„პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებათა სერია „რენმა’’ შეწყვიტა ― 3:1. საფრანგეთის ჩემპიონს ლიგა 1-ში ბოლო შვიდი მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ ბრეტონის წვიმიან ამინდში მობილიზებულ და მოწადინებულ მასპინძლებთან ვერაფერს გახდა. „რენმა’’ თავიდან ძელს გაარტყა ბურთი. შემდეგ ალ ტამარიმ გამოიჩინა თავი აქტიურობით, ხოლო 34-ე წუთზე გოლითაც. 69-ე წუთზე ესტებან ლეპოლიმ მეორე გოლი გაიტანა. 72-ზე ოსმან დემბელემ სხვაობა შეამცირა,...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
დემბელე გაბრაზდა! ლუის ენრიკე გაბრაზდა!
რენში 1:3 მარცხით გაწბილებულმა ოსმან დემბელემ Ligue 1+თან ინტერვიუში ბრაზი ვერ დამალა. როგორც ჩანს 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ ლაურეატს თანაგუნდელებმა მოუშალეს ნერვები. „ძალიან ცუდად დავიწყეთ, – თქვა პარიზელთა ერთადერთი გოლის ავტორმა, – მეტი ჟინის გამოვლენა გვმართებდა. ჩვენ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ უნდა ვთამაშობდეთ. თუ მარტო საკუთარი თავისთვის ვითამაშებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ასე ტიტულს ვერ მოვიგებთ. შარშან ჯერ...
მაიკლ ო’ნილი: საქართველო ალბათ ყველაზე უცნობი გუნდია, მაგრამ…
ჩრდილო ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი მაიკლ ო’ნილი ამბობს, რომ ერთა ლიგის B2 ჯგუფში იოლი თამაშები არ იქნება ― ბრიუსელში ჩატარებულმა კენჭისყრამ ერთად შეყარა უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილო ირლანდია. ერთა ლიგამდე, რომლის გათამაშებაც სექტემბერში იწყება, ჩრდილო ირლანდიელებს მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფში უწევთ იტალიასთან შეხვედრა. ამ ბრიტანულ გუნდს მუნდიალზე 1986 წლის შემდეგ არ უთამაშია. რაც შეეხება ერთა...
უნგრელები საქართველოს ნაკრებზე
უნგრულმა გამოცემამ „ნემზეთი შპორტმა’’ (ეროვნული სპორტი) ერთა ლიგის კენჭისყრას მიუძღვნა რამდენიმე წერილი: B2 ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია. უნგრელმა ჟურნალისტებმა დაახასიათეს თავიანთი ნაკრების სამივე მეტოქე. საქართველოს ნაკრების დახასიათებას მისი ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის კომენტარიც დაურთეს. გაზეთმა, რომელიც უნგრეთში 1903 წლიდან გამოიცემა დაწერა: „ბევრს ახსოვს საქართველოს ნაკრების ფანტასტიკური გამოსვლა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე....
მარკო როსი: საქართველო რთულ მეტოქედ მიმაჩნია
ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B2 ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილო ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან ერთად. წილისყრის შედეგებზე უნგრულ „ნემზეთი შპორტთან’’ ინტერვიუში თავისი აზრი გამოთქვა უნგრეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა 61 წლის მარკო როსიმ. „კარგია, რომ არ შევხვდით ისეთ ძლიერ გუნდებს როგორებიც არიან შვეიცარია და ავსტრია, მაგრამ ჯგუფში მაინც ძლიერი მოწინააღმდეგეები...
ვიეირამ ერთა ლიგის მეორე ჯგუფში ჩაგვსვა
ბრიუსელში ერთა ლიგის მეხუთე გათამაშების წილისყრა გაიმარტა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ. კალათიდან ბურთულები ფრანგმა პატრიკ ვიეირამ ამოიღო და გაირკვა, რომ: ერთა ლიგის 2026-27 წლების სეზონში ჩვცენი ნაკრები B დივიზიონის მეორე ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები იქნებიან. წილისყრის სრული შედეგებია ასეთია: A დივიზიონი A1 ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, თურქეთი...
რეალმა სუპერლიგის პოროექტი მოკლა
სუპერლიგის ყბადაღებული პროექტი ჩაფლავდა. გასულ შაბათს მასზე „ბარსელონამ’’ თქვა უარი, ახლა კი „რეალიც’’ შეუერთდა. ოთხშაბათს მადრიდელებმა გაავრცელეს განცხადება რომელშიც წერია, რომ უეფასთან პრინციპულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და როგორც კი ის საბოლოო დოკუმენტად გადაიქცევა, ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებულ ყველანაირ ლაპარაკს წერტილი დაესმება. „მრავალთვიანი დისკუსიის შედეგად, რომელიც ევროპული ფეხბურთის ინტერესებს ითვალისწინებდა უეფა, ევროპის საფეხბურთო კლუბების გაერთიანება და „რეალი’’...
მარსელში დე ძერბის გამოეტირნენ
ის, რაც ყველამ იცოდა, ოფიციალურად დადასტურდა: რობერტო დე ძერბი „მარსელის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი საფრანგეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში 2024 წლის ზაფხულში დიდი ამბიციით ჩავიდა, მაგრამ ბოლოხანს გუნდს ზედიზედ ისეთი ცუდი შედეგები ჰქონდა, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კლუბის ხელმძღვანელობისთვის და კერძოდ პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთვის ბოლო წვეთი „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:5-ის წაგება გამოდგა....
არ დავნებდებით
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა კომოსთან იტალიის თასის მეოთხედფინალში პენალთებით 6:7 დამარცხების შესახებ. „ბიჭები უნდა შევაქო, რადგან ჩვენს ამჟამინდელ პოტენციალს ვაჭარბებთ. ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს და ამის მიუხედავად, შესანიშნავ შედეგებს ვაჩვენებთ. ერთ კალენდარულ წელს სკუდეტოც და ქვეყნის სუპერთასიც მოვიგეთ და დღევანდელი დღე ძალიან იმედგამაცრუებელია, რადგან პენალტების სერიაშიც კი შეგვეძლო გასვლა შემდეგ რაუნდში. ნებისმიერ გუნდს...
დე ძერბი შაბათს მარსელში აღარ იქნება
მარსელში რობერტო დე ძერბისთან დაკავშირებული ვითარება რთულდება. მართალია გუნდმა თასის გათამაშებაში „რენი’’ 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ წააგო რა „ბრიუგესთან’’ (0:3), 2:2 ითამაშა „პარიზთან’’ და 0:5 განადგურდა „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’. ასეთმა შედეგებმა იტალიელ მწვრთნელს წყალი შეუყენა. ყველაზე დიდი დარტყმა რასაკვირველია პსჟ-თან წაგება იყო. მატჩის შემდეგ დე ძერბიმ ჟურნალისტებს...









