ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე წრე დამთავრდა. ამ ცხრა სათამაშო დღეს სატურნირო ცხრილში დიდი ცვლილებები არ შეუტანია. ლიდერი კვლავ „გაგრაა.“ ელიტაში პირდაპირ დასაწინაურებელ ბრძოლაში კი მისი მთავარი კონკურენტი „სიონი“ გახლავთ.
კონკურენცია იმდენად დაძაბულია, რომ 26-ე ტურში, თბილისის ზღვის ბაზაზე, მათი უშუალო შეხვედრის მეორე ტაიმში, მოთამაშეებს შორის შელაპარაკება ჩხუბით დასრულდა. არბიტრმა ორივე გუნდიდან გააძევა ფეხბურთელები.
გადასასვლელი ფლეი ოფის ყველაზე სავარაუდო კანდიდატები ისევ მარტვილის „მერანი“ და „გარეჯი“ არიან.
ცხრილის ძირში კი კვლავ, როგორც ჩანს, უკვე საბოლოოდ განწირული „ჩიხურაა,“ რომელმაც ბოლო შვიდი შეხვედრა ზედიზედ წააგო და უახლოეს კონკურენტებს 21 ქულით ჩამორჩა…
გასავარდნი ფლეი აუტის ზონაში კი მეორე წრესთან შედარებით ერთი ცვლილებაა. აქ „შევარდენის“ ადგილი „ვიტ ჯორჯიამ“ დაიკავა.
| გაგრა | 27 | 18 | 7 | 2 | 58:18 | 61 |
| სიონი | 27 | 19 | 3 | 5 | 51:24 | 60 |
| მარტვილი | 27 | 13 | 7 | 7 | 48:36 | 46 |
| გარეჯი | 27 | 13 | 3 | 11 | 38:34 | 42 |
| მერანი თბ. | 27 | 10 | 9 | 8 | 47:37 | 39 |
| ზუგდიდი | 27 | 10 | 2 | 15 | 32:54 | 32 |
| შევარდენი | 27 | 7 | 10 | 9 | 31:34 | 31 |
| რუსთავი | 27 | 7 | 6 | 14 | 32:41 | 27 |
| ვიტ ჯორჯია | 27 | 5 | 12 | 10 | 23:35 | 27 |
| ჩიხურა | 27 | 1 | 3 | 23 | 16:63 | 6 |
მეგოლეები: თამაზ მაქაცარია (გაგრა), შეიკნე სილა (მარტვილი ) – 16, დათა სიჭინავა (სიონი) – 12, ბექა გვარაძე (შევარდენი), ხარებაშვილი (გარეჯი) -11
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
