საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მე-18 ჩემპიონობის მოპოვებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. შვეიცარიის ქალაქ ივერდონის „სტად მუნისიპალზე“ იტალიელი მარკო ბორტოლამის მიერ დამოძღვრილმა ბორჯღალოსნებმა შვეიცარიელ „ედელვაისებს“ მთლად შარშანდელივით 110:0 ვერა, მაგრამ 54:3 კი მოუგეს. 2026 წლის გათამაშების სტარტზე საქართველოს ნაკრებში დებიუტი ერთბაშად 5 მორაგბეს ჰქონდა. ნიკოლოს რეხვიაშვილი და ოთარ მეტრეველი სულაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ამ...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ესპანეთი მერვედ…
ფუტსალში ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა. „ფურია როხამ“ ფინალში ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალია 5:3 დაამარცხა და „ბებერი კონტინენტის“ პირველობა მერვედ მოიგო. ესპანეთი მატჩის დებიუტში ორი ბურთით იგებდა, პორტიგალიელებმა ხუთ წუთში კი გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმი მაინც ესპანეთმა მოიგო – 3:2. შესვენების შემდეგ პორტუგალიამ ისევ გაათანაბრა და ტიტულის შენარჩუნებას დაუმიზნა. თუმცა, ესპანეთი უკეთესი იყო – პერესმა...
იამალის დაბრუნება
ლამინ იამალი მწვერვალზე დაბრუნდა! ეს უკვე ნაღდია. ამას მადრიდულმა „მარკამაც’’ მიუძღვნა წერილი. „ბარსელონას’’ ვარსკვლავი სექტემბერ-ოქტომბერში ტრავმამ ამოაგდო კალაპოტიდან, მაგრამ გუშინ მის მიერ ლა ლიგის 23-ე ტურში „მალიორკასთვის’’ გატანილი გოლი ჩემპიონატის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ზედიზედ მეხუთე გამოდგა. „ბარსამ’’ „მალიორკას’’ 3:0 მოუგო. ხსენებულ სერიაში პირველი გუნდი, რომელსაც 18 წლის ბარსელონელმა გოლი გაუტანა იყო „ოვიედო’’....
ლე კლასიკი -ბარკოლას შანსი
დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრით, ეგრეთწოდებული „ლე კლასიკით’’ დამთავრდება. შეხვედრას საჩემპიონო ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პარიზელებს გამოუჯანმრთელდათ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ფრანგული პრესის საერთო აზრით „ლე კლასიკში’’ თავიდანვე არ ითამაშებს. ლუის ენრიკეს ჩვეულების შესაბამისად ის სავარაუდოდ მე-60...
სამი გიორგი ერთ მეცში
„მეცის’’ შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. მართალია ისინი მოედანზე ერთად არ იყვენ და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სამივეს მონაწილეობა ფორმალური იყო, რადგან გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა, რომ 2026 წლის 6 თებერვალს, ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლილის’’ წინააღმდეგ სამმა ქართველმა ითამაშა. „ლილი’’ ჩემპიონთა...
მამუს მოგება, გოგას მოგება
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ… სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ 123:107 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.18 წუთი გაატარა. მამუმ 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ეს...
ფიფამ ახალი შეჯიბრება მოიგონა
ყველამ იცის, რომ წლეულს აშშ-ს, მექსიკისა და კანადის სტადიონებზე მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება, ხოლო ის, რომ ფიფას გადაწყვეტილებით კიდევ ერთი გლობალური შეჯიბრება, FIFA Series 2026 მზადდება, ნაკლებად არის ცნობილი. ეს უცნაური ტურნირი 6 კონფედერაციის 48 ნაკრებს მოუყრის თავს. მასში ფაქტობრივად მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის წევრთა მეოთხედი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება გეოგრაფიულად უფრო ვრცელ ფართობზე გაშლილი შეჯიბრება, რომელშიც...
ტორონტო მეექვსემდე დაქვეითდა
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზსთან“ 126:128 დამარცხდა. მამუკელაშვილი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მაინც ბევრი სათამაშო დრო მიიღო. მან 31.34 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ხუთი ორქულიანიდან სამი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან – ორი, ორივე საჯარიმო კი ზუსტად ისროლა. პასივში ერთი დაკარგვა...
დეშამი: თქვენ გინდათ, რომ მბაპემ 11 კილომეტრი ირბინოს?
უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ „რეალის’’ ფეხბურთელები ბევრს არ დარბიან. ამ მხრივ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს კილიან მბაპეს, რომელიც ახალი მწვრთნელის ან უფრო სწორად დროებითი მწვრთნელის ალვარო არბელოას ხელში ხელშეუხებელია ― მიმდინარე სეზონში, 30 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. მბაპემ უბურთოდ მუშაობას ჩაბი ალონსოს დროს, განსაკუთრებით მისი თავკაცობის ბოლო კვირებში მოუკლო, თუმცა ეს ამბავი...
ვინ უკაპიტნებს მეცს ხვალ?
სამი გიორგის, წიტაიშვილის, აბუაშვილის და ახლა უკვე ქვილითაიას „მეცში’’ რაღაც ხდება ― კაპიტანი შეცვალეს. ოთხშაბათს „ბროწეულისფერთა’’ ახალმა მწვრთნელმა ბენუა ტავენომ განაცხადა, რომ 29 წლის გოტიე ეინს სამკლავური ჩამოერთვა. „დიახ, ასე გადაწყდა. ჩვენ ანჟედან (სადაც „მეცმა’’ 0:1 წააგო) კვირა საღამოს დავბრუნდით, კლუბის მენეჯმენტი ამ საკითხზე სალაპარაკოდ ორშაბათს შეიკრიბა, მიიღო გადაწყვეტილება და მე საქმის კურსში სამშაბათს დილით...









