საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა’’ „ლავალს’’ 2:1 მოუგო. შეხვედრა მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო: ბენ ოლდმა ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდა, ილიე არაჯმა კი ხელით ითამაშა. მსაჯმა სამართლიანად დანიშნა პენალტი, რომელიც დავითაშვილმა გაიტანა. ქართველი თავდამსხმელის გოლმა „ჟოფრუა გიშარზე’’ შეკრებილი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. პირველ ტაიმში „სენტ ეტიენი’’ მოწინააღმდეგეს სჯობდა და 30-ე წუთზე ზურიკოს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში
იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ...
აპოლო ჯგუფში ჩარჩა
კონფერენციის ლიგის გათამაშებაში „აპოლომ“ ჯგუფური ეტაპი სამი ფრის შემდეგ, ფრანგულ „მონპელიესთან“ 20:13 მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს ფლეი ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. „აპოლომ“ პირველი მეოთხედი 5:3 მოიგო, რის შემეგ უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა და საბოლოოდ, შვიდი ბურთით იმარჯვა. ამ მოგებით შვიდი ქულა გაუხდა და გაირკვა, რომ ხუთგუნდიან, C ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. არადა, ძირითად დროში თამაში...
ავჭალისთვის ბრძოლაც მოგებულია!
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩიც ბონუსით მოიგო – ესპანელ „ლომებს“ სამის წილ 6 ლელო გაუტანა და 42:30 იმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისში, „ავჭალაზე“ გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს „ა“ ჯგუფი მოაგებინა, რის შედეგადაც 2 კვირაში ტურნირის ნახევარფინალი კვლავაც ავჭალაში გაიმართება, ოღონდაც მეტოქე მოგვიანებით გამოგვივლინდება რუმინეთს, გერმანიასა და ბელგიას...
აპოლო პენალტებში დამარცხდა
წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში „აპოლომ“ ძირითად დროში მესამე ფრე ითამაშა და პენალტების სერიაში მეორედ წააგო. ჩვენი გუნდი ამჯერად იტალიურ „დე აკერთან“ დამარცხდა – 15:16 და ჯგუფიდან გასვლა გაირთულა. არადა, მოსაგები თამაში იყო: პირველი მეოთხედში 5:3 წავიყვანეთ, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე მეოთხედში გავანიავეთ და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბრად გავიდნენ – 7:7. კარგი გვქონდა მესამე მეოთხედიც და 10:8...
აპოლომ ხორვატები დაამარცხა
წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში ქართულმა კლუბმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – „აპოლომ“ პენალტების სერიაში ხორვატული „პრიმოერიე რიეკა“ დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. პირველი ტაიმი ქართული გუნდის იყო და ანგარიშს აკონტროლებდა. შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და თამაშზე კონტროლი უკვე ხორვატებმა დაამყარეს. „აპოლომ“ თამაში ბოლო წამზე გატანილი გოლით გადაარჩინა და ძირითადი დრო 13:13 დამთავრდა. პენალტების სერია ხანგრძლივი გამოდგა...
მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…
NBA-ში რეგულარული სეზონი განახლდა. თითქმის ერთკვირიანი უქმობის შემდეგ ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ, მაგრამ ერთი ჩვენებური პარკეტზე არ გასულა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „საკრამენტოს“ 131:94 აჯობა. „ჯადოქრების“ მწვრთნელმა კი, მოედანზე ბითაძის გარდა ყველა კალათბურთელი შეუშვა. ეს კი არ არის დამაიმედებელი ამბავი, როდესაც „გარბიჯ თაიმშიც“ სათამაშო დრო არ ეძლევა. „ორლანდოს“ კი, 29 მოგების წილ, 25...
ესპანეთთან ოცდამერვე
რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატმა, როგორც იქნა, საქართველომდე მოაღწია – შაბათს, მიმდინარე გათამაშებაში პირველად, საქართველოს ბორჯღალოსნები მშობლიურ „ავჭალაზე“ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი 15 საათზე დაიწყება და მარკო ბორტოლამის ბიჭების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ორივე გუნდმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და შაბათის ჯახი მხოლოდ იმას დაადგენს, თუ ვინ ითამაშებს ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე და...
გიორგების მეცს ხვიჩას პარი სენ ჟერმენის არ ეშინია
სამი ქართველი ფეხბურთელის, სამი გიორგის ― წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას ― გუნდი „მეცი’’ ლიგა 1-ის ცხრილში ბოლო ადგილზეა და შაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა ესტუმროს. ბენუა ტავენოს შეგირდები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგანან, მაგრამ როგორც ფრანგული პრესა წერს ყურების ჩამოყრას არ აპირებენ. ტავენო, „ბასტიას’’ ყოფილი თავკაცი, დარწმუნებულია, რომ გუნდი ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩეს,...
გუბანოვა მეცხრეა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის, სადაც საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა გამოდიოდა. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და ჯამში მოპოვებული 209.99 ქულით, საბოლოოდ, მეცხრე ადგილზე დარჩა. ისიც ვთქვათ, რომ გუბანოვამ წინა ოლიმპიურ თამაშებზე მე-10 ადგილი დაიკავა და ახლა ეს...









