ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. საწყისი ორი დღე ქართველების გარეშე ჩაივლის.
პირველი ჩვენებური ფიცარნაგზე 29 მაისს გამოჩნდება – 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე იასპარეზებს. ბერდელიძის გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ტირანაში კიდევ 10 ძალოსანი იახლა.
ჩვენი ნაკრების წევრების გამოსვლის განრიგი ასეთია:
29 მაისი. 16:00. გოდერძი ბერდელიძე (55კგ)
29 მაისი. 22:00. რამინ შამილიშვილი (61კგ)
30 მაისი. 22:00. შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე (67კგ)
31 მაისი. 22:00. კახი ასანიძე (73კგ)
2 ივნისი. 19:00. რეზი დავითაძე (89კგ)
3 ივნისი. 22:00. ირაკლი გობეჯიშვილი (96კგ)
4 ივნისი. 16:00. ირაკლი ჩხეიძე (102კგ)
4 ივნისი. 19:00. გიორგი ჩხეიძე (109კგ)
4 ივნისი. 22:00. ანასტასია გოტფრიდი (87კგ)
5 ივნისი. 18:00. ლაშა ტალახაძე (+109 კგ)
აქვე გეტყვით, რომ გახსნის ცერემონიაზე ლაშა ტალახაძეს ევროპის საუკეთესო ძალოსნის პრიზს გადასცემენ, რომელიც გულშემატკივრთა გამოკითხვით გამოავლინეს, ხოლო ძალოსნობის ევროპის ფედერაცია გიორგი ასანიძეს ძალოსნობაში შეტანილი წვლილისათვის სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
