საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 27 თებერვალს დანიის ნაკრებთან სტუმრად, კოპენჰაგენში, ხოლო 2 მარტს – თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს. ამ მატჩებისთვის ეროვნულ გუნდს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე – მარკის რიდი შეუერთდება. რიდი თურქული „ტრაბზონსპორის“ უკანახაზელია. იგი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე, 2024/25 წელს კი FIBA Europe Cup-ის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა და თურქეთის...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ვინისიუსი: კილიანს ყოველ ზაფხულს ვურეკავდი
ვინისიუს ჟუნორი 18 თვის განმავლობაში მოედანზე თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ ბოლოხანს ისევ ძველ ვინის მოგვაგონებს. რამდენიმე კვირაა ბრაზილიელი კარგად თამაშობს, რაც „რეალის’’ გულშემატკივარს ახარებს, რადგან უკვე ხშირად ისმოდა ლაპარაკი მისი მადრიდიდან წასვლის შესახებ. ვინისუსს ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისში ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი ჯერ არაფერი ისმის. ამის მიუხედავად AS-თან ინტერვიუში ფეხბურთელმა თქვა, რომ...
პარი სენ ჟერმენს ისევ ხილი ერგო
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ პირველი შეხვედრის მსაჯად 43 წლის ესპანელი ხესუს ხილ მანსანო დანიშნა. მანსანოს ასისტენტებიც ესპანელები იქნებიან. შეხვედრა სამშაბათს, 17 თებერვალს მონაკოში „სტად ლუი მეორეზე’’ გაიმართება. სტატისტიკა ამბობს, რომ ეს არბიტრი უკვე პსჟ-ს მეექვსე თამაშს მოემსახურება. პირველად მისი და პარზელთა გზები 2021 წელს გადაიკვეთა, ხოლო ბოლოს ხილ მანსანომ...
დიდი კრიზისი მარსელში
„მარსელში’’ სერიოზული ძვრებია: მწვრთნელის რობერტო დე ძერბის გაშვების შემდეგ თანამდებობა დატოვა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ, სპორტულმა დირექტორმა მეჰდი ბენატიამ. მაროკოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც ის გულშემატკივარს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს უხსნის. ბენატიამ დაწერა, რომ კლიმატი, რომელიც კლუბის გარშემო შეიქმნა გაუსაძლისი გახდა. ზეწოლამ, რომლის ქვეშაც „მარსელი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბრიუგესა’’ და ლიგა 1-ში „პარი სენ ჟერმენთან’’...
61:12 ამსტერდამიდან
საქართველოს ბორჯღალოსნებმა ამსტერდამის ეროვნული სარაგბო ცენტრის მომცრო სტადიონზე იქაური ნაკრები 61:12 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ „ა“ ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნეს. პირველ ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, რომელიც არსებითად უფრო მაღალი დონის გუნდია, ამდენად 5 გატანილი ლელო და არცთუ დიდი სხვაობით – 33:51 მარცხი ერთგვარ მოულოდნელობად ჩაითვალა. პირველი ტაიმის საწყისი 15...
ლანსმა პარი სენ ჟერმენს გაასწრო
მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა’’ „რენთან’’ 1:3 წააგო, „ლანსს’’ ლიგა 1-ის ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩრდილოელებმა „პარკ დე პრენსის’’ გვერდით მდებარე „სტად ჟან ბუენზე’’ 5:0 მოუგეს დედაქალაქის მეორე გუნდ „პარიზს’’. კარგად ესმოდათ რა შეხვედრის მნიშვნელობა პიერ საჟის ბიჭებმა თამაში სწრაფად დაიწყეს. უკვე მერამდენედ გამოავლინა ეფექტურობა ფლირიან ტოვენისა...
ილია ზაბარნი სასტიკი კრიტიკის ქვეშ მოექცა
ილია ზაბარნი „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბორნმუთისგან’’ 63 მილიონ ევროდ იყიდა. საფრანგეთის დედაქალაქის კლუბს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი ცენტრალური მცველი მყისიერად გახდებოდა მარკინიოსის კონკურენტი და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებდა ადგილს. Maxifoot-ის თქმით, 23 წლის ახალწვეული მეტწილად წარუმატებლად თამაშობს. ბოლო შეხვედრაში, რომელიც ჩემპიონმა რენში 1:3 წააგო, ზაბარნი კვლავ გუნდის ერთ-ერთი სუსტი რგოლი გამოდგა. მან რამდენჯერმე წააქცია მოწინააღმდეგე, რის...
მარკა: ბურთი იხელთა და სასწაული შექმნა
AS: „ქართველმა პირველივე შანსი გამოიყენა. ისარგებლა იმით, რომ ბურთი ძელს მოხვდა, ფეხბურთელები კი საჯარიმოში ხელსაყრელად იყვნენ განლაგებულები. ამას მას დავიდ სორიასთვის გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა’’. ჟორჟ მიქაუტაძის მიერ „ხეტაფესთან’’ შეხვედრის 76-ე წუთზე გატანილი გოლის ასეთი აღწერა „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის საუცხოო თამაშს აუბრალოებს, მაგრამ იგივე გამოცემა მატჩის მიმოხილვას ასე იწყებს: „ხეტაფემ’’ ოქროს გამარჯვება მოიპოვა (2:1) რაც იმას...
შევიდა და გაიტანა [VIDEO]…
ესპანეთის ლა ლიგაში „ხეტაფესა“ და „ვილიარელის“ მატჩში გიორგი მიქაუტაძე მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და რამდენიმე წუთში გოლიც გაიტანა… საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულა…
ნიკას მეათე
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ვაჟთა ინდივიდუალური ტურნირი, სადაც ნიკა ეგაძემ მე-10 ადგილი დაიკავა. ნიკა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალში ბევრად უკეთ ისრიალა და 175.16 ქულით მეშვიდე შედეგი აჩვენა. ორი დისციპლინის შემდეგ ეგაძეს 260.27 ქულა მოუგროვდა, რაც მე-10 ადგილისთვის ეყო. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენებურს არ ჰქონდა ისეთივე გამოსვლა, როგორიც ევროპის...








![Georgi-Mikautadze-11111 შევიდა და გაიტანა [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/01/Georgi-Mikautadze-11111.jpg)
