22 ივლისს საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება. დღეს კი მან და ფორვარდმა გიორგი გაბედავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. „ჰაიფას „მაკაბი“ კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ხვალ მძიმე თამაში გველის. „მაკაბიმ“ დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონატი. ჩვენი მეტოქე საკმაოდ საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და საინტერესოა, მათთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ...
კატეგორია: დავთარი
რა მოხდა 1993 წლის 18 აგვისტოს?
1993 წელს თბილისის „დინამო“ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა ევროტურნირებზე. 18 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გივი ნოდიას გაწვრთნილები ჩრდილოირლანდიურ „ლინფილდს“ შეხვდნენ და 2:1 მოუგეს, ბელფასტში მატჩი კი 1:1 დასრულდა. „დინამო“ გავიდა მომდევნო ეტაპზე და დანიურ „კოპენჰაგენს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ… თბილისური შეხვედრა თურქებმა იმსაჯეს, მთავარმა არბიტრმა ერმან თოროღლუმ კი „დინამო“ მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა და ფაქტებიც...
80-მდე ქართველი ფრანგულ სარაგბო ელიტაში
მორაგბეთა არდადეგები ხანმოკლეა და სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ცხადია, ახალი ჩემპიონატისთვის სამზადისს საფრანგეთშიც შეუდგნენ, სადაც უამრავი ქართველი თამაშობს. მიმდინარე ზაფხულში ჩვენებურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად — ახალგაზრდების ხარჯზე. მთლიანობაში კი ტოპ 14-ის კლუბთა მთავარ და ახალგაზრდულ კლუბებში დღეის მონაცემებით 33 ქართველი ირიცხება, პრო დ2-ში — 42. ამას დავუმატოთ მომდევნო ლიგები —...
გრანდი გრანდებში მალე გაერია
ვარკეთილის „გრანდი“ სულ 3 წლის ჩამოყალიბებულია გუნდია და უკვე გრანდობს. გუნდი ელიტ ლიგაში პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზეა, მანამდე „კოპალას თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა, “მშვიდობის თასი” მოიგო, ჯერჯერობით ბოლო წარმატებას კი ბათუმში გამართულ ფესტივალზე მიაღწია. ეს 2011 წელს დაბადებულ ბავშვებში, რომლის მწვრთნელი ბექა მელიქიძე გახლავთ. საქართველოში ნიჭერი ბავშვები ყოველთვის იყვნენ და ასაკობრივ ტურნირებზე თავის გამოჩენა...
იფიქრეთ ბიძიკო, იფიქრეთ…
აღარ ვიცით რა დავწეროთ, რა ვთქვათ ან თავი რით ვინუგეშოთ… მერამდენედ ხდება ჩემპიონთა ლიგას ქართული გუნდები უსახელოდ რომ ემშვიდობებიან. წაგებით ვის არ წაუგია, გრანდებიც კი აგებენ, მაგრამ… თბილისის „დინამომ“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ორივე მატჩი წააგო. ორივე ერთნაირი ანგარიშით – 1:2. უფრო დიდი ანგარიშებითაც წაუგია, უფრო სუსტ გუნდებთანაც, მაგრამ აზერბაიჯანულ გუნდთან წააგო ისე, რომ პასუხი მხოლოდ საკუთარ...
ის შეიძლება ყატარიდან დაბრუნდეს შინ
რასაკვირველია, ევრო 2020-ზე იტალიასთან ფინალის წაგება სამწუხარო იყო, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის მომავალი რომ ნათელია, ამის მისახვედრად საკმარისია გადახედოთ, რამდენი ნიჭიერ მოთამაშეს ზრდიან ქვეყნის საფეხბურთო აკადემიები. პრემიერლიგის კლუბების დღევანდელი აკადემიები რომ შევადაროთ 2004 წლისას, როდესაც მე პირველად ჩამოვედი ინგლისში, ფრიად მარტივ დასკვნას გავაკეთებთ: ჩვენ უდიდესი პროგრესის მოწმენი ვართ, — თქვა „რომას” ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ევრო...
დინამო ვეღარც კავკასიაში პირველობს
ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, თბილისის „დინამომ“ ევროტურნირები მარცხით დაიწყო. ეს არ გაგკვირვებია, რადგან გუნდის ბოლოდროინდელი პოლიტიკა მარცხისთვის არის განწირული. „დინამომ“ სამეზობლოში წააგო – ბაქოს „ნეფთჩისთან“. თუ რატომ არ გაძლიერდა „დინამო“ ევროტურნირებისთვის, ეს სხვა საკითხია. თქვა კიდეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ – რა ბიუჯეტიც გვქონდა ისე გავძლიერდითო. ეს კი, „ნეფთჩისთან“ საკმარისი არ აღმოჩნდა....
ბეტეგა დღეს
სიმართლე რომ ვთქვა, იტალიის ნაკრების მხარეს ბარე ორმოცდაორი წელიწადია არ ვყოფილვარ. იმდენად არა, რომ ნაღდ გოლს რომ არ ჩაუთვლიდნენ, იმასაც კი არ განვიცდიდი. იტალიაა, ერთხელ რომ დაიჩაგროს, არ დაეტყობა-თქო. ბალეშჩიკური ამბავია, განა სხვა რამისა. სხვისკენ ხარ. თან კიდევ, იცი, ძლიერი ვინაა და შენს გუნდს, რამე რომ იყოს, ვინ გადააყუდებს. მოკლედ, არ ვიყავი მაგათ მხარეს და...
პრეტორიაში, მსოფლიო ჩემპიონთან…
პარასკევს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისტორიულ მატჩს გამართავს. აქამდე ბორჯღალოსნებს არასდროს უთამაშიათ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მსოფლიო თასს მიღმა. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 2019 წლის ნოემბრის, ანუ მსოფლიო თასის ფინალური მატჩის შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ოფიციალური მატჩი ჯერაც არ უთამაშია და ბორჯღალოსნებთან ჯახი მათთვის ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს – მომდევნო მსოფლიო ფორუმამდე 2 წელიწადზე...
ეროვნულში ლიდერი ისევ შეიცვალა
პირველი კვლავ „დინამოა.“ დინამოელებმა საკმაოდ რთულ მატჩში დაამარცხეს სტუმრად „ტორპედო.“ ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გიორგი კუციამ გაიტანა. ეს საიუბილეო, მე-80 ქართული დერბი გახლდათ. აქედან, მტკვრისპირელებმა 42-ედ გამარჯვეს. 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17-ჯერ კი რიონისპირელებმა მოიგეს. აი, უშუალო კონკურენტ „ბათუმს“ კი მოულოდნელად მეზობელ „შუქურასთან“ გაუჭირდა. გახსოვთ ალბათ, წინა წრეში გეგუჩაძის შეგირდებმა ქობულეთელებს 8:1 მოუგეს. შესაძლოა, რევანშის...









