საქართველოს 2020-2021 წლების სარაგბო ჩემპიონატი ქუთაისური ზეიმით დაგვირგვინდა. 30-წლიანი პაუზის შემდეგ ტურნირის დიდ ფინალს სწორედ ქუთაისმა უმასპინძლა და ადგილობრივმა „აიამ“ 26-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! „აიას“ ამ წარმატებაში განსაკუთრებული დამსახურება ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყოფილ ლიდერ ბესიკ ხამაშურიძეს მიუძღვის, რომელმაც ტრადიციულად ინდივიდუალურად ნიჭიერი ქუთათურებისგან ექსტრა-კლასის სარაგბო რაზმის შეკვრა მოახერხა. ქუთაისურმა გუნდმა მთელი სეზონი ერთი...
კატეგორია: დავთარი
ბათუმი თავშია
საინტერესო სანაკრებო პაუზა დამთავრდა და ეროვნული ლიგის გათამაშება კვლავ განახლდა. ვერ გამოუვიდა კახა ცხადაძეს „დინამოში“ რიხიანი დებიუტი, თუმცა გუნდში მხოლოდ ორი კვირის მისულია და მაინცდამაინც მკაცრად ნუ განვსჯით. რიხიანიო – იმიტომ ვთქვით, რომ მის მშობლიურ კლუბში მისვლას ძალიან დიდი, იმედით სავსე მოლოდინი ახლავს: ეგებ წლეულს მაინც მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაში… „შუქურასთან“ მატჩი სქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლისთვის...
ჩვენი რუკა ჩვენ ფორმაზე!
უკრაინის ნაკრების ფორმის გამო ატეხილი ხმაური გეხსომებათ, სულ რამდენიმე დღის ამბავია. ევროპის ჩემპიონატზე მიმავალმა უკრაინამ სათამაშო ფორმას ქვეყნის რუკა დაახატა – უფრო სწორად, ქვეყნის კონტური, მოხაზულობა და ცხადია, ამ კონტურს შიგნით ყირიმიც მოაქცია და აღმოსავლეთის თვითმარქვია ვითომ რესპუბლიკებიც. კაცმა რომ თქვას, ეს რუკაც სწორედ იმიტომ დაიხატეს გულზე, რომ მიწები აქვთ წართმეული და ამას აღნიშნავენ. აქ...
ქალი და ავანსი
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა! ჯერაც ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა საოცარი სეზონი გამოაცხო – ახლა უკვე საერთაშორისო, სანაკრებო დონეზეც და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ეს საპატიო წოდება, რომელსაც, სხვათა შორის, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, აკაკი დევაძე და ქართული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავი ატარებს. შეგახსენებთ: „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო...
არასპორტული თამაშის ქრონოლოგია
ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ვიღაცას აეროპორტში მისვლა დაავიწყდა, თუ დაეზარა, თუ საჭიროდ არ ჩათვალა. მერე კი იფიქრა, რომ უხერხულობიდან საუკეთესო გამოსავალი გაღმა შედავება იქნებოდა. 31 მაისი. 11:14 საათი ტელეკომპანია „პირველი“ აჩვენებს ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტის ინტერვიუს. სატელეფონო საუბარში პრეზიდენტი ამბობს: „როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა… არ მინდა კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა… ეს იყო ყველაზე...
მიზანი: ბერლინი!
2022 წელს საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს. საამისო მზადება დაწყებულია, ჯგუფები ცნობილია. თბილისში ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები გაისად, სექტემბერში ჩამოვლენ. ოთხი საუკეთესო ფლეი ოფში მოხვდება და სხვა ჯგუფების 12 საუკეთესო გუნდთან ერთად ბრძოლას უკვე ბერლინში გააგრძელებს. რამდენად მისაღები ჯგუფია და რა სტადიაშია დარბაზის მშენებლობა, ამ თემებზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გვესაუბრა: –...
არც ფიცი გვწამს, აღარც ბოლო გვაკვირვებს
კაცმა რომ თქვას, რა უნდა გაგიკვირდეს ორგანიზაციისგან, სადაც ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ და არგუმენტებს იარაღის ტრიალით ამყარებენ? ალბათ, არც არაფერი. თუმცა შევნიშნოთ: თუკი აქამდე რაგბის კავშირში დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთს ემიჯნებოდნენ, ახლა მოახერხეს და… საკუთარ თავს გაემიჯნენ. უკვე გვეწერა, რომ საქართველოში ჩამოსულ ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებს, აქაური რაგბის კავშირიდან არც ვინმე დახვდა და არც ვინმემ გააცილა. ბუნებრივია, სტუმრები...
კატალონიურ-ბასკური ფინალი ქართველთა მონაწლეობით
საფრანგეთის სარაგბო სეზონი თანდათან ფინიშს უახლოვდება და თუ ტოპ 14-ში რეგულარულის ბოლო ტური და პლეი-ოფია დარჩენილი, პრო დ 2-ში ჩემპიონისა და შესაბამისად, ტოპ 14-ის ავტომატური საგზურის მფლობელის ვინაობის გამოსარკვევად ერთი მატჩიღა რჩება სათამაშო. კვირას საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. პირველი შეხვედრა ფრანგულ კატალონიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „პერპინიანმა“ „ოიონას“ უმასპინძლა და ზედმეტი დაძაბვის გარეშე...
ჩხვიმიანი ტიტულს ვერ დაიცავს
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუწია. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს უმასპინძლებს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოსიტებს. იქ უნდა ყოფილიყო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანიც (60კგ), მაგრამ ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. უნგრეთში ვერც ილია სულამანიძე წავა (100). მათ ნაცვლად გუჯეჯიანმა ნუგზარ ტატალაშვილსა(73) და ტატო...
ყოჩაღი „ტორპედო“ და „სამგურალი“
საოცარი გუნდია „ტორპედო.“ ჯერ იყო და, მე-13 ტურამდე ერთადერთი გაუმარჯვებელი გახლდათ ლიგაში, ბოლო ადგილზე იდგა. ახლა კი ვეღარ აჩერებენ: მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. შოთა ბაბუნაშვილს შრომა უფასდება. ამჯერად მათი „მსხვერპლი“ „შუქურა“ გახდა – 0:2. ქობულეთელები კი ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ. ისევ გაიტანა „ჩვენმა“, ქუთაისელმა ზიდანმა. ეს პალესტინელის მესამე გოლი გახლდათ...









