საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია სტუმრად დიდი ანგარიშით 89:71 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. უღიმღამო და ქულამწირი პირველი მეოთხედის (12:12) შემდეგ ჩვენმა გუნდმა ძალიან მოუმატა. მეორე მეოთხედი 27:20 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში 38:25 იმარჯვა და მატჩის ბედი ვადაზე ადრე გადაწყვიტა. მეოთხე პერიოდში წავაგეთ, მაგრამ ამ ფაქტს საერთო გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია....
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ორი დიდებული
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა გაიმართა. ორი დიდებული დაპირისპირება მივიღეთ: პსჟ – „ჩელსი“ და „რეალი“ – „სიტი“. დანარცენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: „გალათასარაი“ – „ლივერპული“, „ატალანტა“ – „ბაიერნი“, „ნიუკასლი“ – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ – „ტოტენჰემი“, „ბოდო გლიმტი“ – „სპორტინგი“, „ლევერკუზენი“ – „არსენალი“. პირველი მატჩები 10-11 მარტს გაიმართება, საპასუხოები 17-18 მარტს.
ხვიჩა უეფას სიმბოლურში
ხვიჩა კვარაცხელია უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. შეგახსენებთ, ხვიჩას პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში 5:4 მონაკო დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 2:2 მორჩა, ჩვენიანი შემტევი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მეორე გატანილი გოლითაც გამორჩა. უეფამ სათანადოდ დააფასა კვარას გარჯა და სიმბოლურ გუნდის მარჯვენა ფლანგზე მიუჩინა ადგილი. ობლაკი (ატლეტიკო); ძაპაკოსტა (ატალანტა), ბიორტუფტი (ბოდო...
ვინისიუსი სიტის მონდომებია
ბოლო რამდენიმე კვირაა ვინისიუს ჟუნიორი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ მისი „რეალში’’ დარჩენა-არ დარჩენის საკითხი შესაძლოა კვლავ მძაფრად წამოიჭრას. ადრეც გვითქვამს, რომ ბრაზილიელს მადრიდელებთან კონტრაქტის თანახმად კიდევ 18 თვე აკავშირებს. მართალია თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში უნდა გაიმართოს, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ის წარმატებით დამთავრდება. „რეალს’’ ვარსკვლავის შენარჩუნება ძალიან უნდა, მაგრამ მისი მადის დაკმაყოფილებას...
პსჟ მერვედფინალში ხვიჩას გოლით და წვალებით გავიდა
მთავარი საქმე გაკეთდა, „პარი სენ ჟერმენი’’ მერვედფინალშია, მაგრამ ასეთი თამაშით მომავალს მშვიდად ვერ უყურებ. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ორივე შეხვედრაში პსჟ „მონაკოს’’ წინააღმდეგ იყო მძიმე, დუნე და არ ჰგავდა გუნდს, რომელმაც გასულ გათამაშებაში გაიმარჯვა. Footmercato იხსენებს, რომ „ლუი მეორეზე’’ პარიზელები 18 წუთის მერე უკვე 0:2-ს აგებდნენ და მხოლოდ დეზირე დუეს ჩინებულ თამაშს პლუს ალექსანდრ გოლოვინის...
[VIDEO] ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა…
ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს. პირველი ტაიმი პარიზელებმა 0:1 წააგეს. მეორე ტაიმში „მონაკო“ კაცნაკლული დარჩა და ჯერ მარკინიოსმა გაათანაბრა ანგარიში, რამდენიმე წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძლები დააწინაურა.
ჟორჟის თებერვალი
გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვილირეალის“ თავდამსხმელმა გამოკითხვაში, რომელიც ES Sports-ის გვერდზე მიმდინარეობდა, ფედერიკო ვალვერდეს („რეალი“), ლუის მილიას („ხეტაფე“), ტომა ლემარს („ჟირონა“) და აბდე ელზალზულის („ბეტისი“) აჯობა. თებერვალში მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ სამ თამშში გატანა გოლი – „ესპანიოლის“, „ხეტაფესა“ და „ლევანტეს“ კარში და ამას გარდა ერთი საგოლე გადაცემაც...
ნორვეგიული დღე
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის ყველაზე დიდი სენსაცია „ბოდო/გლიმტის’’ მიერ „ინტერის’’ გაგდება იყო. ნორვეგიულმა გუნდმა გასული გათამაშების ფინალისტი პირველ შეხვედრაში 3:1 დაამარცხა, რასაც არც მეტი, არც ნაკლები „სან სიროზე’’ 2:1 მოგება დაამატა და მერვედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტის’’ ან „სპორტინგს’’ შეხვდება. „ინტერი’’ ინიციატივას ფლობდა. კარში დარტყმები: 30-7. მეორე მხრივ, კარში დარტყმა გოლს არ ნიშნავს. მეტი გოლი...
მოგებები სხვადასხვა როლებით
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივემ მოიგო, მაგრამ ჩვენებურებს სხვადასხვა როლები ერგოთ. როგორც ხშირად ხდება, სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე იყო და გუნდს დაეხმარა, გოგა ბითაძეს კი არ უთამაშია. „ტორონტო“ მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკის“ ესტუმრა და 122:94 დაამარცხა, რაშიც სანდრომ სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუმ მოედანზე 22:44 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 4...
გაურკვეველი მხოლოდ დემბელეს ამბავია
„მეცთან’’ შეხვედრის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელია ჩაიცუცქა. მასთან რამდენიმე თანაგუნდელი მივიდა. ქართველ გულშემატკივარს გულმა რეჩხი უყო: ხომ არ გაუმიზეზდა ქართული ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავს ერთი შეხედვით მოშუშებული ტრავმა? მაგრამ, „პარიზიენში’’ დღეს გამოქვეყნებული წერილიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხვიჩას პრობლემა არ აქვს და ის ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს. ამის ნათელი დასტურია წერილის სათაურიც: „ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის...





![Kvaratskhelia-Monako1 [VIDEO] ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/02/Kvaratskhelia-Monako1.jpg)



