AS: „მიქაუტაძე სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. მისმა გოლმა „ვილიარეალი’’ დააწინაურა. მას კიდევ შეეძლო გატანა. ის საკვანძო ფეხბურთელი უნდა გახდეს. უკეთ უნდა ათამაშდეს’’.
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ შინ 4:1 მოუგო „ესპანიოლს’’. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში გახსნა და 55-ე წუთზე ალბერტო მოლეიროს საგოლე პასი მიაწოდა. ბევრმა გამოცემამ ის სამართლიანად დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
„მარკამ’’ კი „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ უწოდა გუნდი, რომელიც მუსრს ავლებს იმ მეტოქეებს, რომლებიც ევროპულ შეჯიბრებებში არ მონაწილეობენ. . მართლაც, „ვილიარეალის’’ სტატისტიკა არა-ფავორიტებთან შთამბეჭდავია. მარსელინოს გუნდმა მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრიდან 12 მოუგო გუნდებს, რომლებიც ევროთასებზე არ თამაშობენ. ერთადერთი ფრე მან წინა ტურში პამპლონაში „ოსასუნასთან’’ ითამაშა.
რაც შეეხება მიქაუტაძის შეფასებებეს:
flashscore: 8.5 (საუკეთესო შეფასება ორივე გუნდში); sofascore: 8.7 (მეორე შეფასება თანაგუნდელი პეპეს მერე); whoscored: 8.5 (მეორე შეფასება თანაგუნდელი პეპეს მერე); fotmob: 8.6 (საუკეთესო შეფასება ორივე გუნდში).
23 ტურის შემდეგ „ვილიარეალს’’ „ატლეტიკოს’’ ტოლად 45 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამ ორი გუნდის შეხვედრა 24 მაისს, ბოლო ტურში ვილიარეალში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
