უცნაურად დაიწყო მე-15 ტური. ჩემპიონობის ორივე მთავარი მაძიებელი დამარცხდა: „ბათუმმა“ „ლოკომოტივთან“ წააგო, მოგვიანებით „დინამომ“ – „დილასთან“… „ლოკომოტივი“ ბოლო დრომდე საშინაო მატჩებს „დინამო არენაზე“ ატარებდა, ახლა კი ზედიზედ მეორე მატჩია სტუმრებს საგურამოს ბაზაზე მასპინძლობს და წარმატებითაც. წინა ტურში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა, ახლა „ბათუმი“ – 2:1. რკინიგზელებმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია და...
კატეგორია: დავთარი
ქართული ლელოები
საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგა პრო დ2-ში პლეი-ოფის დრო მოვიდა და შაბათს პირველი წრის ორივე მატჩიც გაიმართა. ეს იყო ე. წ. შესარჩევი ნახევარფინალი, რომლის გამარჯვებულებიც „ნამდვილ“ ნახევარფინალში რეგულარულის გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს შეხვდებიან. ისე მოხდა, რომ შაბათის მატჩების მონაწილე გუნდებშისულ ცოტა ერთმა ქართველმა ითამაშა. და ისე მოხდა, რომ წაგებულთა შორის პრესტიჟის ლელოები ჩვენებურებმა გაიტანეს. თავდაპირველად ერთმანეთის პირისპირ...
ფრენკ ლემპარდი ტუხელისა და აბრამოვიჩის შესახებ
ფრენკ ლემპარდი „ჩელსის” მწვრთნელის თანამდებობიდან იანვარში გაუშვეს. მას მერე, „ლურჯების” ყოფილ ვარსკვლავს ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ამას მან „დეილი მეილთან” ინტერვიუში უმუშევრობის ორი უპირატესობიდან ერთ-ერთი უწოდა. გასაგებია რატომაც: მუდამ დაკავებულს ოჯახისთვის დრო გაუჩნდა, ორი თვის წინ კი ვაჟიც შეეძინა. ლემპარდმა ვაჟს ფრედი დაარქვა. მეორე უპირატესობა კი, რასაკვირველია, საკუთარი შეცდომების გადახედვა და ანალიზია. ლემპარდმა თქვა:...
იმედი და მომავალი
საქართველოს ნაკრები მალე ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ჩვენები 2 ივნისს რუმინეთს ესტუმრებიან, 6-ში კი ნიდერლანდებს. სწორედ ამ მატჩებთან დაკავშირებით ეროვნული გუნდი 24 მაისიდან შეკრებაზე გადავა, დღეს კი მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ეს თქვა: „ წინა შეხვედრებში მეტი ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ ერთს დავჯერდით. დავინახეთ, რომ ჩვენ არ ვართ შორს რაიმე განსაკუთრებულისგან. ცხადია აუცილებელია, რომ...
შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?
ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, გაისიდან საქართველოს ჩემპიონატში VAR (ვიდეოარბიტრი) დამკვიდრდებაო. საკმაოდ ძვირი სერვისია, მაგრამ აუცილებელი. კვირას, „ბათუმი“ – „საბურთალოს“ ტურის ცენტრალური მატჩის მე-6 წუთზე, მასპინძელმა ლაშა შინდაგორიძემ, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზის წინ, სანტიმეტრებში დაეცა. თანამსაჯებთან მცირე კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, გოლი ჩათვალა. არადა, ვიდეოგამეორებაზე კარგად გამოჩნდა,...
ქართველების სეზონური მონაგარი
პრო დ2 საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა კია, მაგრამ გლობალურად რომ შევაფასოთ, მასზე ძლიერი ევროპაში მხოლოდ ფრანგულივე ტოპ 14, ინგლისის პრემიერშიპი და შოტლანდიურ-უელსურ-ირლანდიურ-იტალიურ-აფრიკული პრო 14 არიან. პრო დ2-ში უამრავი ტოპ-მორაგბე თამაშობს და მათ შორის ქართველებიც ბლომად არიან. ეს შესავალი იმად დაგვჭირდა, რათა ამ ლიგაში 2020-2021 წლების რეგულარული სეზონის დასრულების შესახებ მოგვეთხრო, თანაც თუ დაქვეითებულების ვინაობა...
ხარისხიანი ლეგიონერი
ქართველი ფეხბურთელი კახა მახარაძე 2009 წელს სათამაშოდ უზბეკეთში წავიდა. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ უზბეკეთი „მისი“ გახდებოდა. 33 წლის ფეხბურთელმა უზბეკეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა. სულ კი, 339 მატჩი დაუგროვდა. მახარაძე უზბეკეთში ყველაზე „ხარისხიან ლეგიონერად“ ითვლება: 5-გზის ჩემპიონი და 3-გზის თასის მფლობელია. მიუხედავად იმისა, რომ უზბეკური კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო, პირველი...
ტოკიოს ოლიმპიადა არ უნდა
იაპონელი მოსახლეობა ტოკიოს ოლიმპური თამაშების გაუქმებას ითხოვს. ადვოკატმა და პოლიტიკოსმა კენძი უცუნომიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების მოთხოვნით, პეტიციამ განათავსა და ერთი კვირის განმავლობაში 350.000-ზე მეტი ხელმომწერა დააგროვა. „იმ ვითარებააში, რომელშიც ვიმყოფებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი იყოს. თამაშებისთვის მომზადებისა და ვარჯიშის მხრივ, სპორტსმენებს შორის დიდი განსხვავება იქნება. ამასთან, დაწესებული შეზღუდვები, დიდი...
ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლეს
ნახევარი ცხოვრება კი გავიდა, მაგრამ ემოცია ჯერაც ვერ განელდა. Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии – კოტე მახარაძის გულიდან ამოხეთქილი ეს ფრაზა საბჭოთა პოლიტკორექტულ ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდებოდა, მაგრამ იმ წამს გენიალურ კომენტატორს ჩვენი, თბილისელების, მთელი საქართველოს მზიანი ღამის წევრობა სურდა. 13 მაისამდე ბევრი წელი, უდიდესი შრომა, დაწყვეტილი ნერვები და გაწყვეტილი ქანცი...
ბურთის მომტაცებელი ვეჯინიდან
9 მაისს ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი დიდებული კაცი გამოაკლდა – თბილისის „დინამოს“ ოდინდელი ექიმი ფიზიო-თერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი, „სიმონიჩი“, როგორც ახლობელ-მეგობრები მიმართავდნენ. 82 წლისა საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გაბიტაშვილი ლეგენდარული ადამიანი გახლდათ. დიუსელდორფის ფინალის დამთავრებისთანავე სწორედ მან გააგდებინა მსაჯს ხელიდან ბურთი და უკანმოუხედავად მოჰკურცხლა. „ბურთი მოვიტაცეო,“ – თავად ასე ამბობდა, კახურად. ათასჯერ ნანახი კადრები უკვე კლასიკადაა ქცეული....









