„ლე კლასიკი’’ ისე არ ჩაივლის სკანდალი რომ არ მოჰყვეს. კვირას, „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ იოლად მოუგო 5:0, მაგრამ სტადიონზე თამაში მცირე ხნით მაინც შეწყდა, რადგან ტრიბუნები სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ყველაზე დიდი სკანდალი მოჰყვა უზარმაზარ ბანერს, რომელიც ულტრასებმა გამოფინეს. რა არის ამ ბანერში შეურაცხმყოფელი? ამისათვის გავარჩიოთ რა წერია და რა არის გამოსახული მასზე....
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ჟორჟის მაგარი თამაში
AS: „მიქაუტაძე სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. მისმა გოლმა „ვილიარეალი’’ დააწინაურა. მას კიდევ შეეძლო გატანა. ის საკვანძო ფეხბურთელი უნდა გახდეს. უკეთ უნდა ათამაშდეს’’. ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ შინ 4:1 მოუგო „ესპანიოლს’’. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში გახსნა და 55-ე წუთზე ალბერტო მოლეიროს საგოლე პასი მიაწოდა. ბევრმა გამოცემამ ის სამართლიანად დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. „მარკამ’’ კი...
მიქაუტაძემ ესპანიოლს ნახევარბრუნში გაუტანა [VIDEO]
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლს“ შეხვდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი 73-ე წუთზე შეცვალეს. გოლი კი შესანიშნავი გამოვიდა…
სექტემბრიდან ბაშაქშეჰირში
საბა ხარებაშვილის ტრანსფერი თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ბაშაქშეჰირში“ თბილისის „დინამომ“ ოფიცილიურად დაადასტურა. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული და ხარებაშვილი თურქულ კლუბში სექტემბრიდან გადავა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლის ივლისამდე გაფორმდა. 17 წლის მარცხენა მცველი „ბაშაქშეჰირმა“ უკვე წარადგინა. საბა ხარებაშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2024 წელს კი ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა...
სასაცილო ადგილი
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, საუდის არაბეთის ლიგაში ალ-ნასრის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. „საუდის არაბეთის ლიგა სასაცილო ადგილია, რადგან კრიშტიანუს მისვლამდე არავის სმენია მათ შესახებ და ახლა ისინი პატივს არ სცემენ იმ ადამიანს, რომელმაც მათ მსოფლიო აღიარება მოუტანა. პირდაპირ გეტყვით: თუ კრიშტიანუ ხვალ წავა, ამ ლიგას არავინ უყურებს“, – თქვა გერმანელმა...
ისტორიამდე არ მიგვიშვეს
მილანი – კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიის დაწერამდე მცირედი დააკლდა. აქამდე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოგვიპოვებია. შანსი გაჩნდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეებიც უკეთესები იყვნენ, ნაკლები შეცდომები დაუშვეს და მედალმდე არ მიგვიშვეს. 10 გუნდიდან ფინალში გადავიდა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო. რითმულ ცეკვებში...
მამუს 17
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „ინდიანა პეისერსს“ 122:104 მოუგო. კანადური კლუბის გამარჯვებაში ჩვენებურმა სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21.39 წუთი გაატარა. სანდრომ 17 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს,...
როგორ ითამაშა ალისონმა?
„ლივერპული’’ შინ „მანჩესტერ სიტისთან’’ დრამატულად დამარცხდა – 1:2. 74-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ საუცხოო საჯარიმო დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, ათ წუთში ბერნარდო სილვამ ერლინგ ჰოლანდის პასით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3 წუთზე თავად ჰოლანდმა გაიტანა პენალტი, რომელიც მერსისაიდელთა მეკარე ალისონის უხეშობის გამო დაინიშნა. ამის შემდეგ, თამაშის გადარჩენას მოწყურებულმა ალისონმა თავისი საჯარიმო მოედანი მიატოვა, წინ წავიდა და იქ იმდენ...
ფრანგებს დემბელეს, ჩვენ კი კვარას დაბრუნება გვახარებს
„ლე კლასიკს’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის მთავარი თამაში ჰქვია, მაგრამ ამჯერად მოსაყოლი ბევრი არაფერია. მასპინძელმა „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ პირველიდან ბოლო წუთამდე აჯობა და სულ ეს იყო. სხვა საქმეა, რომ ფრანგული მედიისთვის მათი ნაკრების ვარსკვლავის, „ოქროს ბურთის’’ მფლობელი ოსმან დემბელეს ჩინებული თამაში იყო მნიშვნელოვანი, ხოლო საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელებას, კარგ თამაშს და საუცხოო გოლს აღვნიშნავთ –...
დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ შეხვდა და 5:0 დაამარცხა. პარიზელთა შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, 4 წუთში კი აი, ასეთი გოლი გაიტანა…


![Giorgi-MIkautadze1 მიქაუტაძემ ესპანიოლს ნახევარბრუნში გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/02/Giorgi-MIkautadze1.jpg)






![Khvicha Kvaratskhelia დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1.jpg)