იყო და არა იყო რა… ხომ ასე იწყება ყველა ზღაპარი?
აბეთა ოჯახშიც სულ უბრალოდ დაიწყო. პატარა ჰიფუმის ძიუდოისტობა უნდოდა და მონაცემებიც იშვიათი აღმოაჩნდა. უკვე 17 წლისას იაპონიის მთავარ გუნდში უხმეს. ეგ კი არა და „გრანდ სლემზე“ დააყენეს და მოიგო.
მერე დაიწყო თუ დაიწყო: 23 წლის ასაკში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონობა, 9 „გრანდ სლემი“ და 2 „გრან-პრი“. მეტი რაღა უნდა ენატრა ოლიმპიური ოქროს გარდა და ესეც აისრულა.
ალალად მივულოცავდი, ფინალში ჩვენი ვაჟა მარგველაშვილი და თითოეული ჩვენგანი არ დაემწუხრებინა.
ვაჟიკო ცალკე თემაა და ჩვენ იპონური ზღაპარი განვაგრძოთ.
აბეთა ოჯახში ძმაზე სამი წლით უმცროსი გოგონაც იზრდებოდა. ცხოვრების ასპარეზად მანაც ძიუდო აირჩია და ვარჯიშები რომ არ ჰყოფნიდა, სახლში ძმასაც ეძიძგილავებოდა. შედეგი? უტა აბე მსოფლიოს ჩემპიონის მედლებით (2) ძმას 20 წლისა დაეწია და ოლიმპიური ჩემპიონობაც მასზე ნახევარი საათით ადრე მოიპოვა. მასაც მოუგია 6 „გრანდ-სლემი“ და 3 „გრან-პრი“.
ასაკიდან გამომდინარე დიდი შანსია, ამ ზღაპრის გმირებმა კიდევ ორ ოლიმპიადაზე მოუწყონ კოშმარი დანარჩენებს საკუთარი წონით კატეგორიებში.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
