კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
უკვე: უკეთ, ვიდრე ტოკიოში…
ჩანაწერი

უკვე: უკეთ, ვიდრე ტოკიოში…

ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ რვა მედალი მოიპოვა, ისტორიაში ყველაზე მეტი. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 33-ე ადგილი დაიკავეს, თუმც, ისიც ვთქვათ, რომ რეიტინგით 28-ე ადგილს გვანიჭებდნენ. ერთი ოქროც და 25-ე ადგილზე გავიდოდით, ხოლო ორი ოქროთი – ოცეულში შევდიოდით, რაც ძალიან მაგარი შედეგი იქნებოდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ჩვენებმა 5 ფინალი წააგეს. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საქართველო მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური...

დევკაცი
ჩანაწერი

დევკაცი

ადამიანი მყიფე არსებაა. კუნთები და ძვლები საცოდავ მასალად გამოიყურება, თუ მათ საძალოსნე შტანგის ფონზე დააკვირდები და როცა ნახავ, რომ ერთი ადამიანთაგანი გამოდის და ორი მისვლით ნახევარ ტონას სწევს, ჯერ გაშეშდები, მერე კი იამაყებ – ეს იშვიათი ადამიანი შენიანია, ოლიმპიური და კიდევ ათასი სხვა უმაღლესი დონის საძალოსნო შეჯიბრების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. იგი წლებია მასხრად იგდებს ფიზიკის...

პატარა გოგო დამეკარგა
ჩანაწერი

პატარა გოგო დამეკარგა

ვუყურებდი ძიუდოისტთა გუნდურ ასპარეზობას და გული მწყდებოდა: გერმანია და ისრაელი მედლებს იგებდნენ, ქართველი რჩეული ფალავნები კი მაყურებლის როლით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. თუმცა, რატომ მხოლოდ გერმანია და ისრაელი? ფინალისტი ფრანგები და იაპონელები არასოდეს დაგვიმარცხებია თუ მსოფლიო ჩემპიონობა არ დაგვიგემოვნებია?! ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, კიდევ ერთი შანსის ბოძების შემთხვევაში როგორი გამხეცებულები გავიდოდნენ ტატამზე ჩვენი ვერცხლის მედალოსნები, ანაც ლიპარტელიანი? ხომ...

რეალის გაურკვეველი მანევრები
ჩანაწერი

რეალის გაურკვეველი მანევრები

რაც დრო გადის, სულ უფრო საეჭვო და არადამაჯერებელი მოჩანს მადრიდის „რეალში“ დავიდ ალაბას ვითომდა უფასოდ გადასვლის ისტორია. როგორც აღმოჩნდა, 5 წლის განმავლობაში (ამდენხნიანია კონტრაქტი) ალაბა 126,5 მილიონ ევროს მიიღებს. დაუმატეთ ამას კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გადახდილი პრემია 17,7 მილიონის ოდენობით. გამოდის, რომ მხოლოდ წლეულს მადრიდელებს ახალწვეული 37,17 მილიონი დაუჯდებათ. ანუ დახლოებით იმდენი, რამდენიც სერხიო რამოსზე იყო საჭირო....

დღე 3: ეთერს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა
ჩანაწერი

დღე 3: ეთერს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა

26 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალთან ახლას იყო ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ცუკასა იოშიდას დაეჭიდა. მასპინძელმა ჩვენებურს ორი გდება გაუკეთა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. მანამდე 21 წლის ლიპარტელიანმა აფრიკის ჩემპიონი ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი იპონით დაამარცხა, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ტერეზა შტოლი დაამარცხა, მეოთხედფინალში ფრანგ სარა კისიკესთან დამატებით დროში წააგო....

და ძმაზე ნაკლებიო…
ჩანაწერი

და ძმაზე ნაკლებიო…

იყო და არა იყო რა… ხომ ასე იწყება ყველა ზღაპარი? აბეთა ოჯახშიც სულ უბრალოდ დაიწყო. პატარა ჰიფუმის ძიუდოისტობა უნდოდა და მონაცემებიც იშვიათი აღმოაჩნდა. უკვე 17 წლისას იაპონიის მთავარ გუნდში უხმეს. ეგ კი არა და „გრანდ სლემზე“ დააყენეს და მოიგო. მერე დაიწყო თუ დაიწყო: 23 წლის ასაკში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონობა, 9 „გრანდ სლემი“ და 2 „გრან-პრი“....

დღე 2: რეკორდი და ვერცხლი
ჩანაწერი

დღე 2: რეკორდი და ვერცხლი

25 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ქართველთაგან პირველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე გავიდა. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რომელიც ქალებისთვის სარეკორდო, მეცხრე ოლიმპიადაზე იმყოფება, ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 567 (93+92+99+95+95+93) ქულა დააგროვა, რაც საკმარისი არ გამოდგა საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოსახვედრად. დღეს ტოკიოში ძალოსნებიც გამოჩდნენ. თუმცა, უმედლოდ დარჩნენ. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ატაცში...

დღე 1: ახლოს, მაგრამ უმედლოდ…
ჩანაწერი

დღე 1: ახლოს, მაგრამ უმედლოდ…

ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე პირველ დღეს მედალთან ყველაზე ახლოს ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იყო. ჩვენებურმა საწყის ეტაპებზე ორი ეგვიპტელი – მოჰაბ სამერი 15:10 და ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა. ბაზაძემ მეოთხედფინალში სენსაციურად მოუგო ტურნირის მთავარ ფავორიტად მიჩნეულ, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ კორეელ სანგუკ ონს – 15:13 და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. სანდრო ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ...

ის, რაც ქვეყანაში ხდება…
ჩანაწერი

ის, რაც ქვეყანაში ხდება…

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რეიტინგით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაგრამ იაპონიის დედაქალაქში ვერ გაემგზავრა. მიზეზი ის არის, რომ ქართულ მხარეს განაცხადი არ გაუგზავნია. ქართველი ჩოგბურთელის განცხადებებს მაშინვე გამოეხმაურნენ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ორივე მათგანი ხელს ერთმანეთისკენ იშვერდა. საბოლოოდ, კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილე ეკო გორგოძემ საარბიტრაჟო...

უცნაური ბრაზილია – გერმანია
ჩანაწერი

უცნაური ბრაზილია – გერმანია

ტოკიოს ოლიმპიადა ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. თუმცა, ზოგიერთი შეჯიბრება უკვე გახურდა. მათ შორის ფეხბურთელთა ტურნირიც. დღეს, 22 ივლისს, პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართა. რამდენიმეს გამოვარჩევთ. ესპანეთი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ხუმრობა ხომ არ არის, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში ხუთი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც რამდენიმე კვირის წინათ ევრო 2020-ზე თამაშობდნენ: პედრი, ოიარსაბალი, ოლმო, პაუ ტორესი...