ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე წრე დამთავრდა. ამ ცხრა სათამაშო დღეს სატურნირო ცხრილში დიდი ცვლილებები არ შეუტანია. ლიდერი კვლავ „გაგრაა.“ ელიტაში პირდაპირ დასაწინაურებელ ბრძოლაში კი მისი მთავარი კონკურენტი „სიონი“ გახლავთ. კონკურენცია იმდენად დაძაბულია, რომ 26-ე ტურში, თბილისის ზღვის ბაზაზე, მათი უშუალო შეხვედრის მეორე ტაიმში, მოთამაშეებს შორის შელაპარაკება ჩხუბით დასრულდა. არბიტრმა ორივე გუნდიდან გააძევა ფეხბურთელები. გადასასვლელი ფლეი...
კატეგორია: დავთარი
ფრეების ტური
მესამე წრეც დასრულდა და ელიგაში გადამწყვეტი შეხვედრების დრო დგება. გავიხსენოთ: პირველი წრე „დინამომ“ მოიგო, 4 ქულით აჯობა „ბათუმს.“ მეორე წრეში ორხელისუფლებიანობა ვიხილეთ. მაშინ „ბათუმმა“ და „დინამომ“ თანაბარი ქულები მოაგროვეს. აი, მესამე ცხრატურა კი აშკარად ზღვისპირელების გამოდგა. ახლა ლიდერი „ბათუმი“ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“ წრის ბოლო ტურში ჩემპიონობის ორივე მაძიებელმა დაკარგა ქულები. თან ერთნაირი...
19 ქართველი და პაპიძის პირველი
ქართული ლელოს გარეშე არც ტოპ 14-ის მორიგ ტურს ჩაუვლია. „ლა როშელის“ ბურჯმა გურამ პაპიძემ „ბიარიცთან“ შეხვედრის 63-ე წუთზე თავისი გუნდის რიგით მე-6 ლელო გაიტანა, რომელიც პირადად მისთვის პირველი გახლდათ საფრანგეთის უმთავრეს სარაგბო ლიგაში. 24 წლის პაპიძე ჩემპიონთა თასის ფინალისტს ზაფხულში შეუერთდა, ფრანგული კარიერის დასაწყისში „ლიონის“, მომდევნო სამი წელი კი პრო დ2-ის „ნევერის“ ღირსებას იცავდა, რომლის...
დინამომ გაიღვიძა
ვითომ „დაბრუნდა“ „დინამო“? ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ლიგის ბოლო ორი შეხვედრა ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ამჯერად კახა ცხადაძის შეგირდებმა აუტსაიდერი „სამტრედია“ დაამარცხეს 5:1. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი ანგარიში. ცხადია, მატჩის მსვლელობაზე შესვენების შემდეგვე სტუმარი გიორგი მჭედლიშვილის გაძევებამაც იმოქმედა, მაგრამ „დინამო“ ისედაც სჯობდა მეტოქეს და დამსახურებას ნუ დავუკარგავთ....
ლუკას ხუთიანები
პრო დ2-ის მე-5 ტურში ლიგის ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ ნარბონს ესტუმრა და მატჩის უკვე მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო. ეს იყო მე-5 ლელო 22 წლის ქართველი კვაჭის ფრანგულ კარიერაში. ასეთმა დასაწყისმა ორიაკელებს ფრთები შეასხა და სეზონში მეორე გამარჯვებით (30:26) მათ 9 ქულას მოუყარეს თავი. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა სამი გიორგიც იყო: ქართველიშვილმა 56 წუთი...
ისევ 5 ქულა
25-ე სათამაშო დღეს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა გაიმარჯვა და „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს „დინამოს.“ „ბათუმი“ თელავს ეწვია და საკმაოდ რთული მატჩიც გამოუვიდა. „თელავი“ ელიტაში საფლეიოფო დავიდარაბის გარეშე დარჩენას ცდილობს და ცხადია, არაფერს დათმობდა. ზღვისპირელებმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ....
მესის ცვლილებებთან შეგუება მოუწევს
ვინ შეურაცხყვეს ბოლო ხანს მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მეტად? — კითხულობს გერმანული „შპორტ ბილდი“ და თავისავე კითხვას პასუხობს: ლეო მესი; იმით, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლიონის“ შეხვედრაში შეცვალეს. მიმდინარეობდა შეხვედრის 75-ე წუთი, როდესაც პარიზელთა თავკაცმა, მესის თანამემამულემ, მაურისიო პოჩეტინომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანა და რაც მთავარია ტრავმის გამო კი არა, ტაქტიკური მოსაზრებით. მწვრთნელის...
რონალდუს რომ ნეხვი ეჭამა, მეც ნეხვს შევჭამდი
ტროი დინი „ბირმინგემ სიტის“ ფეხბურთელია, ჩემპიონშიპში გამოდის. ის 33 წლისაა და ბლოგერობა დაუწყია. გთავაზობთ მის ნაწერს კრიშტიანუ რონალდუს შესახებ, რომელიც „სანში“ წავიკითხეთ და საინტერესოდ მივიჩნიეთ. „მეკარე ლი გრანტმა მოყვა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დებიუტის წინა საღამოს, სასტუმროს რესტორანში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა იუარა დესერტის ჭამა. მათ დაუნახავთ, რომ რონალდუ მხოლოდ ქინოასა და ავოკადოს მიირთმევდა და...
მოგიგებთ !
ეს მოძველებული ამბავია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტებთან გაბუტვა დაიწყო. ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები რიგ მედია-საშუალებებთან, მაგრამ ასეთი მასიური არა… თუმცა, ბოლოს ყველამ ცუდად დაამთავრა… მაინც და მაინც ჩრდილოეთ კორეას გინდათ დაემსგავსოთ? ჯერ იყო და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები სადმე თამაშს თუ წააგებდა, ფედერაციის ვებ-გვერდზე ისიც არ იკითხებოდა. ახლა სულაც თამაში დამალეთ. თან სად? ორი ფეხის...
დაღლამდეა ? წადით !
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბრძანა, ნაკრებმა რომ სამი თამაში წააგო, ფედერაცია რა შუაშიაო? ბუნებრივია, ამ ლოგიკით, ფედერაცია არც იმასთანაა კავშირში, ჩვენს გუნდებს წლიდან წლამდე აგვისტოშივე რომ კინწისკვრით ერეკებიან ევროტურნირებიდან. ამ კვირაში ევროპის საკლუბო ტურნირების მატჩები გაიმართა, რომლებშიც უეფას წევრი 55-დან 36 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ესტონეთი იქაა, სომხეთი, აზერბაიჯანი, სლოვენია, ყაზახეთი, გიბრალტარიც კი… ბალასტი გარეთ დარჩა:...









