„პარი სენ ჟერმენის’’ კაპიტანს, ბრაზილიელ მარკინიოსს ორშაბათს, 2 მარტს მეოთხე შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ კაროლ კაბრინიომ ახალშობილის ფოტო დაპოსტა. ფოტოზე თავად და მარკინიოსიც არიან. „დაიბადა ჩვენი სრულყოფილი და შესანიშნავი შვილი ფილიპო’’, – მიაწერა ბედნიერმა დედამ ფოტოს. ფილიპომდე წყვილს ჰყავდა სამი შვილი: მარია ედუარდა (2017), ენრიკო (2019) და მარტინა (2022). ისინი 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
მესი პელეს გვერდით
„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა MLS-ის რეგულარული სეზონის გასვლით მატჩში „ორლანდო სიტის“ წინააღმდეგ. ამ თამაშში არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით კარიერაში 70-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მესი სამგზის მსოფლიო ჩემპიონს პელეს გაუთანაბრდა, ისინი ახლა ფეხბურთის ისტორიაში მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების რაოდენობით. უდავო ლიდერი კი ბრაზილიელი ჟუნინიო პერნამბუკანოა, რომელსაც ჯარიმიდან 77 გოლი...
ინფანტინო: პირი არ დაიფაროთ
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საზოგადოებას შესთავაზა ფეხბურთის წესების შეცვლა მადრიდის რეალის თავდამსხმელის ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის შემდეგ. მისი განცხადებით მოედნიდან ის მოთამაშეები უნდა გააძევონ, რომლებიც საუბრისას პირს ხელებით ან ტანსაცმლით დაიფარავენ. ინციდენტი 17 თებერვალს რეალსა და ბენფიკას შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩისას მოხდა. გოლის გატანის შემდეგ, ვინისიუსი პორტუგალიელ ნახევარმცველ ჯანლუკა პრესტიანისთან შელაპარაკებაში ჩაება, რომელიც პირს...
დანია დავჩაგრეთ
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დანია ამჯერად შინ დაამარცხა – 89:60. გამარჯვება ისევ მარტივად მოვიდა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მატჩის დაწყებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ანგარიშს მეთუდურად ზრდიდა. სკანდინავიელებთამ ისევ შესანიშნავი თამაში ჰქონდა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ვინაც 29 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა, 3-3 პასი და ჩაჭრა და 5 დაფარება მოინაგრა....
სამი ქართველის მცდელობა
„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა – 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა. ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა, რომ „ბრესტთან’’ შეხვედრა მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. მას აუცილებლად უნდა მოეგო. თამაში მართლაც მასპინძელთა იერიშებით...
იამალის პირველი ჰეთ თრიკი და მიქაუტაძის მაღალი შეფასება
AS: მიქაუტაძე პასს იშვიათად იღებდა. ის იზოლირებული იყო. ქართველი ბურთის ძიებაში უკან ჩარბოდა, მაგრამ შემოტრიალებას და მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. მას სივრცე აკლდა’’. „ვილიარეალმა’’ ბარსელონაში 1:4 წააგო. ამ შეხვედრაში ლამინ იამალმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, 37-ზე კი მეორე შეაგდო. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე, სენეგალელმა პაპე გუიემ სხვაობა...
პსჟ-მ მოიგო, კვარამ – მოინდომა
„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ლე ავრთან’’ მოგებით მთავარი საქმე გააკეთა ― სამი ქულა ჩაიწერა და ცხრილში „ლანსს’’ უკვე 4 ქულით უსწრებს. პარიზელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას, რის პირდაპირი მტკიცებულებაც გახლავთ ის, რომ მედიამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად და სამართლიანად დაასახელა მასპინძელთა მეკარე მორი დიავი. სენეგალელმა 7 დარტყმა მოიგერია, მათ შორის დეზირე დუეს მიერ 79-ე...
გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სანტანდერელები სტუმრად ლა ლიგაში გადასასვლელად უშუალო კონკურენტ „კასტელონს“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს. გიორგი გულიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ეს არცაა გასაკვირი – ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლუის ენრიკე: მზად ვარ თავადაც გავიდე მოედანზე
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის შეხვედრიდან სამ დღეში „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ს უბრუნდება. ცხრილის სათავეში მოქცეული პარიზელები ჰავრში გაემგზავრნენ და გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იქ გამართა პრეს-კონფერენცია. – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი’’ შეგხვდათ. როგორია თქვენი რეაქცია? – საუცხოო კენჭისყრაა, ჩვენ გახარებულები ვართ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მაგრამ შურისძიებაზე (კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხის გამო)...
ხვიჩას თამაშს გადაუდებენ
„პარი სენ ჟერმენს’’ სავარაუდოდ თამაშს გადაუდებენ. ლაპარაკია „ნანტთან’’ შეხვედრაზე, რომელიც თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ მატჩს შორის უნდა გამართულიყო. მოგეხსენებათ, პსჟ-ს კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსი’’ არგუნა, ლონდონელებთან ორ შეხვედრას შორის კი, 26-ე ტურში საფრანგეთის ჩემპიონს „პარკ დე პრენსზე’’ „იადონებისთვის’’ უნდა ემასპინძლა. პარიზელების პირველი დაპირისპირება „ჩელსისთან’’ 11 მარტს საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება, ხოლო საპასუხო 17...







![Giorgi-Guliashvili-1 გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Giorgi-Guliashvili-1.jpg)

