დაიწყო წყალბურთელთა კონფერეს ლიგა, სადაც ორი ქართული გუნდი გამოდის – თბილისის „აპოლო“ და „დინამო“. „აპოლო“ C ჯგუფშია, სადაც მეტოქედ უნგრული „ჰონვედი“ ჰყავდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. თუმცა, საბოლოოდ, პენალტებში 19:20 დამარცხდა. „აპოლომ“ კარგად დაიწყო და მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ორჯერ ოთხი ბურთით დაწინაურდა, დიდ შესვენებაზე კი, სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა. ბოლო ნაწილი უნგრელებმა უკეთ ჩაატარეს: მესამე მეოთხედში...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
მარსელს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია: „მარსელის „ოლიმპიკს’’ ჰაბიბ ბეიე გაწვრთნის. კლუბმა გამოაცხადა, რომ რობერტო დე ძერბი ფეხბურთის 48 წლის სპეციალისტმა შეცვალა. ბეიე ბოლოს „რენში’’ მუშაობდა, საიდანაც დაახლოებით მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც დე ძერბი „მარსელიდან’’. სენეგალის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზღვისპირელებთან 2027 წლის ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. ის დაუბრუნდა კლუბს, რომელშიც 2003-07 წლებში თამაშობდა და რომლის...
მიქაუტაძემ ვილიარეალს მოაგებინა
AS: „ქართველმა მერვე გოლი გაიტანა. ყოველთვის, როდესაც ის მეტიუ რაიანის საჯარიმოში შედიოდა, ხიფათს ქმნიდა. ავსტრალიელმა მეკარემ საუცხოოდ მოიგერია მისი დარტყმული მაღალ კუთხეში, ხოლო დელამ კიდევ ერთ ეპიზოდში კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, რითაც კიდევ ერთი გოლის შეგდების შესაძლებლობა არ მისცა. მოედანზე ის იყო ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი’’. ასეთი გახლდათ ქართველი თავდამსხმელისთვის ვალენსიაში გამართული მე-16 ტურის თამაში „ლევანტესა’’...
მიქაუტაძე: ზედიზედ მესამედ…
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ სტუმრად „ლევანტეს“ ეთამაშება. შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. იხილეთ ვიდეო:
ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს
„ბენფიკას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ კომენტარი გააკეთა რასობრივ სკანდალზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდის პირველ მატჩში მადრიდის „რეალთან“ თამაშისას მოხდა. სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს. „ორივე მხარეს მოვუსმინე. ვინისიუსი ერთს ამბობს, პრესტიანი კი სრულიად სხვას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ობიექტურობა შევინარჩუნო და არ ვაპირებ რომელიმე მხარის დაჭერას. ინციდენტამდე კარგი ფეხბურთი ვნახეთ. „ბენფიკამ“ ძლიერად დაიწყო, თუმც მადრიდელებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს“....
ვინისიუსმა იჩივლა, მაიმუნი დამიძახესო
ლისაბონში სკანდალი ატყდა. „ბენფიკასა’’ და „რეალის’’ შეხვედრაში მადრიდელების ბრაზილიელ ვარსკვლავს ვინისიუს ჟუნიორს სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ვინისიუსის გოლით 1:0 მოიგეს. მადრიდელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე გაიტანა. მან ოსტატურად ითამაშა და შემდეგ გოლი იზეიმა, მაგრამ მსაჯის აზრით გამოხატვაში გადააჭარბა და ყვითელი ბარათით დასაჯა. როდესაც...
კვარას რვა მცდელობა
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად „პარი სენ ჟერმენმა’’ მონაკოში 3:2 მოიგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა, რომელიც ლუი მეორის სახელობის სტადიონზე გაიმართა და რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო. პარიზელთა მთავარი გმირი რასაკვირველია დეზირე დუე გახლდათ. ის მოედანზე 27-ე წუთზე ოსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა და შესვენებამდე ერთი თვითონ გაიტანა, ხოლო მეორე აშრაფ ჰაკიმის გაატანინა....
ბარსა მორიგ წაგებას მსაჯს არ აბრალებს
„ბარსელონამ’’ ჟირონაში უპირატესობა გაუშვა ხელიდან და წააგო – 1:2. ესპანური პრესა თანხმდება, რომ უპირველეს ყოვლისა მდგომარეობა თავად „ბლაუგრანამ’’ გაირთულა, შემდეგ კი იყო მსაჯის რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება. ეს კატალონიელთა მთავარი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემა გამოდგა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა პენალტი გაარტყა ძელს. პლუს „ბარსა’’ დაცვაში თამაშობდა ძალიან ცუდად. ამიტომაც თქვა მატჩის შემდეგ...
ლუის ენრიკე: იქნებ მეკარის გარეშე ვითამაშო
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩის წინ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელს ლუის ენრიკეს არ აშფოთებს ოსმან დემბელეს კომენტარი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რენში წაგების შემდეგ გააკეთა. მას პსჟ-ს თამაშის ხარისხი აინტერესებს. ესპანელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. – პსჟ-ს ჰყავს აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში, ძალიან აქტიური განაპირა მცველები. ამით თქვენი გუნდი...
ისტორია ზამთარში
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ისტორიული მედალი მოიპოვა და ეს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა მოახერხა. ფიგურულ ციგურაობის სპორტულ წყვილებში საქართველოს წარმომადგენლები მეორე ადგილზე გავიდნენ. მეტელკინა-ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგაც მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ ყველაფერი თავისუფალ პროგრამას უნდა გადაეწყვიტა, სადაც ჩვენებმა მცირე ხარვეზებით, მაგრამ დამაჯერებლად ისრიალეს და ისტორია დაწერეს. მეტელკინა-ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში...









