კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
დღეს ფეხბურთია…
ჩანაწერი

დღეს ფეხბურთია…

დღეს ფეხბურთია… „ბურთი და მოედანი“ გამახსენდა! გენიალური ფილმია! მართალია, ცოტა უტრირებულად, მაგრამ ყველაფერი რეალურია ნაჩვენები ამ ფილმში. მართლაც ასე იყო! თამაშამდე 1-2 დღით ადრე იწყებოდა ფორიაქი, მზადება. იმ, დანიშნულ დღეს, დილიდან მატჩის დაწყებამდე დრო უმოწყალოდ ნელა გადიოდა. დაწყებას კი შემართულნი, დიდი იმედით ველოდით! გამარჯვების და სიამაყის განცდის იმედით! მნიშვნელობა არ ჰქონდა სტადიონზე მივდიოდით, ტელევიზორს მივუსხდებოდით...

მამლუქები vs საქართველო
ჩანაწერი

მამლუქები vs საქართველო

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე ოსლოში ოქროს მედალი მოიპოვა. სერბეთის ფედერაციამ მადლობაც კი გადაუხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას სპორტული დიპლომატიით სპორტსმენის „დათმობისთვის“. ვულოცავ ზურაბ დათუნაშვილს ოსლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას! ჩვენი ნაკრების წევრის დიდმა და დამაჯერებელმა წარმატებამ მთელს ქვეყანაში დიდი სიხარული გამოიწვია! სერბეთი ოქროს მედლით ამაყობს, ბრავო ზურაბ! თქვენ წინ ახალი წარმატებები...

100-ანი ხარ, ჯაბა!
ჩანაწერი

100-ანი ხარ, ჯაბა!

როგორ მინდოდა, საქართველოს ნაკრებს საბერძნეთისასთან მოეგო. ჩემთვის არა – ჯაბა კანკავასთვის. დიდებული საჩუქარი იქნებოდა. ჩვენმა კაპიტანმა ნაკრებში მეასედ ითამაშა. კიდევ ერთი მატჩიც და ამ მხრივ საქართველოს ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. ძალიან ბევრი და რთული გზებით იარა აქამდე. პირველად სერიოზულად მაშინ დაიქუხა, როცა 18 წლისამ ჩეხური „სლავიას“ კარში დააქუხა და თბილისის „დინამო“ უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო...

მაგალითი
ჩანაწერი

მაგალითი

სერიოზული კადრია! უყვარს და რა ქნას?! იმდენად უყვარს, რომ ეს სიყვარული მხოლოდ პარლამენტარის მანდატში არ ეტევა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარძლიდანაც უნდა, რომ უყვარდეს. სხვა საქმეა, რომ არც ერთი არ გამოსდის. გულში მჯიღი და მაღალფარდოვანი სიტყვების ნაკრები რომ საშველი იყოს… ეჰჰ… ეს ადამიანი, ვისაც ფოტოზე ხედავთ, არის მაგალითი იმასა, თუ როგორ უნდა გაინადგუროს კაცმა თავისი ავტორიტეტი…...

ბოდიში მაინც მოიხადეთ
ჩანაწერი

ბოდიში მაინც მოიხადეთ

სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც მინერვიულია. რაღა სიმფეროპოლის „ტავრიასთვის“ მიყურებია და რაღა საქართველოს ნაკრებისთვის. ემოცია გაქრა, დამიკარგეს… არადა, ორმოცი წელია, ჩემი გუნდის თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მეწყებოდა შფოთი და კანკალი. რასაც უკვე წლებია ვუყურებთ, სულაც არ არის ფეხბურთი. ტექნიკურ არსენალზე ან ტაქტიკურ განსწავლულობაზე კი არა, სისხლის ყივილზე და ჯიგარზეა საუბარი. ჰოდა, დავიღალეთ… თევზი თავიდან ყარს...

ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით
ჩანაწერი

ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით

ისე მოხდა, რომ მე-6 ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში ერთბაშად სამი გუნდი გალიდერდა. 23-23 ქულა „მონ-დე-მარსანს“, „კოლომიესა“ და „ბაიონს“ აქვთ. პირველი მათგანი აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა და ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში მონტუაზელები ოიონაში 19:36 დამარცხდნენ, მეტოქეს ბონუსიც დაუტოვეს, ხოლო მათი  ქართველი ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. 54-ე წუთზე შესულმა...

ბექემი: იმ დღეს ფანებმა მაპატიეს!
ჩანაწერი

ბექემი: იმ დღეს ფანებმა მაპატიეს!

ზუსტად 20 წელი გავიდა მას მერე, რაც დევიდ ბექემმა საბერძნეთის ნაკრებთან შესარჩევი შეხვედრის წამატებულ დროში უზადო საჯარიმო დარტყმით ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. და ეს საჯარიმო დარტყმა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდარული ეპიზოდების ნუსხაში მოხვდა. მიზეზი: მომენტის დრამატიზმი და დარტყმის ეფექტურობა. ამბავი „ოლდ ტრეფორდზე“ მოხდა. მაშინ ბექემი ინგლისელ გულშემატკივართა ნომერ პირველ მტრად ითვლებოდა. მან...

რიგითი ტური ტოპ 14-ში
ჩანაწერი

რიგითი ტური ტოპ 14-ში

ტოპ 14-ის მე-5 ტურში 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, არადა განაცხადებში ერთით მეტი ჩვენებური იყო. საქმე ისაა, რომ „ლიონის“ დამრიგებელმა პიერ მინიონიმ ვერ გარისკა ნორჩი დავით ნინიაშვილის ჩართვა „ბორდოსთან“ ურთულეს საშინაო მატჩში, რომელიც მაპინძელმა ლიონელებმა საბოლოოდ მაინც დათმეს (15:20) და ბონუს-ქულასღა დასჯერდნენ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი იყო, რომელმაც 58 წუთი ითამაშა. „ბრივმა“ აუტსაიდერ „სტად...

ბათუმი წვიმაში: + 7
ჩანაწერი

ბათუმი წვიმაში: + 7

„ბათუმი“ აუტსაიდერ „ტორპედოს“ მასპინძლობდა და ზედიზედ მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა. თუმცა, გამარჯვება იოლი არ ყოფილა და ამის მიზეზი სტუმართა შემართების გარდა  ძლიერი წვიმაც გახლდათ. ერთი ხანი ისე კოკისპირულად დაუშვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ, მოედანიც გვარიანად დამძიმებული იყო. მე-13 გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ და ბომბარდირთა დავაში დინამოელ ზორან მარუშიჩს ისევ გაუთანაბრდა. „დინამომ“ „სამგურალს“ ისევ ვერ მოუგო....

მიზეზ – მიზეზ 0 : 31
ჩანაწერი

მიზეზ – მიზეზ 0 : 31

0:13, 0:10, 0:8 – ამ ანგარიშებით წააგო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა ფეხბურთში. წააგო კოსოვოსთან, ლუქსემბურგთან და ბელარუსთან. სულ, ისტორიაში ჩვენს 17-წლამდელებს 33 მატჩი აქვთ ჩატარებული: 1 მოგება, 2 ფრე, 30 მარცხი. ბურთების შეფარდება: 7-291. აქამდე საინტერესო და ახალი არაფერი გვითქვამს – საქართველოს ნაკრების კარში 23 და 27 გატანილი...