საქართველო – ბულგარეთის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სტუმარებმა ჟურნალისტებთან საუბარი ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაიწყეს. ბულგარელებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს დროული მოქმედებისთვის. პირველ ყოვლისა ექიმებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ცნობილი გახდა, რომ ნედელევს ჰქონდა ამნეზიის ფრანგმენტები, ძლიერი სისხლდენა თავიდან, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ახლა ის გამოყვანილია ხელოვნური კომიდან, არის ადეკვატური, ამოძრავებს კიდურებს. ოპერაცია სასწრაფო და...
კატეგორია: დავთარი
როგორ უნდა მოვხვდეთ ევრო 2024-ზე?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მიერ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სამ ტურში მოპოვებულმა სამმა გამარჯვებამ გულშემატკივარს შეჯიბრების ფორმატისადმი გაუღვივა ინტერესი. ცნობილია, რომ ერთა ლიგიდან გუნდები შეიძლება მოხვდნენ „ევრო 2024″-ის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ კერძოდ როგორ მოხდება ეს? რომელი ნაკრებები მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებს? დავიწყოთ იმით, რომ „ევრო 2024″ გერმანიაში ჩატარდება ანუ მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ავტომატურად ფინალურ...
Le Comte de Monte-Cristo
გახსოვთ ალექსანდრ დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“? ფრანგუალდ მას Le Comte de Monte-Cristo ჰქვია. ეს ჩვენი ფრანგი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის ვახსენეთ. მან ისეთი გუნდი შექმნა, როგორიც იმ რომანის მთავარი გმირი ედმონ დანტესია. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უსამართლოდ დაიჭერენ და სიკვდილისთვის გაწირავენ. გადარჩება, მოძლიერდება და ყველას საკადრის სამაგიეროს გადაუხდის. როცა ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტდა, ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა...
მაკედონიელები დაცვას გვიწუნებენ
დღეს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მატჩი აქვს. ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამაშებს. სატურნირო ცხრილში საქართველო მეტოქეზე წინ არის, ამიტომ აქაურები ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუ საქართველო მოიგებს, პირველ წრეს სოლიდური უპირატესობით დახურავს. სანიოლის გუნდს ფრეც მეტოქეზე კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს. ეს მაკედონიაშიც კარგად იციან და ამიტომაც, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ. მეტიც – ფეხბურთელებს ავალდებულებენ და...
შარშანწინდელიც კი გვახსოვს…
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაშია და ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება… მაკედონიელებს საქართველო კარგად ახსოვთ. ან როგორ არ ემახსოვრებათ – ჩვენთვისაც და მათთვისაც ისტორიული მატჩი მოგვიგეს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი თამაში თბილისში 0:1 წავაგეთ. იმ ავადსახსენებელი შეხვედრის გარდა, მაკედონიელებს კიდევ ორჯერ შევხვდით და ორივე ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა. მეტოქესთან მოგება რომ არ გვაქვს, აქაურ ქომაგებს...
ფრანგული ფინიში ქართული დუბლით
საფრანგეთსა და ინგლისში სარაგბო ჩემპონატების ტოპ-ლიგების რეგულარული სეზონები დასრულდა. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ დამკვიდრება სეზონის ფინიშზეღა შეძლო, თუმცა მიუხედავად ბოლო მატჩში მრისხანე „სარასენსის“ ძლევისა, „გლოსტერმა“ საპლეიოფო ოთხეულში შეღწევა მაინც ვერ მოახერხა. ამდენად, კვესელაძისთვის საკლუბო სეზონიც აქ დასრულდა. მისი ბედი საფრანგეთში მოასპარეზე მრავალმა ბორჯღალოსანმაც გაიზიარა, თუმცა არც ისეთები არიან ცოტანი, ვინც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. რეგულარული პირველ...
გიორგი მიქაუტაძემ გიბრალტართან 12 206 მეტრი ირბინა
5 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნულ გუნდს სტუმრად 5:2 მოუგო, მაგრამ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს გუნდები რამდენიმე დღეში, 12 ივნისს თბილისშიც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ქართველი მკითხველისთვის ბულგარეთის ნაკრების თემა აქტუალურია. გთავაზობთ ბულგარული საიტის 7sport-ის მოკლე წერილს, სადაც რაზგრადში ჩატარებული შეხვედრა სხვა კუთხით არის დანახული: „ჩვენს ნაკრებს საუკეთესო პერიოდი აშკარად არ უდგას. გუნდმა რაზგრადში...
გადასარევია!
რაღაც იოლად მოვუგეთ ბულგარელებს. ხუთი ხომ გავუტანეთ და ერთი კიდევ ბუდუ ზივზივაძეს არ ჩაუთვალეს მილიმეტრიანი თამაშგარეს გამო და ერთიც პენალტი გავაცუდეთ (კვეკვესკირი). ვნახეთ გუნდი, რომელიც თავდაჯერებული გავიდა მინდორზე. სწორი, გამართული ფეხბურთი ითამაშა. ეს არის გუნდი, რომელსაც მწვრთნელის ხელი ეტყობა. მწვრთნელისა, რომელმაც, როგორც ჩანს, დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის ოპტიმალურ ტაქტიკას მიაგნო. სანიოლმა გიბრალტართან პირველი მატჩისგან განსხვავებით,...
სუფთა ფურცელი
ერთა ლიგის მესამე გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო – ახალი ფორმა, ახალი სლოგანი – „მე ვარ საქართველო“, ახალი ჰიმნი. ფილოსოფიის მიხედვით, ახლებური აზროვნება. მოკლედ, მენტალური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რაც იდეაში ცუდი არ უნდა იყოს. გიბრალტართან მატჩში, ცხადია, ჩვენიანების რეალურ ძალას ვერ ვიხილავდით. ვილი სანიოლს რამდენიმე ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი: მოგება, თანაც სასურველი იყო, დიდი...
რევანშის დროა
საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგაში ოთხი მატჩი ზედიზედ, 10 დღეში აქვს სათამაშო. ვილი სანიოლს ოთხივე მატჩის მოგების გეგმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე ასე თქვა და ამის გაკეთება, მუსიე ვილის, ალბათ, არც იოლი ჰგონია. მართალია, პირველი მეტოქე გიბრალტარია, მაგრამ ორი თამაში ბულგარეთთან (შინ და სტუმრად) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (სტუმრად) ელის. სანიოლს ამ მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი ჰყავს...









