18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა დავით ნინიაშვილმა საოცარი რაგბი ითამაშა და საქართველოს ნაკრების თელავური გამარჯვება გაალამაზა. 48:15 – ასეთია საბოლოო ანგარიში მატჩისა, რომლის პირველი ნახევარი 15:8 მორჩა. ქართველებმა ვერ დააფასეს სათანადოდ ნიდერლანდელთა გუნდი და სტუმრებს ტაიმის ბოლო წამებზე ლელო რომ გარდაესახათ, ანგარიში შესაძლოა სულაც საყაიმო ყოფილიყო. გასახდელში ლევან მაისაშვილმა ბიჭები ეტყობა მაგრად შეაფუცხუნა და შესვენების შემდეგ...
კატეგორია: დავთარი
გაგრამ სიონი შეავიწროვა
მეორე წრე ლიგა 2-შიც მიილია. ამჯერად, ჩემპიონობის ორ მთავარ კანდიდატზე ვისაუბრებთ. ლიდერი „გაგრაა“, რომელსაც მალე ევროთასებზე, კერძოდ, კონფერენციის ლიგაში გამოსვლა მოუწევს, როგორც ქვეყნის თასის მფლობელს. მეტოქე ჩერნოგორიული „სუტიესკა“ არის. გაგრელებს ადრეც უთამაშიათ ევროპაში. 2011-12 წლების სეზონში ისინი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ანორთოსისს“ შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში (2:0, 0:3) დამარცხდნენ. გაგა კირკიტაძის შეგირდებმა,...
ფესტივალი სახელად ჯიჯი
ეს უკვე ნამდვილი ფესტივალია – ოცწლიანი განშორების შემდეგ „პარმაში“ დაბრუნებით ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ მოინადდირა „ენიო ტარდინი“. ჯიჯის პრეზენტაციაზე დასასწრები 1000 ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა და რამდენიმე ათეული ათასიც კარგად გასაღდებოდა. ბუნებრივია, ბუფონის ამ ნაბიჯის სარჩული უფრო ემოციურ-რომანტიკულია, ვიდრე სპორტული. „მე ყოველთვის ინსტიქტებით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ. ახლა გულმა მიკარნახა და ვბრუნდები სახლში, სადაც უამრავი მეგობარი...
სუ თელავია! სუ გულავია!
შაბათს, 26 ივნისს ბორჯღალოსნები „ევროპის რაგბის“ 2021 წლის ჩემპიონატს დაასრულებენ და მე-13 საჩემპიონო ტიტულსაც გაიფორმებენ. 17 საათზე თელავის „კავკასიონი არენაზე“ ქართველებისა და ნიდერლანდელების შეხვედრა დაიწყება, რომელიც მოქმედი ჩემპიონისთვისა და მიმდინარე გათამაშების ლიდერისთვის, როგორც ზემოთ ითქვა, დასკვნითი იქნება, ხოლო მისი მეტოქისთვის – პირიქით, სასტარტო. კორონავირუსის პანდემიამ სარაგბო კალენდრებს მძიმე დარტყმა მიაყენა და ამიტომაც იყო, რომ „ევროპის...
ბათუმი ისევ თავშია
კახა ცხადაძე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დამარცხდა. ეს ცხადაძის მეოთხე მატჩი გახლდათ ამ პოსტზე, საიდანაც დინამოელებმა ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავერეს და ერთი წააგეს. გამარჯვების შემთხვევაში „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა, რადგან წინა დღეს „ბათუმმა“ ქუთაისში, „ტორპედოსთან“ წაიფორხილა. მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. შეიძლება შედეგზე სტუმართა სწრაფმა გოლებმაც იმოქმედა, „სამგურალი“ მე-17 წუთზე უკვე 2:0 იგებდა… საერთოდ,...
ჯანი გავარდეს…
ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრე დასრულდა. ცხრილის სათავეში ისევ ორხელისუფლებიანობაა – „ბათუმს“ და „დინამოს“ 38-38 ქულა მოუგროვდათ. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე წრე ზღვისპირელებმა უკეთ ჩაატარეს, რადგან პირველი წრის შემდეგ, მაშიდელი ლიდერი „დინამო“ 4 ქულით უსწრებდა უშუალო კონკურენტს. ტურის მთავარი მატჩი, ცხადია, „დინამო“ – „ლოკომოტივი“ იყო. ხუმრობა ხომ არ არის, აქამდე „რკინიგზელებს“ ზედიზედ ხუთი შეხვედრა...
ვიდრე ფანჯარა დაიხურება…
სარაგბო საფრანგეთში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს დაიხურება და ტოპ 14-ის კლუბები გამალებით ცდილობენ 2021-2022 წლების სეზონისთვის შემადგენლობები ბალასტისგან, ანუ უსარგებლო მოთამაშეებისგან გაათავისუფლონ და სასრუველი ხალხით გაძლიერდნენ. ქართველი მორაგბეები ორივე კატეგორიაში აღმოჩნდნენ. ჯერ იყო და 29 წლის ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ აწ უკვე პრო დ2-ში გავარდნილ „ბაიონთან“ ადრე გაცხადებულ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო მისი...
7 დებიუტანტი გაფართოებულ რაზმში
ლევან მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მარტყოფის მშვენიერ სარაგბო ბაზაზე შეკრიბა და მომავალი ოთხი მატჩისთვის მოსამზადებლად 37 მოთამაშეს უხმო, რომელთაგან 7-ს ბორჯღალიანი კვართი აქამდე არასდროს მოურგია. საბოლოოდ მაისაშვილი არჩევანს 33 მოთამაშეზე შეაჩერებს და თელავში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ნიდერლანდების ნაკრებს, რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონ „ქურციკებთან“ ორმატჩიანი სერიის გასამართად გაემგზავრებიან და ზაფხულის ტესტებს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან...
ხუთვარსკვლავიანი ლოკომოტივი
წინა ტურში „დინამომ“ წაიფორხილა, ამით „ბათუმმა“ ისარგებლა, „თელავი“ დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ამჯერად კი პირიქით მოხდა, „დინამომ“ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო, „ბათუმმა“ კი სტუმრად „სამგურალთან“ ფრე ითამაშა და ახლა ჩემპიონობის მთავარ მაძიებლებს ისევ თანაბარი 35-35 ქულა მოუგროვდათ. „სამტრედია“ „დინამოსთვის“ პრინციპული მეტოქეა და ეს განწყობა ამჯერადაც გამოჩნდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა გია ცეცაძის შეგირდებმა უპირატესობაც...
4 ქართველი ტოპ 14-ში
საფრანგეთის მეორე ელიტური ლიგის, პრო დ2-ის ფინალისტმა „ბიარიცმა“ უდრამატულეს მატჩში ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასული „ბაიონი“ დაამარცხა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში დაბრუნდა. „ბიარიცი“ უდიდესი ტრადიციების კლუბია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონიც ყოფილა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელიც. მაგრამ ბოლო წლებში ბასკური კლუბი ფინანსურ და მასთან ერთად სპორტულ კრიზისში იმყოფებოდა. ეს გრძელდებოდა იმ დრომდე,...









