დრო სჭირდება, მაგრამ ისინი დაუმთავრებელი არ რჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფენერბახჩეში“, ნგოლო კანტე“, – დაწერა კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ მედიაში. გარკვეული დოკუმენტური პრობლემების შემდეგ „ფენერბაჰჩემ“ და „ალ-იტიჰადმა“, როგორც იქნა, ფიფასგან ამ ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღეს. თურქულმა კლუბმა შემდგომში „ალ-იტიჰადის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერის...

რეალს ვიტინია უნდა
ჩანაწერი

რეალს ვიტინია უნდა

„რეალი’’ მომავალი სეზონიდან ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ამთავითვე აქტიურად ფიქრობს. ახალი არაფერია იმაში, რომ მადრიდელებს ცენტრალური მცველი სჭირდებათ, მაგრამ ბოლო დრის სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ცენტრალურ ნახევარმცველზე. „რეალი’’ 18 თვეა რაც ტონი კროოსს მისტირის. ამას გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის წასვლა დაემატა. მათ გარეშე დარჩენილ აურელიენ ჩუამენის, ედუარდო კამავინგას და ფედე ვალვერდეს...

80 წუთი უმცირესობაში
ჩანაწერი

80 წუთი უმცირესობაში

უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად, 8 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლო ორი გუნდი ავტომატურად ვარდება ლიგა 2-ში, ხოლო...

ჰაკიმის გაძევება, სხვა დუეს გოლი
ჩანაწერი

ჰაკიმის გაძევება, სხვა დუეს გოლი

„პარი სენ ჟერმენმა’’ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო „სტრასბურს’’ და ლიდერობა დაიბრუნა. პარასკევს „ლანსმა’’ „ლე ავრს’’ 1:0 აჯობა, შესაბამისად პარიზელთა ფეხის დაცდენის შემთხვევაში ლიდერობას შეინარჩუნებდა. ახლა, 21 ტურის შემდეგ პსჟ მეორეადგილოსანს ორი ქულით უსწრებს. „სტრასბურმა’’ თავის მხრივ მეხუთე ადგილზე ამაღლების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. სტუმრებმა ძნელად მოიგეს, 81-ე წუთამდე მოუწიათ ლოდინმა. მასპინძლებმა კი თამაში დიდი...

კარლოს ავსტრალიელი
ჩანაწერი

კარლოს ავსტრალიელი

კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობა პირველად მოიგო. გადამწტვეტ მატჩში ესპანელმა ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2:6; 6:2: 6:3; 7:5 დაამარცხა. პირველი სეტი ჯოკოვიჩმა წაიღო. კორტზე ძველი, დიდებული ნოვაკი იდგა, მაგრამ საქმეში ახალგაზრდული ენერგია და შემართება ჩაერთო და 22 წლის ესპანელმა 38 წლის სერბს სამი სეტი ზედიზედ მოუგო და მელბურნში პირველად იმარჯვა. მსოფლიო რეიტინგის...

ჟორჟის წყნარი შეხვედრა
ჩანაწერი

ჟორჟის წყნარი შეხვედრა

„ის იზოლირებული იყო. სულ ორიოდ ვარიანტი ჰქონდა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა’’, ― დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „ვილიარეალმა’’ 22-ე ტურის შეხვედრაში პამპლონაში „ოსასუნასთან’’ 2:2 ითამაშა. სტუმართაგან ორივე გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა. მორენოს ერთ შეხვედრაში ორჯერ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი. ამრიგად, „ვილიარეალი’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. ზედიზედ...

ჩვენი რჩეული – ხვიჩა!
ჩანაწერი

ჩვენი რჩეული – ხვიჩა!

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად, გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგად დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებს და სპორტის ჩინოსნებს, ასოციაციამ კლუბ „რესპუბლიკაში“ უპასპინძლა. აი, ჩვენი რჩეულებიც: საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (ძიუდო) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ნინა თიბილაშვილი (ფარიკაობა) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები საუკეთესო მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო)...