მე-15 ტურს ელიგის გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველი სამეულის გუნდებმაც ყველამ მოიგეს და 3-3 ქულა შემატეს მარაგს. ხუთი შეხვედრიდან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს.
სერიოზული სამგურალი
გიორგი მიქაძის „სამგურალი“ მართლაც აღარ ხუმრობს. წყალტუბოური კლუბი ისტორიას წერს. ლიდერათა მარაქაში გაერია. შაბათს მათ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგეს და ამ ექვს შეხვედრაში ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ – 14:1. „სამგურალმა“ ამჯერად მეზობელი ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა – 3:0. წყალტუბოელებს ბომბარდირთა სიაშიც ორი ფეხბურთელი ჰყავთ, დემურ ჩიხლაძე და ირაკლი რუხაძე, რომელთა ანგარიშზე 5-5 გოლია.
ახლა „სამგურალს“ „დინამოს“ მსგავსად 29 ქულა მოუგროვდა და მესამე საფეხურზე ბურთების უარესი ბალანსის გამო დგას.
„დინამომ“ აუტსაიდერ „ლოკომოტივს“ 2:0 მოუგო და მეორე ადგილზეა. „რკინიგზელებმა“ პირველ ტაიმში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. სახელიან მეტოქეს არაფერი დაუთმეს, მაგრამ დინამოელთა „გასახდელის გოლმა“ ყველაფერი შეცვალა.
ხვიჩა და ზურიკო
„ბათუმმა“ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა მარაგში. ამჯერად ზღვისპირელა „მსხვერპლი“ კერკეტი „თელავი“ აღმოჩნდა. ორივე გოლი, წინა ტურის არ იყოს, მეგობრებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.
განსაკუთრებით ეფექტური ხვიჩას გოლი გახლდათ. ბათუმელთა მე-20 ნომერმა მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი, შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, საჯარიმოში შეიჭრა და თავადვე დაასრულა საქმე. ეფექტურობა ვახსენეთ და ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი მისი ექვსივე გოლი ერთმანეთზე ლამაზი გამოვიდა.
თელავში სტადიონი თითქმის სავსე იყო. თუმცა, სადაც ხვიჩაა, იქ ყველგან ანშლაგია. აქ სხვა ასპექტზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ: თურმე შეიძლება ბევრი მაყურებელი დაესწროს თამაშს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. წინა ტურში კი საბურთალოელებს საკუთარი გულშემატკივრის შეშვება შეეშინდათ სტადიონზე. „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევრებს.
სხვა
„დილამ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო „საბურთალოს“ (2:0) და ცხრილში ადგილი გაუცვალა. ახლა გორელები მეოთხე საფეხურზე დგანან და სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერთა სამეულს. ასევე საჭირო მატჩი მოიგო „სიონმა,“ რომელიც გასავარდნ ზონაშია. ბოლნისელებმა „გაგრას“ სძლიეს – 2:1. სტუმართაგან დუბლი მიითვალა ლუკა ხორხელმა.
ლოკომოტივი 0:2 დინამო
0:1 მოისწრაფიშვილი (42+5 პენ), 0:2 მექვაბიშვილი (65)
სამგურალი 3:0 ტორპედო
1:0 ჩიხლაძე (53), 2:0 ჯერალდო (65), 3:0 გავაშელიშვილი (82)
თელავი 0:2 ბათუმი
0:1 კვარაცხელია (30), 0:2 დავითაშვილი (40)
საბურთალო 0:2 დილა
0:1 ძოწენიძე (50), 0:2 გაგნიძე (72)
გაგრა 1:2 სიონი
0:1 ლუკა ხორხელი (42), 1:1 ვაწაძე (56), 1:2 ლუკა ხორხელი (80)
[table id=40 /]
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 9, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 8, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი), ნიკა ხორხელი (სიონი) – 6, დემურ ჩიხლაძე, ირაკლი რუხაძე (ორივე -სამგურალი), ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), მათე ვაწაძე (გაგრა) – 5ს
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
