საქართველოს ნაკრები გიბრალტართან ერთა ლიგის მატჩისთვის ემზადება. მატჩის წინ ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაგვიმხილა, რომ აქვს გეგმა, ივნისის ოთხივე მატჩი მოიგოს. იგივეს ვერ ვიტყვით მეტოქეზე, რომლის თავკაცმა ხულიო რიბასმა აღნიშნა, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვს, მაგრამ მისი გუნდი ყველა თამაშზე კონცენტრირებული გავა, თუმც გიბრალტარის ამბები რიბასმა იდარდოს, ჩვენ ჩვენი...
კატეგორია: დავთარი
უსენსაციოდ
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი „როლან გაროსი“, დასკვნით ფაზაში შედის. უკვე გამოვლინდა ოთხი მეოთხედფინალისტი. აქამდე ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა და ძალიან მაგარი მეორე ნაწილი გველის. კვირას სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტივად, 6:1; 6:3; 6:3 დაამარცხა არგენტინელი დიეგო შვარცმანი და მეოთხედფინალში რაფა ნადალს შეხვდება. თავის მხრივ ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა კანადელ ოჟე-ალიასიმთან და ხუთ სეტში მოიგო – 3:6;...
Vive le France!
საფრანგეთს გაუმარჯოს! ევროპული რაგბი ფრანგული ჰეგემონიის ეპოქას განიცდის. ადრეულ გაზაფხულზე ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა „ექვსი ერი“ მოიგო, პარასკევს მარსელის „ველოდრომზე“ ჩელენჯ კაპის ფრანგული ფინალი შედგა, რომელიც „ლიონმა“ მოიგო, შაბათს კი, იგივე არენაზე ფანგულმა „ლა როშელმა“ ირლანდიურ „ლენსტერს“ სძლია და თავისი სახელი ჩემპიონთა თასის მფლობელთა გრძელ სიაში პირველად ჩაწერა. „ლენსტერი“ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბია...
ქართველი ვუნდერკინდის პირველი ტიტული!
მარსელის მრავლისმნახველ „ველოდრომს“ რა გააკვირვებდა – ამ დიდებულ და ისტორიულ არენაზე უამრავი დაუვიწყარი საფეხბურთო სპექტაკლი დადგმულა და მის გაზონზე ფეხი მრავალ საფეხბურთო ვარსკვლავს დაუდგამს. პარასკევის გვიან საღამოს კი „ველოდრომმა“ ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის ფინალს უმასპინძლა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარგალიტად აღიარებულ საუცხოო სტადიონზე ამჯერად ფეერიული სარაგბო სპექტაკლი დაიდგა. ჯერ ერთი, საკუთრივ თამაში გამოდგა ძალიან საინტერესო...
ტირანაში შტანგა აიწევა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. საწყისი ორი დღე ქართველების გარეშე ჩაივლის. პირველი ჩვენებური ფიცარნაგზე 29 მაისს გამოჩნდება – 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე იასპარეზებს. ბერდელიძის გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ტირანაში კიდევ 10 ძალოსანი იახლა. ჩვენი ნაკრების წევრების გამოსვლის განრიგი ასეთია: 29 მაისი. 16:00. გოდერძი ბერდელიძე (55კგ) 29 მაისი. 22:00....
მანე: განა ოქროს ბურთს არ ვიმსახურებ?
სადიო მანე უკმაყოფილოა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში სერიოზულ კანდიდატებად არ მიიჩნევენ. მას სურს გახდეს მეორე აფრიკელი, რომელიც „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში გაიმარჯვებს. პირველი, 1995 წელს, ლიბერიის დღევანდელი პრეზიდენტი ჯორჯ ვეა იყო. 2022 წელს მანეს საქმეები ისე მიდის, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს. მისი ლიდერობით სენეგალის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასი მოიპოვა. სენეგალელები მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის...
ბეილის მორიგი ფინალი
ლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ გარეთ ბეილს „რეალის” წინაშე დამსახურებას ვერავინ დაუკარგავს. უელსელი დღესაც მადრიდშია და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი” „ლივერპულს” დაამარცხებს, მეხუთედ(!) მიიღებს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ჯილდოს. ეს მისთვის მეთექვსმეტე მადრიდული ტიტული იქნება. მაგრამ, ერთ თვეში ბეილს „ლოს ბლანკოსთან” ხელშეკრულების ვადა ეწურება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ცხრა წლის მიუხედავად, გულთბილ გამოსამშვიდობებელ საღამოს არავინ...
ესპანური VAR-იანტები
საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ესპანურ გაზეთ AS-ში VAR-თან დაკავშირებით. მისი ავტორი რუბი არესი ამბობს, რომ ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონს ვიდეომსაჯობამ თავისი კვალი დააჩნია. VAR რომ არა, ზოგი გუნდი საბოლოო ცხრილში სხვა ადგილს დაიკავებდა. კერძოდ, „ბარსელონა” მესამე ადგილზე გავიდოდა და სუპერთასზე ვერ მოხვდებოდა, „ვილიარეალი” მომავალ სეზონში ევროლიგაში ითამაშებდა, „გრანადა” კი გავარდნას გადარჩებოდა. მეორე მხრივ, ფაქტია,...
პირველად: უჩას ლელო და ბექას კაპიტნობა
გასულ უქმეებზე წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში 15-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა, მათ შორის საფრანგეთის ტოპ 14-ში – 12-მა, პრო დ2-ში – ორმა და კიდევ ერთმა – ინგლისის პრემიერშიფში. პრემიერშიფი უქმეების მიმოხილვასაც სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყებთ. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ პირველად ითამაშა ჩემპიონატის მატჩში 80-ვე წუთი, თან ბორჯღალოსანმა შუამარბმა სრული მატჩი თავისთვის უჩვეულო, 12 ნომრის პოზიციაზე ჩაატარა და...
სტუმრების ტური
მე-15 ტურს ელიგის გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველი სამეულის გუნდებმაც ყველამ მოიგეს და 3-3 ქულა შემატეს მარაგს. ხუთი შეხვედრიდან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს. სერიოზული სამგურალი გიორგი მიქაძის „სამგურალი“ მართლაც აღარ ხუმრობს. წყალტუბოური კლუბი ისტორიას წერს. ლიდერათა მარაქაში გაერია. შაბათს მათ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგეს და ამ ექვს შეხვედრაში ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ – 14:1....









